Deutche welle: როგორ აპირებს ევროკომისია ენერგოკრიზისის დაძლევას

Deutche welle: როგორ აპირებს ევროკომისია ენერგოკრიზისის დაძლევას

access_time2021-10-14 20:00:34

ევროკავშირში ენერგომატარებლებზე ფასების კატასტროფული ზრდის გამო სულ უფრო შფოთავენ. 13 ოქტომბერს ევროკომისიამ დაამტკიცა მისაღები ზომები, რომლებმაც ფასების ზრდის შედგები უნდა შეარბილონ და ასევე ენერგოსისტემა უფრო მდგრადი გახადონ.

 


პირველ რიგში ევროკომისია გაზის გაძვირების მიზეზებს ასახელებს. პირველია ენერგომატარებლებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენის პირობებში. იმის გამო, რომ გაზი მნიშვნელოვან როლს ელექტროგენერაციაშიც ასრულებს, გაზთან ერთად ელექტროენერგიაც გაძვირდა.

 


კიდევ ერთი ფაქტორია ანომალურად ცივი ზამთარი და ასეთივე გაუსაძლისად ცხელი ზაფხული, რის გამოც გათბობის და გაგრილების სისტემების გამოყენების ზრდამ გაზსაცავების დაცარიელება გამოიწვია.

 


შესაბამისად, ევროკავშირში გაზის მარაგები ჩვეულებრივ სიტუაციასთან შედარებით ბევრად მცირეა - რეზერვუარები 78%- ითაა შევსებული, მაშინ, როდესაც ბოლო წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი 90%-ზე დაბლა არ ჩამოსულა.

 


ევროკომისიის დოკუმენტში რუსეთიც ნახსენებია, თუმცა, მაქსიმალურად ნეიტრალურად - ხაზგასმულია, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელზე დაბალი მიწოდების მიუხედავად, „გაზპრომი“ ევროპელ პარტნიორების წინაშე აღებულ საკონტრაქტო ვალდებულებებს მთლიანად ასრულებს.

 


 მოსკოვისადმი პრეტენზია იმაშია, რომ ის ევროპას გაზის დამატებით რაოდენობას არ აწვდის, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ამას შესაძლოა საბაზრო ახსნა ჰქონდეს - გაზზე მოთხოვნა ბოლო თვეებში აზიაშიც გაიზარდა და იქ ბუნებრივი აირი უფრო მაღალ ფასში იყიდება.


 


ევროკომისია ასევე არ იზიარებს ბევრი ევროპელი პოლიტიკოსის მოსაზრებას, თითქოს რუსეთის მხრიდან ასეთი საქციელი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების ნებართვის გაჭიანურების გამო შანტაჟია - დოკუმენტში ეს პროექტი ძალიან ფრთხილადაა ნახსენები „შესაძლო ანტიკონკურენტული ქცევის“ კონტექსტში.

 


ენერგეტიკის პრობლემის ერთადერთ ფუნდამენტურ გადაწყვეტად ბრიუსელში განახლებად ენერგიას მიიჩნევენ, თუმცა, აღიარებენ, რომ სუფთა ენერგიაზე გადასვლა ათწლეულების საკითხია.

 


არსებული კრიზისის გადასაწყვეტად ევროკომისიამ რამდენიმე მოკლე და საშუალოვადიანი ინსტრუმენტი წარადგინა. პირველ რიგში გეგმა მომხმარებლების და ბიზნესისთვის დახმარების გაწევას გულისხმობს - ზომებს შორისაა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სუბსიდიების გამოყოფა.

 


მეორე ზომაა ენერგოკომპანიებისთვის გადასახადების შემცირება, რაც მათ ტარიფების დაწევის შესაძლებლობას მისცემს. ევროკომისია ასევე აუცილებლად მიიჩნევს მომხმარებლებს დაცვას ელექტრო და გაზმომარაგების პერიოდული შეწყვეტისგან.

 


ევროკავშირი ასევე აპირებს გაზის მიღების გაზრდას რამდენიმე ქვეყნიდან - კონკრეტული ქვეყნები ნახსენები არაა - ნორვეგიის გარდა.

 


საშუალოვადიან ზომებს შორისაა გაზის შენახვის ეფექტურობის ზრდა და ქვეყნებს შორის საცავებთან მეტი წვდომა - მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება საცავები სავსე იყო, მეორეში კი - ბოლომდე დაცლილი.

 


ევროკომისია ასევე განიხილავს გაზის მარაგის შექმნისთვის ერთიანი შესყიდვების შესაძლებლობას და ენერგიის შენახვის ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიას.

 


ბრიუსელში სწრაფ შედეგებს არ ელოდებიან - მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი, ევროკომისიის ვარაუდით, გაზი უკეთეს შემთხვევაში 2022 წლის აპრილში გაიაფდება.

 

dw.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up