დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ

access_time2018-11-19 20:00:00

“ბანკები და ფინანსები” ექსკლუზიურად გთავაზობთ ვალდებულებების განულების პროგრამის შესახებ დეტალებს.

 

რა არის ვალდებულების განულების პროგრამა?

 

ერთჯერადი პროგრამა, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ბანკისაგან გამოისყიდის ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით;

 

სრულიად გაუნულდება თუ არა მომხმარებელს ვალების განულების პროგრამაში მოხვედრილი ვალდებულება?

 

მომხმარებლებს ბანკის წინაშე ვალდებულება სრულად გაუნულდება, რადგან ვალდებულების გამოსყიდვა მოხდება ფონდი „ქართუს“ მიერ. მომხმარებლებმა ვალების განულების პროგრამის დასრულების შემდეგ უნდა მიმართოს ფონდ ქართუს. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 39ა.

 

რომელ ვალდებულებებზე ვრცელდება ვალების განულების პროგრამა?

 

ვალების განულების პროგრამა ვრცელდება 3 სხვადასხვა ჯგუფის ვალდებულებებზე:

 

პირველი ჯგუფი – ვალდებულებები: 2 000 ლარამდე

 

ვალდებულებაში იგულისხმება ფიზიკური პირის არაუზრუნველყოფილი სესხი, საკრედიტო ბარათი, ოვერდრაფტი(გარდა უძრავი ქონებით, ძვირფასეულობით და ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებებისა);

 

ვალდებულება, რომელზეც 2018 წლის 1 იანვარს ფიქსირდებოდა ვადაგადაცილება და ვალდებულების ვადაგადაცილება არ არის აღმოფხვრილი 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით და რომლის ძირითადი თანხა 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით არ აღემატება 2 000 ლარს;

ვალდებულების განულება ეხება თითოეულ საკრედიტო პროდუქტს, რომლის ძირი არ აღემატება 2 000 ლარს.

 

მაგალითი

 

ვალების განულების პროგრამა არ შეეხება თუ სესხზე ვადაგადაცილება წარმოიშვა 2017 წლის 25 დეკემბერს და მისი სრულად დაფარვა მოხდა 2018 წლის აპრილში (ანუ დაეწია სესხის დაფარვის გრაფიკს). აღნიშნული სესხი ისევ ვადაგადაცილებაში მოხვდა 2018 წლის სექტემბერში.

 

განულების პროცესი დაიწყება 2018 წლის 15 დეკემბერს და 2018 წლის 31 დეკემბრამდე განულების პროცესი ავტომატურია.

 

 

მე–2 ჯგუფი – ხანდაზმული ვალდებულებები ხანდაზმულ ვალდებულებებში იგულისხება:

 

 ვადაგადაცილებული ვალდებულება, რომელზეც ბოლო 3 წელი არ დაფიქსირებულა თანხის გადახდა და არ მიმდინარეობს სასამართლო დავა;

ვალდებულების ძირი თანხის მოცულობისა და უზრუნველყოფის მიუხედავად;

ვალდებულება – ფიზიკურიპირის ნებისმიერი სესხი, საკრედტო ბარათი, ოვერდრაფტი;

მე–3 ჯგუფი – ვალდებულებები სოციალური სტატუსის მქონე პირთათვის ვალების განულების პროგრამა ვრცელდება:

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოირების და/ან სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირების სესხებზე;

აღნიშნული პირების სია და კრიტერიუმები დაზუსტდება 15 დეკემბრამდე;


 

როდის მოხდება ვალების განულება?

 

განულების პროცესი დაიწყება 2018 წლის 15 დეკემბერს და დასრულდება 31 დეკემბრამდე. განულირების პროცესი ავტომატურია.

 

საჭიროა თუ არა მიმართვა, განცხადება ვალების განულების პროგრამაში ჩართვაზე?

 

მომხმარებელი განულების პროგრამაში ერთვება ავტომატურად, თუ აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს. მომხმარებლის ნების დაფიქსირება პროგრამაში ჩართვაზე საჭირო არ არის.

 

როგორ ეცნობება მომხმარებელს ბანკის წინაშე ვალდებულებების განულების შესახებ?

 

31 დეკემბრის შემდეგ მომხმარებელს შეეძლება ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში აიღოს ცნობა დავალიანების შესახებ, რომელშიც ვალების განულებულ პროგრამაში მოხვედრილი ვალდებულება არ იქნება დაფიქსირებული.

 

განულდება თუ არა ვალდებულება სრულად, თუ ის მოხვდა ვალების განულების პროგრამაში?

 

დიახ, არსებული ვალდებულება სრულად განულდება.

 

დარჩება თუ არა მომხმარებლი კრედიტინფოს ე.წ. შავ სიაში?

 

კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში დაფიქსირდება ვალდებულების შესახებ ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს ბანკის წინაშე, შესაბამისი ვალდებულება გაუნულდება.

 

შეზღუდულია თუ არა მომხმარებლის ასაკი ვალების განულების პროცესში?

 

ასაკი შეზღუდული არ არის. პროგრამაში მოხვდება ნებისმიერი მომხმარებელი რომლის ვალდებულება აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს.

 

როგორ შეიძლება მომხმარებელმა გადაამოწმოს კრედიტინფოს სტატუსი?

 

მომხმარებელმა სტატუსის გადასამოწმებლად უნდა მიმართოს კრედიტინფოს.

 

შეეხება თუ არა ვალების განულების პროგრამა ისეთ ვალდებულებებს, რომელიც არ არის ხანდაზმული და მომხმარებელმა 2018 წლის 19 ნოემბრის შემდეგ შეამცირა სესხის ძირი თანხა 2000 ლარამდე?

 

განულების პროგრამა ასეთ ვალდებულებებს არ შეეხება.

 

შეეხება თუ არა ვალების განულების პროგრამა ისეთ ვალდებულებებს, რომლის თანხა აღემატება 2000 ლარს?

 

ვალების განულების პროგრამა შეეხება იმ შემთხვევაში თუ ეს ვალდეებულება მე–2 ჯგუფის კატეგორიაშია. სხვა შემთხვევაში პროგრამა არ შეეხება.

 

იგულისხმება თუ არა 2000 ლარიან ლიმიტში ვალდებულების ჯამური მოცულობა?

 

პირველი ჯგუფის შემთხვევაში პროგრამა ვრცელდება თითოეულ ვალდებულებაზე და არა მათ ჯამურ მოცემულობაზე, რომელთა მიმდინარე თანხის ძირი არ აღემატება 2000 ლარს. მე–2 ჯგუფის შემთხვევაში, პროგრამა ვრცელდება ვალდებულების ტიპისა და თანხის მოცულობის მიუხედავად.

 

შეეხება თუ არა ვალდებულების განულების პროგრამა ისეთ ვალდებულებებს, რომლებზეც რამდენიმე თანამსესხებელია და ვალდებულების ძირი არ აღემატება 2000 ლარს?

 

პირველი ჯგუფის შემთხვევაში ვალების განულების პროგრამა არ შეეხებათ; მე–2 ჯგუფის შემთხვევაში – შეეხებათ.

 

ვალების განულების პროგრამის ფარგლებში მოეხსნება თუ არა ვალდებულება თავდებს?

 

თუ ვალდებულება მოხვდა ვალების განულების პროგრამაში, ავტომატურად მოხდება თავდებობის მოხსნა.

 

შეეხება თუ არა ვალების განულების პროგრამა ვალდებულებებს რომლებზეც მიმდინარეობს სასამართლო დავა?

 

თუ ვალდებულება ხვდება ვალების განულების პროგრამის პირველი ჯგუფის კატეგორიაში, ბანკი მოახდენს სარჩელის დაკორექტირებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკი აღარ მოითხოვს ვალდებულების დაფარვას ფიზიკური პირისგან;

 

შეეხება თუ არა განულების პროგრამა აღსრულებაზე გადაცემულ ვალდებულებებს?

 

დიახ შეეხება და აღსრულების პროცესი შეწყდება.

 

შეეხება თუ არა განულების პროგრამა თუ მომხმარებელს აქვს ინკასო/ყადაღა?

 

დიახ, შეეხება

 

რა შეიძლება მოიმოქმედოს მომხმარებელმა, რომელსაც აქვს მიმდინარე ვადაგადაცილება, მაგრამ არ ხვდება ვალების განულების პროგრამაში?

 

მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ რო, ვალების განულების პროგრამას აქვს ერთჯერადი ხასიათი, თითოეული მომხმარებელი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მომხმარებლებს შეუძლიათ სტანდარტულად მიმართონ ბანკს ვალდებულების რესტრუქტურიზაცია/გადანაწილების თხოვნით.

 

სად იღებს ინფორმაციას მომხმარებელი განულების პროგრამის შესახებ?

 

ვალების განულების პროგრამის შესახებ მომხმარებელმა უნდა მიმართოს მომსახურე ფინანსურ ინსტიტუტს.






საქართველოს კაპიტალმა შესაძლოა კომპანია ყაზბეგი იყიდოს

საქართველოს კაპიტალმა შესაძლოა კომპანია  ყაზბეგი იყიდოს
access_time2018-12-11 16:35:56
ქართულ ბაზარზე ლუდის ორი მსხვილი კომპანია ერთიანდება. Marketer.ge -ს ინფორმაციით, „აისის“ მწარმოებელი Global Beer Georgia (საქართველოს კაპიტალი) კომპანია „ყაზბეგს“ ყიდულობს. აღნიშნულზე, „აისის“ წარმომადგენლები, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ. ლუდს „აისი“, კავკასიაში Heineken-ის ლიცენზირებული პარტნიორი კომპანია Global Beer Georgia 2017 წლის ზაფხულიდან...

ვახტანგ ბუცხრიკიძე: საბანკო სექტორზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის გავრცელება შეცდომა იქნება

 ვახტანგ ბუცხრიკიძე: საბანკო სექტორზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის გავრცელება შეცდომა იქნება
access_time2018-12-11 16:50:49
სადაზღვევო კომპანიების და დაზღვევის ბროკერების იმერ გავრცელებულ განცხადებას, საბანკო სექტორის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით,  „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ უპასუხა.   „არ ვეთანხმები ამ მიდგომას, რადგან ჩვენი კომპანია სულ ორი წელია, რაც ბაზარზეა და საუკეთესოა. პირველ რიგში, განმასხვავებელი არის ის, რომ ჩემი აზრით, საუკეთესო მომსახურების კომპანიაა. კომპანიამ თავისი პროდუქტებითა და მომსახურების ხარისხით...

სადაზღვევო ინდუსტრიის საგანგებო განცხადება საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად

სადაზღვევო ინდუსტრიის საგანგებო განცხადება საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად
access_time2018-12-11 15:55:25
 სადაზღვევო კომპანიებმა და დაზღვევის ბროკერებმა საბანკო სექტორის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით  საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდეს. ინდუსტრიის წარმომადფგენლებმა ამ თემაზე საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. კომერსანტი სადაზღვევო ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: მოგეხსენებათ, განვითარებული და პროგრესზე ორიენტირებული სადაზღვევო სექტორის...

„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა და ქართული „ამაზონის“ შექმნას გეგმავს

„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა და ქართული „ამაზონის“ შექმნას გეგმავს
access_time2018-12-11 13:55:00
„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. Swoop-ის ბაზაზე „თიბისი ჯგუფი“ ელექტრონული კომერციის განვითარებას იწყებს. ციფრულ სავაჭრო პლატფორმა Vendoo-ზე მეწარმეებს პროდუქციის მიწოდება, მომხმარებლებს კი, მისი შეძენა შეეძლებათ. „გვაქვს ამბიცია, გავაკეთოთ ქართული ამაზონი“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მეტრა დეველოპმენტის მობინადრეები „მეტრას“ წინააღმდეგ ერთიანდებიან

მეტრა დეველოპმენტის მობინადრეები „მეტრას“ წინააღმდეგ ერთიანდებიან
access_time2018-12-11 13:00:00
თბილისში, ბაგებში, ე.წ. „მეტრა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსის მაცხოვრებლები აგრძელებენ პროტესტის გამოხატვას და შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ 2018 წლის თებერვლიდან მოყოლებული მათ არაერთგზის მიმართვას თბილისის მერიის სამსახურებისადმი, რეაგირება არ მოჰყოლია. მობინადრეები ცდილობდნენ მერის და სათანადო სამსახურების ყურამდე მიეტანათ საკუთარი პოზიცია, სამართლიანი პროტესტი, შეშფოთება და გულისწყრომა, რომელიც დეველოპერული კომპანია „მეტრა...


მსგავსი სიახლეები

up