Der Tagesspiegel: ბინძური და სისხლიანი რუსული გაზი

Der Tagesspiegel: ბინძური და სისხლიანი რუსული გაზი

access_time2020-09-14 19:00:21

მოვიდა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს დამარხვის დრო. ეს პროექტი არავის არ სჭირდება, ხარჯები იზრდება, ხოლო გაზის მოხმარება ევროპაში მცირდება. ამ გაზსადენის პროექტი - ღრმა წარსულის გადმონაშთია. ის არავის სჭირდება. იმედები, რომ ენერგეტიკული თანამშრომლობის წყალობით რუსეთი უფრო მშვიდობიანი და პროგნოზირებადი გახდება - არ გამართლდა. პუტინთან ეკონომიკური თანამშრომლობის პოლიტიკური უკუჩვენებები ყოველდღიურად იზრდება.


ჩრდილოეთ ნაკადის“ მშენებლობა 2005 წელს გადაწყდა იმ გათვლების საფუძველზე, რომ ევროპაში და კერძოდ გერმანიაში გაზის მოხმარება გაიზრდებოდა. თუმცა, რეალურად სულ სხვანაირად მოხდა, გაზის მოხმარება არათუ არ იზრდება, არამედ მცირდება. სწორედ იმ პერიოდში პუტინის რეჟიმი სხვა ქვეყნების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა.


ნავთობდოლარები მისი შემოსავლების ძირითადი წყაროა. ამ ფულის დიდ ნაწილს შეიარაღებაში აბანდებს, სხვა ქვეყნებს თავს ესხმის, ახალ ატომურ რაკეტებს ქმნის, რომელიც ევროპაზეა დამიზნული.


როდესაც ჟურნალისტები, მაგალითად ანა პოლიტკოვსკაია, ან ოპოზიციონერები, როგორც ბორის ნემცოვი და ალექსეი ნავალნი, მთავრობის წევრების კორუფციულ მაქინაციებზე ხმამაღლა საუბრობენ - ისინი ან კვდებიან, ამ საკუთარ ცხოვრებას რისკის ქვეშ აყენებენ.



ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რუსული გაზი ბევრად უფრო სისხლიანი და ბინძურია, ვიდრე არაბული. თანაც ეკოლოგიური თვალსაზრისით ის სულაც არაა ფიკალის გაზზე სუფთა - მაშინ, როდესაც ფიკალის გაზს ბევრი ეკოლოგიური ორგანიზაცია ებრძვის.


გაზსადენის დამცველები ამბობენ, რომ მის გარეშე ევროპის გაზზე მოთხოვნის დაკმაყოფილება გაჭირდება, რომ ფასები გაიზრდება, ხოლო გერმანიის მთავრობას პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში მრავალმილიარდიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.


თუმცა, არის კი ეს მართლაც ასე? სულ არაა აუცილებელი პროექტზე ოფიციალურად უარის თქმა, საკმარისია მის მხარდაჭერაზე უარის თქმა.


ევროპის გაზის ბაზარი გაჯერებულია. რატომ გაიზრდება ფასები, თუ მოთხოვნა არ გაიზრდება? 10-15 წლის შემდეგ ევროპა ალტერნატიულ ენერგიაზე გადავა და შესაბამისად, გაზზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდება.


სულ არაა აუცილებელი რუსული გაზის იმპორტის სრული შეწყვეტა საკმარისია მხოლოდ მისი შემცირდება. თუ ნავთობდოლარების ნაკადი პუტინის ყულაბაში შემცირდება - ეს ევროპაში და მსოფლიოში მშვიდობას ძალიან წაადგება.



თენგიზ აბლოთია

Der Tagesspiege




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up