დერიპასკა დავოსიდან რუსეთის ხელისუფლებას რუბლის კურსის გამო აკრიტიკებს

დერიპასკა დავოსიდან რუსეთის ხელისუფლებას რუბლის კურსის გამო აკრიტიკებს

access_time2016-01-21 10:09:48

„რუსალის“ პრეზიდენტი ოლეგ დერიპასკა რუსეთის ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს. ამ შინაარსის განცხადება ბიზნესმენმა დავოსში, რუბლის კურსის ვარდნის კომენტარისას გააკეთა ტელეარხ „როსია24“–თან ინტერვიუში.

 

„ჩემი აზრით, 80 კურსით უკვე საკმარისად ბევრია ნათქვამი ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაზე. იგი ნათელია – არაფრის კეთება,“– განაცხადა დერიპასკამ.

 

მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში ყველაფერი დამოკიდებულია თავად სამრეწველო საწარმოებზე. 

 

„ჩვენ დამოუკიდებლად უნდა ვეძიოთ ახალი ნიშები ბაზრებზე, ვესაუბროთ ჩვენს კლიენტებს, მოვიზიდოთ ახალი პარტნიორები, რომლებიც შეძლებენ ჩვენი მასალების გამოყენებას,“ – განაცხადა „რუსალის“ ხელმძღვანელმა.



„ერთადერთი ეფექტი, რომელსაც დევალვაცია ქმნის – ექსპორტზე გასვლის შესაძლებლობაა, თუმცა უკვე არა ნედლეულით (ნედლეული ძალიან ბევრია და ჩვენ მხოლოდ ფასების ვარდნის პროვოცირებას მოვახდენთ), არამედ ღრმა გადამუშავების პროდუქტებით,“ – განაცხადა დერიპასკამ.

 

20 იანვარს მოსკოვის ბირჟაზე რუბლმა 2014 წლის რეკორდი მოხსნა და 81 რუბლს გადააჭარბა, ევროს ღირებულება კი 89 რუბლი გახდა. 

 

სავალუტო ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ბანკირებმა მარეგულირებელს სასწრაფო მხარდაჭერა სთხოვეს. 

 

ნავთობის კოტირებებისა და რუბლის კურსის ვარდნა გაძლიერდა ირანისთვის ევროპული და ამერიკული სანქციების მოხსნის შემდეგ. 


 



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up