Deutche welle: ამერიკა  ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება

Deutche welle: ამერიკა ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება

access_time2020-01-22 20:00:27

2021 წელს  აშშ-ს შეუძლია ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდეს, და ჩაანაცვლოს რუსეთი, საუდის არაბეთი, ანგოლა, და ავსტრალია . ასეთი დასკვნამდე  გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი ამერიკულ-ჩინური სავაჭრო შეთანხმების შესწავლის შედეგად მივიდა.

 

როგორც ცნობილია, დოკუმენტს   ხელი 15 იანვარს ხანგძლივი სავაჭრო ომის შემდეგ მოეწერა.

 

კერძოდ, ჩინეთი იღებს თავის თავზე ვალდებულებას 2 წლის მანძილზე 200 მლრდ. დოლარით გაზარდოს იმპორტი ამერიკიდან  მხოლოდ ენერგომატარებლების კუთხით, ამერიკული ექსპორტი ჩინეთში 2 წლის მანძილზე  52,4 მლრდ. დოლარით გაიზრდება.

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ ათვლის წერტილად აღებულია 2017 წელი, როდესაც ჩინეთმა შეისყიდა შტატებისგან 6,8 მლრდ. დოლარის ენერგომატარებლები, სავარაუდოდ, 2021 წელს ეს მაჩვენებელი  40,7 მლრდ. დოლარამდე გაიზრდება.

 

შედეგად, ამერიკის წილი ჩინეთის ენერგოიმპორტში გაიზრდება დღევანდელი 3,2-დან 19%-მდე. შესაბამისად, შტატები ჩინეთის ენერგოიმპორტის სტრუქტურაში მე-11 ადგილიდან პირველზე გადაინაცვლებს.

 

ინსტიტუტის ექსპერტის სონია ბერის მონაცემებით, 2017 წელს ჩინეთში ენერგომატარებლების უმსხვილესი მიმწოდებელი იყო რუსეთი (იმპორტის  12.6%), მეორე ადგილზე იყო საუდის არაბეთი (10,1%), მესამეზე - ანგოლა (9,6%).


 

თუმცა, ექსპერტის აზრით, 19% - ეს არის მხოლოდ პირობითი ციფრი და ის არის მხოლოდ ორიენტირი, რეალურად იქნება მეტი, რადგანაც ჩინეთის ენერგომოხმარება ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, იმპორტიც.

 

შეთანხმება გულისხმობს, რომ ჩინეთი იყიდის შტატებში თხევად გაზს, ნავთობპროდუქტებს და ნახშირს, თუმცა, არაა დაზუსტებული, რომელი ენერგომატარებელი იქნება პრიორიტეტული, ამიტომაც, ზუსტი გათვლების გაკეთება შეუძლებელია.

 

თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ შეთანხმების შესრულების შემთხვევაში, ამერიკა საგრძნობლად გაზრდის თავის წილს ჩინეთის ენერგომომარაგებაში.

 

ჯერ ბოლომდე არაა გარკვეული, როგორ განხორციელდება მიღწეული შეთანხმებები. დღეს ჩინეთში მოქმედებს 25%-იანი საბაჟო ტარიფები ამერიკულ თხევად გაზზე. თუ ტარიფები არ დაიწია, სავარაუდოდ  ჩინეთი იყიდის შტატებში ძირითადად ნავთობპროდუქტებს. ძნელი სათქმელია, როგორ შეიცვლება ამ შემთხვევაში სავაჭრო ნაკადები, თუმცა, სავარაუდოდ, რუსეთი და საუდის არაბეთი დაზარალდებიან - აღნიშნა სონია ბერმა.

 

მეორე სცენარის თანახმად, ჩინეთი შეამცირებს ტარიფებს ამერიკულ გაზზე  და შეისყიდის სწორედ მას, რაც რუსეთის გარდა უარყოფითად აისახება ავსტრალიაზე, ყატარზე  და რუსული გაზის მიწოდების ზრდის პერსპექტივაზე.

 

არც ისაა გამორიცხული, რომ ჩინეთის ენერგოიმპორტი იმდენად გაიზრდება, რომ აშშ-დან გაზის და ნავთობის იმპორტის ზრდის მიუხედავად, სხვა ქვეყნები მოახერხებენ საკუთარი წილების შენარჩუნებას. თუმცა, ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელების ფონზე, ეს სცენარი ნაკლებად რეალისტურია- მიიჩნევს სონია ბერი.


წყარო: Deutche welle

თენგიზ აბლოთია


თეგები:
აშშ ჩინეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up