Der Standard: დისტანციური მუშაობა ბუნებას აზიანებს

Der Standard: დისტანციური მუშაობა ბუნებას აზიანებს

access_time2020-08-23 18:30:50



ოფისების ნაცვლად სახლებიდან მუშაობა კლიმატის დაცვის იდეალურ საშუალებადაა მიჩნეული - ნაკლები ტრანსპორტი, ნაკლები მივლინებები..



თუმცა, ეს ასე მხოლოდ ერთი შეხედვითაა...

პანდემიის გამო მილიონობით ადამიანი ონლაინ-რეჟიმში გადავიდა - მივლინებები, მოხსენებები, კონსულტაციები - ეს ყველაფერი ან საერთოდ გაუქმდა, ან დისტანციურ ფორმატში გადავიდა.

ავიაგადაზიდვები, რომლებზეც СО2-ის ატმოსფეროში გამოყოფის 2% მოდის, 85%-ით შემცირდა. ეკოლოგები ზეიმობენ, და დარწმუნებულები არიან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ონლაინ-საქმიანობა შესაძლოა ერთგვარი პანაცეა გახდეს კლიმატისთვის.

მარგამ ყველაფერი ასე მარტივად არაა - ინტერნეტ-აქტიურობაც თავის ეკოლოგიურ კვალს ტოვებს.

კვლევითი ცენტრის The Shift Project-ის მონაცემებით, მხოლოდ ონლაინ-ვიდეოს ყურება წელიწადში 300 მლნ. ტონა СО2 გამოყოფს - ეს გლობალური დაბინძურების 1%.

პორნოსაიტების დათვალიერება ჰაერში იმდენივე СО2-ს გამოყოფს, რამდენსაც სრულფასოვანი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, მაგალითად, ბელგია.


ექსპერტების შეფასებით, 2025 წლისთვის ჰაერის დაბინძურებაში ციფრული ტექნოლოგიებს წილი 8%-ს მიაღწევს.

ელექტრონული წერილებიც ისეთი უწყინარი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს - ერთი ელექტრონულ წერილი 4 გრამ СО2-ს გამოყოფს.

დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის გამო ელექტრონული კომუნიკაციების მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა.

მარკეტინგული კომპანია Hubspot-ს მონაცემებით, ბრიტანულმა კომპანიებმა ელექტრონული ფოსტით 2% მეტ წერილს აგზავნიან, ვიდრე პანდემიამდე, ეს კი ეკობალანსზე უარყოფითად მოქმედებს.

გამოდის, რომ სახლის ოფისი მაინც და მაინც მწვანე არ ყოფილა.

პროგრამისტის ჯერი მაკგოვერნის თქმით, 1 საათიანი ონლაინ-თათბირი 250 დღის მანძილზე 3 კგ. СО2-ს გამოყოფს. ჩვეულებრივი აუდიოზარი ატმოსფეროში 8 გრამ СО2-ს უშვებს, ხოლოდ ვიდეოზარი - 1,1 კგ.-ს/

„სამუშაო სახლიდან კარგია, თუ ის ამცირებს ხანგძლივი მივლინებების რაოდენობას. მაგრამ თუ ამ დროს სახლში გათბობა ან კონდიციონერია ჩართული, და მთელი დღე კომპიუტერი მუშაობს - სახლიდან მუშაობა ეკოლოგიური თვალსაზრისით უარესია ვიდრე სახლიდან სამსახურში ყოველდღიურად სიარული“ - მიიჩნევს მკვლევარი ბერნარ ლი.

კონდიცირებაზე მსოფლიო ენერგეტიკის დანახარჯების 10% მოდის. თუ ადამიანები სახლიდან მუშაობას გააგრძელებენ - მოთხოვნა კონდიცირებაზეც გაიზრდება.

გამოდის მოჯადოებული წრე.

საბოლოო ჯამში, ეს ენერგოეფექტურობის საკითხია - თუ კომპიუტერები, მონაცემთა ბაზები, გათბობა, და კონდიცირება „ბინძურ’ ენერგიაზე მუშაობს დისტანციური მუშაობა ბუნებისთვის ისეთივე მავნე იქნება, როგორც ავიაგადაფრენები.

თეგები:
პანდემია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up