„დეტალები, თუ რა წესებით ვიმუშავებთ, უცნობია“ - სავაჭრო მოლები მთავრობისგან ოფიციალურ დადგენილებას ელიან

„დეტალები, თუ რა წესებით ვიმუშავებთ, უცნობია“ - სავაჭრო მოლები მთავრობისგან ოფიციალურ დადგენილებას ელიან

access_time2021-01-26 13:30:15

1-ლი თებერვლიდან სავაჭრო მოლები მუშაობას განაახლებენ, თუმცა კონკრეტულად რა წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა, უცნობია.


ცნობილია მხოლოდ ის, რომ სავაჭრო ცენტრები შაბათ-კვირას არ იმუშავებენ და ასევე სავალდებულო იქნება თანამშრომლების ტესტირება. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი აცხადებს, სხვა დეტალები ჯერჯერობით არ იციან.


„დეტალები, თუ რა წესებით ვიმუშავებთ, ჯერ არ არის ცნობილი. ველოდებით ოფიციალურ დადგენილებას. არ ვიცით, იფუნქციონირებს თუ არა გასახდელები. ვიცით, რომ არ ვიმუშავებთ შაბათ-კვირას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როცა კომენდანტის საათია და 19:00 საათზე უკვე გვიწევს დავხუროთ მაღაზიები, უქმეები უმნიშვნელოვანესია რეალიზაციისთვის. დასაქმებული ადამიანები გამოდის, რომ ვერ მოახერხებენ ჩვენთან მოსვლას, ისინი კი ვინც სამუშაოს გარეშე დარჩა, ისედაც არ აქვთ საყიდლებზე სიარულის შესაძლებლობა.


უკვე ვიცით, რომ ტესტირება იქნება სავალდებულო, თუმცა რამდენი პროცენტი თანამშრომლების და რა პროტოკოლით, რა ინტენსივობით უნდა გაიტესტოს, ამაზეც დაზუსტებულ დოკუმენტს ველოდებით. ითქვა, რომ ტესტირება მოხდებოდა ანტიგენით. პირველ თებერვლამდე პირველი ტესტი უფასოა, ეს შეეხება ჩვენს სექტორსაც შემდეგ კი, ბიზნესს მოუწევს ამ ხარჯის საკუთარ თავზე აღება. ასევე, ბიზნესს ხარჯი გაეზრდება იმითაც, რომ თებერვალში არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თანამშრომლების გადაადგილება ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ.



არის ძალიან ბევრი რამ, რისი შეცვლაც გვინდა, მაგრამ დრომ და მთავრობასთან კომუნიკაციამ დამარწმუნა, რომ პირველი გადაწყვეტილება არ იცვლება მიუხედავად იმისა, როგორია ჩვენი არგუმენტი. ხელისუფლება როგორც წესი, არასოდეს იცვლის აზრს.


არ ვიცით არც ის, 20 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვება დარჩება ძალაში თუ არა. უფრო ალბათ კი, იმიტომ რომ თუ რამე სასიკეთო ცვლილებაა მაშინვე ამბობენ. ახლა უნდა დაველოდოთ, რაც შეზღუდვების მოხსნაში არ იქნება ანუ ისევ აკრძალულად დარჩება. სამწუხაროდ, ასეთია ახლა კომუნიკაციის ფორმა სამთავრობო უწყებებთან“,-გნაცხადა მაღალაშვილმა.


შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოლები ფუნქციონირებას პირველი თებერვლიდან განაახლებენ, ღია ტიპის ბაზრობები კი 15 თებერვლიდან.


bpn.ge



თეგები:
მოლები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up