Deutche welle: გერმანიიდან ქართველებს მასობრივად აძევებენ

Deutche welle: გერმანიიდან ქართველებს მასობრივად აძევებენ

access_time2018-11-01 19:00:00



გერმანიის ერთ-ერთი რეგიონის - საქსონიის - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 2 თვის მანძილზე უკვე 2-ჯერ განახორციელა ჩარტერული რეისი, რომლითაც თბილისში  საქართველოს მოქალაქეები დააბრუნებს - მათ უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე.


დაცვა რეაგირებს სწრაფად - აიფონის დანახვისთანავე, ორი ათლეტური აღნაგობის კაცი გადადის ყვირილზე - Verboten! აკრძალულია! გადაღება აკრძალულია“. ისინი არ არიან განწყობილები ხანგრძლივ ახსნა-განმარტებებზე - მათი ნერვები ისედაც ზღვარზეა. და ეს არ ხდება უმიზეზოდ - ბოლო თვეებში აქ, ლტოლვილის სტატუსის მაძიებელთა პირველადი განთავსების ბანაკში, რომელიც მდებარეობს დრეზდენის გარეუბანში, რეგულარულად შედის პოლიცია. ხოლო თავად ობიექტი მუდმივად ფიგურირებს ადგილობრივი გაზეთების კრიმინალურ ქრონიკაში.


იმას, რაც აქ ხდება, ექსპერტები აღწერენ კორექტულად - „კონფლიქტები ძალადობის გამოყენებით“, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ჩხუბები. ასე რომ ჟურნალისტები აქ არასასურველი სტუმრები არიან.



დაძაბული ვითარება საქსონიაში



ამ ცენტრში განთავსებულია 500-მდე ადამიანი, რომლებიც  ელოდებიან პასუხს თავშესაფრის მიღებისთვის გაგზავნილ განცხადებაზე. მათ შორის უმეტესობა წარმოადგენს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა სირია, ერაყი, ავღანეთი და, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, დემოკრატიული და ნატოში შესვლაზე ორიენტირებული საქართველო  - ცენტრის ყოველი მე-5 ბინადარი  - სწორედ ქართველია.



თავშესაფრის მოთხოვნები გაიზარდა ევროკავშირს და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ - კონკრეტულად გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა საქართველოდან 3-ჯერ გაიზარდა.



კერძოდ, 2018 წელს გერმანიაში დარეგისტრირდა 2 976 განაცხადი საქართველოს მოქალაქეებისგან - ძირითადად 2 რეგიონში - საქსონიაში და ვესტფალიაში.



„საქართველოში ბევრი ცვლილებაა, მაგრამ პრობლემები დარჩა“



ეთერი ხახმანი - არის სამაგალითო ემიგრანტი საქართველოდან - ის გაიზრდა თბილისში, გადავიდა საცხოვრებლად გერმანიაში 8 წლის წინ, მიიღო უმაღლესი იურიდიული განათლება, გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში და იკავებს პარტიის დრეზდენის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის პოსტს.



ამასთან ის მუშაობს დრეზდენის უცხოელთა საკითხების საბჭოში, რომლის მიზანიცაა - მიგრანტების დახმარება.




მისი აზრით, ქართველები  გერმანიაში საკუთარ ქვეყანაში დაბალი ცხოვრების დონის გამო ჩადიან.


„საქართველოში ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა სოციალური პრობლემები ისევ რჩება. მარტივი მაგალითი - შემწეობა თავშესაფრის მაძიებლებისთვის 400 ევროა. თუ ჩამოდის წყვილი - შესაბამისად - 800. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბანაკში ცხოვრება და კვება უფასოა, გამოდის სუფთა შემოსავალი, რომელიც ბევრად აღემატება საქართველოში საშუალი ხელფასს. ხოლო უვიზო რეჟიმი აძლიერებს ბედის ცდის სურვილს და ცდუნებას“ - ამბობს ის.



დადებითი გადაწყვეტილებების წილი  - 1%-ზე ნაკლები



თუმცა, გერმანიის ხელისუფლება მტკიცე და დაუნდობელია - სიღარიბე - არაა გერმანიაში თავშესაფრის მიღებისთვის საკმარისი მიზეზი. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა განცხადებაზე დადებითი პასუხების წილი 1%-ს არ აღემატება. პროცედურის დასაჩქარებლად გერმანია გეგმავს საქათველოს შეყვანას უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში - თუმცა, ეს გადაწყვეტილება ჯერაც არაა მიღებული.



სექტემბერში და ოქტომბერში ლეიფციგიდან თბილისში შესრულდა 2 ჩარტერული რეისი, რომლითაც თბილისში  100-მდე დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე ჩაიყვანა. თუმცა ამგვარი დეპორტაცია არაა იაფი სიამოვნება - თითო რეისი ორგანიზება  95 000 ევრო ღირს.



საქსონიის ხელისუფლების „დაუნდობელი ქმედებები“?



საქსონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად რეგიონში იმყოფება საქართველოს 511 მოქალაქე, რომელმაც უარი მიიღო  თავშესაფარზე და ვალდებულია დატოვოს გერმანია.



ლტოლვილების საკითხების საბჭოს პრესმდივანი  რეგიონის მთავრობას აკრიტიკებს „საზარელი დაუნდობლობის“ გამო  - იყოფა ოჯახები, დეპორტაციას ექვემდებარებიან ავადმყოფი ბავშვები, რომლებიც ვერ იღებენ სამშობლოში სათანადო სამედიცინო დახმარებას.



საბჭოს პრესმდივნის მარკ გერტნერის თქმით, ამ სიმკაცრის მიზეზია რეგიონალური საპარლამენტო არჩევნები, რომელიც  2019 წელს ტარდება - ამ რეგიონის მმართველი ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკით ცდილობს რადიკალი მემარჯვენეების პოზიციების შესუსტებას.



თავად გერტნერი არ თვლის ქართველებს ეკონომიკურ ლტოლვილებად - მისი თქმით, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობის არარსებობა საქართველოში  შეიძლება იყოს საკმარისი მიზეზი თავშესაფრის მისაცემად.



გაუმჯობესების იმედი



გერმანიაში საქართველოს ელჩის ელგუჯა ხოკრიშვილის თქმით, ქართველების განაცხადები თავშესაფრის მიღების თაობაზე ძირითადად დაუსაბუთებელია. ქვეყნის მთავრობა ცდილობს რეაგირებას შექმნილ სიტუაციაზე - მაგალითად, მიღებულია საკანონმდებლო აქტები,  რომლებიც ართულებენ გვარის შეცვლის პროცედურას, ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობის დასჯას, ქვეყნიდან გასვლის კონტროლის გამკაცრებას და ა.შ.



„ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები - 2018 იანვრის მდგომარეობით გერმანიაში თავშესაფრის ქართველ მაძიებელთა რაოდენობა 2017 წლის იანვართან შედარებით 77%-ით შემცირდა. ეს კი გვაძლევს სიტუაციის შემდგომი გაუმჯობესების იმედს“ - ამბობს ელჩი.



მოთხოვნა თარჯიმანებზე



საქსონიაში შექმნილი ვითარება ზრდის მოთხოვნას ქართულენოვან თარჯიმანებზე. რეგიონის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ციხეებში უცხოელების წილი იზრდება  - ამ დროისთვის საქსონიაში პატიმართა მესამედი - უცხოელია.



ქართველები ამ საკითხში იკავებენ მე-4 ადგილს პოლონეთის, ტუნისის და ლიბიის შემდეგ. ამიტომაც მოთხოვა ქართულენოვან თარჯიმანებზე სტაბილურად მაღალია.



ეთერი ხახმანი ზოგჯერ თავად მუშაობს თარჯიმნად, მათ შორის სასამართლოებში. კანონი უკრძალავს მას განსახილველი საქმეების დეტალებზე საუბარს,  თუმცა, მისი თქმით, ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული ძირითადად ეხება ქურდობას - ბოროტმოქმედები საქართველოდან აქტიურად თანამშრომლობენ რუსებთან და ჩეჩნებთან.



„ბევრ ლტოლვილს არ უნდა, რომ სამშობლოში მათმა ნათესავებმა და ახლობლებმა გაიგონ მათი რეალური მდგომარეობა - ისინი ეუბნებიან ნათესავებს, რომ სწავლობენ უნივერსიტეტებში ან დაიწყეს მუშაობა, სინამდვილეში კი მთელი დღეები სხედან მავთულხლართების მიღმა ლტოლვილების განთავსების ცენტრებში,“ - ამბობს ხახმანი.



Deutche welle





„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up