Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება

Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება

access_time2019-06-27 14:00:09


ქართული ღვინის ხარისხი ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა - ამტკიცებს როსპოტრებნადზორი, თუმცა ავსტრიელი და გერმანელი მეღვინეები ამას ვერ ამჩნევენ - ალბათ იმიტომ, რომ ყიდულობენ ყველაზე ხარისხიან ქართულ ღვინოს ევროპული ბაზრისთვის. მოთხოვნა კი სწრაფად იზრდება.


„არც ჩვენ, არც მაკონტროლებელ ორგანოებს არ გვაქვს არავითარი პრობლემები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით,“ - ამბობს ჰამბურგში მდებარე მაღაზია GeoVino-ს თანამფლობელი ანდრე ჰაინი.


იმპორტიორი-კომპანიის Georgische Spezialitäten მფლობელის ლიუბენ ლინგოროვის თქმით, საბაჟო ამოწმებს მის მიერ გერმანიაში შემოტანილ ყველა პარტიას და ყოველთვის აღნიშნავს პროდუქციის მაღალ ხარისხს.


„თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ კომპანიაზე, რომელთანაც ვთანამშრომლობთ. სხვების მიმართ იყო გარკვეული პრეტენზიები,“ - განაცხადა მან.


იგივეს ამბობს ყველა გერმანელი და ავსტრიელი იმპორტიორი და მიიჩნევს როსპოტრებნადზორის განცხადებს პოლიტიკად.


რატომ იზრდება მოთხოვნა ქართულ ღვინოზე ევროპაში?


მეღვინე ალექს შრაინერი აფასებს შექმნილ ვითარებას, როგორც მოთხოვნის ელვისებურ ზრდას და ამას საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდას უკავშირებს.



„ტურისტები ჩადიან საქართველოში და ხვდებიან, რომ ქართული ღვინო განსაკუთრებულია და ნელა-ნელა ეჩვევიან მას,“ - თვლის შრაინერი.


ლიუბენ ლინგოროვის აზრით, გერმანიაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ზრდას შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ 2018 წელს საქართველო იყო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მთავარი სტუმარი, რამაც გაზარდა ინტერესი ქვეყნის მიმართ.


ანდრე ჰაინის თქმით, მოთხოვნა იზრდება არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ბეგლიაში, ჰოლანდიაში, ავსტრიაში, იტალიაში და შვეიცარიაში. მისი აზრით, ქართული ღვინის წარმატებას ხელს უწყობს მისი უნიკალური ისტორია და ყურძნის განსაკუთრებული ჯიშები, რომლებიც გავრცელებულია მხოლოდ საქართველოში.


მეღვინე ოქსანა შპაკი, რომელმაც ქართული ღვინის მაღაზია ვენაში გახსნა ადასტურებს, რომ როსპოტრებნადზორის განცხადებაში არის სიმართლის მარცვალიც - მაგალითად, ეს ეხება კომპანია „ბოლეროს“, რომელიც მითითებულია რუსული სახელმწიფო უწყების განცხადებაში.


„ჩვენ ერთხელ შევისყიდეთ „ბოლეროს“პროდუქცია, და მეტს არ ვიყიდით. მათი ღვინო ნამდვილად არაა ცუდი, საკმაოდ კარგია, მაგრამ - არა ევროპული დონის. ავსტრია თავად აწარმოებს ძალიან კარგ ღვინოს, ამიტომაც აქაური ბაზრის დასაპყრობად საჭიროა ძალიან მაღალი ხარისხის ღვინო,“ - ამბობს შპაკი.


მისი თქმით, ის მუშაობს სხვა, უფრო კონკურენტუნარიან ბრენდებთან - ისეთებთან, როგორც Marani, Schuchmann და Vinoterra.



სხვათა შორის, ამათ შორის ბოლო 2 ბრენდი ეკუთვნის გერმანელ მენეჯერს ბურკხარდ შუხმანს, რომელიც 2006 წელს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, ქართული მეღვინეობით დაკავდა, და დღეს ის არის ქართული ღვინის უმსხვილესი მიმწოდებელი ევროპაში.



ლიუბენ ლინგოროვი დარწმუნებულია, რომ ქართულ ღვინო მთლიანად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, წინაამღდეგ შემთხვევაში მას უბრალოდ არ შეუშვებდნენ ევროკავშირში.


„2006 წლის რუსულმა ემბარგო მოუტანა ქართულ ღვინოს დიდი სარგებელი - მწარმოებლებს მოუწიათ გასაღების ახალი ბაზრების მოძიება და, შესაბამისად, პროდუქციის ხარისხის მკვეთრი ზრდა," - მიიჩნევს ლინგოროვი.





თეგები:
Deutche welle ღვინო



ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება
access_time2019-10-18 08:01:19
როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა. „ამ დროისთვის ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და...

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...


მსგავსი სიახლეები

up