Der Spiegel: შვედეთმა მოხუცები გაწირა

Der Spiegel: შვედეთმა მოხუცები გაწირა

access_time2020-10-18 18:00:40

შვედეთში ეპიდემიის დაფიქსირების შემდეგ, ქვეყნის მოქალაქეთა უმეტესობა, როგორც ყოველთვის, თავს დაცულად გრძნობდა. განსაკუთრებული შვედური გზა კრიზისთან ბრძოლა განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე, ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა.თუმცა, ცოტა ხანში ვირუსმა მოხუცებულთა თავშესაფრები შეაღწია, სადაც ის სრულიად უკონტროლოდ ვრცელდებოდა. სიკვდილიანობა შვედეთში თითქმის 10-ჯერ მაღალია, ვიდრე მეზობელ დანიაში, ნორვეგიაში და ფინეთში.


დამოკიდებულება მოხუცებისადმი -ეს ცალკე თემაა, რომელიც მსოფლიო მას-მედიაში ნაკლებად შუქდება და საზოგადოებაში არსებულ ფასეულობებზე მეტყველებს.


სტოკჰოლმში კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორის ანდერს ფალნეს თქმით, მოხუცების გადარჩენა არავის არც უცდია და ეს მაშინ, როდესაც გარდაცვლილების ნათესავები ყვებიან, რომ ეს შესაძლებელი იყო. სტოკჰოლმელმა ექიმმა ბენგტ ჰილდებრადნმა 78 წლის მამა სიკვდილისგან ძლივს იხსნა.


„ექიმებმა მას მორფინი გამოუწერეს. ფაქტიურად ის გაწირეს. მე რომ არა, ის უხმაუროდ მოკვდებოდა“ - ამბობს ის.


78 წლის რიტა ჰესმენსაც მოხუცთა თავშესაფარში მორფინი დაუნიშნეს და ის გარდაიცვალა იმის გამო, რომ საავდმყოფოში თითქოს ადგილები არ იყო. თუმცა ჟურნალისტურმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ეს ტყუილი იყო - საავადმყოფოში რამდენიმე თავისუფალი ადგილი იყო.



ამას არც მთავრობა უარყოფდა, ეპიდემიის პიკზე შვედეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლენა ხალენგრენმა განაცხადა, რომ საავადმყოფოებში ბევრი თავისუფალი ადგილია, მისი გადასახედიდან ეს წარმატება და კარგი მენეჯმენტის მაჩვენებელი იყო. ეს არ იყო შემთხვევით წამოცდენა, ეს შვედეთის ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი იყო, რადგან ქვეყნის კლინიკებმა მიიღეს ინსტრუქციები, თუ ვისი გადარჩენა იქნება პრიორიტეტული ეპიდემიის ფართოდ გავრცელების შემთხევაში. ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ ასაკია, 60 წელზე ასაკოვანი ადამიანები, ვისაც მინიმუმ 2 დაავადება აწუხებთ, პრიორიტეტულად არ ითვლებიან.


თუმცა, შვედური საავადმყოფოები გადავსებული არ ყოფილა, ამიტომაც ამ ინსტრუქციის გამოყენება არ იყო აუცილებელი, მაგრამ ფაქტიურად, ნახევრად ცარიელ კლინიკებში მოხუცები არ შემოჰყავდათ და ისინი სასიკვდილოდ გაწირეს. ყველაფერი ჯერ კიდევ მოხუცთა თავშესაფრებში იწყებოდა, ინტენსიური მკურნალობის ნაცვლად, კორონავირუსით დაინფიცირებულებს პალიატიურ ზომებს უნიშნავდნენ. ფაქტიურად მათი გადარჩენა არავის უცდია.


საავადმყოფოებშიც კი, მათ სათანადო მკურნალობის იმედი არ ჰქონდათ, მოხუცები იხჩობოდნენ ვირუსისგან მაშინ, როდესაც გვერდით ოთახებში გამოუყენებელი ხელოვნური სუნთქვის აპარატები საკმარისი რაოდენობით იყო.


„ეს შვედური მენტალიტეტის ნაწილია, ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც პატივშია ახალგაზრდობა, ხოლო მოხუცებულობა სისუსტესთან და გონებრივ ჩამორჩენილობასთან ასოცირდება“, - ამბობს შვედი მწერალი მარკუს პრიფტისი.


ფასეულობათა საერთაშორისო მიმოხილვის თანახმად, შვედეთში იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ასაკოვან ადამიანებს ყველაზე ნაკლებად უფრთხილდებიან. გამოკითხულთა მხოლოდ 20% ამბობს, რომ მოხუცებს პატივს სცემს - ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.


კითხვა - „რამდენი ხანი უნდა იცოცხლონ მოხუცებმა?“ - მხოლოდ პანდემიის დროს არ დგას, ბოლოს და ბოლოს ჯანდაცვის და სადაზღვევო სისტემაშიც ასაკი რესურსების გამოყენების ერთ-ერთი კრიტერიუმია. არავის არ უნდა გაუკვირდეს ამგვარი მიდგომა, საკმარისია ნახოთ, შვედეთში 2020 წელს საკუთარ მოხუცებს როგორც ეპყრობოდნენ. უმეტესობა ამაში ალბათ შემაშფოთებელ შეცდომას და შემზარავ ჩრდილოურ სიცივეს დაინახავს.


Der Spiegel

თენგიზ აბლოთია


თეგები:
შვედეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up