დესტრუქციული რუსეთი და მორიგი ჩიხი ურთიერთობებში

დესტრუქციული რუსეთი და მორიგი ჩიხი ურთიერთობებში

access_time2018-03-29 11:09:05

რუსეთის დესტრუქციულობის ფონზე ჩიხში შესული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი, უშედეგოდ დასრულდა. არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი დოკუმენტი - ეს იყო დისკუსიის მთავარი თემები, თუმცა როგორც ქართული მხარე აცხადებს, რუსეთის და საოუკუპაციო რეჟიმის მხრიდან ორივე ამ საკითხთან დაკავშირებით უშინაარსო და დესტრუქციული დამოკიდებულება გამოიკვეთა.

 

რატომ ვერ შედგა შეთანხმება და რატომ ვერ დამტკიცდა განცხადება ჟენევის პროცესის 43-ე რაუნდზე?

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით, ჟენევის პროცესის მონაწილე მხარეებს განსხვავებული მიდგომები აქვთ ამ განცხადების ტექსტისადმი და პროცესს აფერხებს როგორც სტატუსთან, ასევე 2008 წელს გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, როგორც კარასინმა რუსულენოვან მედიას განუცხადა, რუსეთის მხარე ხედავს ჟენევის ფორმატის რეფორმირების საჭიროებას. „ჩვენ მოვილაპარაკეთ, აქ შევხვდეთ ივნისში და შესაძლოა, ვიფიქროთ, როგორ განვახორციელოთ ჟენევის დისკუსიების ფორმატი, რათა შევწყვიტოთ რაღაც ტექსტის განხილვა და ვისაუბროთ რაღაც ერთობლივ პროექტებსა და მოქმედებათა გეგმებზე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის", - განაცხადა კარასინმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

 

ჟენევის მოლაპარაკებების შედეგებზე, გვიან ღამით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა. „საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ 9 მარტს გაკეთებული იმედის მომცემი განცხადებების საპირისპიროდ, ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესთან დაკავშირებით, თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა გადააქციეს პროპაგანდისტულ აქციად",- აცხადებენ მოსკოვში. საგარეო უწყების შეფასებით, ქართული მხარის წარმომადგენლებმა თავისი გამოსვლები ააგეს გახუნებულ თეზისზე „რუსული ოკუპაციის" შესახებ. „ქართული მხარე კვლავაც შეეცადა რუსეთისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა საკუთარ უუნარობაზე, დაარეგულიროს ურთიერთობა სოხუმთან და ცხინვალთან", - აცხადებენ ლავროვის უწყებაში.

 


ჟენევაში შეხვედრების დაწყებამდეც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ განმარტა, რომ ძალის არგამოყენების ვალდებულებებთან დაკავშირებით თბილისის მიზანი უცვლელად დარჩება და ქართული მხარე არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებდა. მიზეზი კი ასეთია, რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. კრემლის მიზანია, რომ ძალის არგამოყენების შეთანხმება საქართველომ გააფორმოს მოსკოვის მიერ ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. რაც ქართული მხარისთვის კატეგორიულად მიუღებელია, თბილისის მტკიცე პოზიციაა, რომ რუსეთმა უნდა დაადასტუროს თავისი ვალდებულება საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით.

 

„ძალის არგამოყენების თაობაზე, რუსეთმა ყველანაირად თავი აარიდა კონსტრუქციულ მსჯელობას და ეს გააკეთა იმიტომ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც დამყარებულია ჟენევის მოლაპარაკებები ანუ ცეცლხის შეწყვეტის შესახებ ის შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 2008 წლის 12 აგვისტოს და რომელიც მოხერხდა ევროკავშირის მედიატორობით. ყოველივე ამის შემდეგ რთული იყო საგნობრივი მსჯელობა ერთიან განცხდებასთან დაკავშირებით, ასე რომ, ამ რაუნდზე წინ ვერაფრით წავიწიეთ", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ.

 

კარასინის ინფორმაციას კი, თითქოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი შეიცვლება, სადაც რუსეთი არა მოპასუხე, არამედ მომლაპარაკებელი მხარე იქნება, ქართული მხარე სიცრუეს უწოდებს. „მოლაპარაკებების ფორმატი მთლიანად პასუხობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ
იმ გამოწვევებს და საჭიროებებს და ჟენევის მოლაპარაკებებს სარეფორმო არაფერი სჭირს - ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია.

 

რაც ეხება ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს. რუსეთი აგრძელებს მცდელობას ჩამოიშოროს პასუხისმგებლობა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებების დროს ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის საქმის დისკუსიის ცენტრში მოქცევას შეეცადა და საქართველოს მოქალაქის სიკვდილში რუსეთიც დაადანაშაულა, ეს კი მიუღებელია.
საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნავენ, რომ დისკუსიაზე ქართულმა მხარემ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას არ შეუქმნას დაბრკოლება დაწყებულ გამოძიებას.

 

 

 

 

 



ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ

ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ
access_time2020-08-15 19:23:51
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე...

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს
access_time2020-08-15 18:00:43
ქალის ტანსაცმლის ბრიტანული ბრენდი Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბრენდის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება კრიზისთან კავშირში არ არის.„Wallis-ი წარმოადგენს Arcadia Group-ს და ჩვენმა კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვიტა თანამშრომლობა ამ ჯგუფთან. არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც ვართ წარმოდგენილები, ეტაპობრივად დავხურეთ ამ ჯგუფში...

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს
access_time2020-08-15 15:00:15
კომპანია “ჰაუსი” ყიდის ჭკვიან სახლებს, რომლებსაც გააჩნიათ დაცვა ვირუსებისგან. “ჰაუსის” სახლები იყიდება მზა, სრულიად კეთილმოწყობილი, მზის ენერგიის გამოყენებისა და წყლის გადამუშავების ტექნოლოგიით. არ სჭირდება არც სპეცილიზირებული საძირკვლები, არც ინსტალაციის პროცესები. კომპანია ირწმუნება, რომ სახლი შესაძლოა დაიდგას ნებისმიერ ბრტყელ მიწის ზედაპირზე. სახლი შედგება შუშისა და გლუვი თეთრი...

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა....

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?
access_time2020-08-15 14:00:57
  „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავენ. რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები? რამდენი პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში? ვის როგორი შანსები აქვს ამ ეტაპისთვის?   „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა...


მსგავსი სიახლეები

up