Der Spiegel: შეზღუდვების შერბილების მიუხედავად რატომ მცირდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა?

Der Spiegel: შეზღუდვების შერბილების მიუხედავად რატომ მცირდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა?

access_time2020-06-03 20:00:43

მთელს მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში, კორონავირუსთან ბრძოლაში შემოღებული შეზღუდვების შერბილების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ამის მიუხედავად, დაინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება. ახალი რეალობის ერთ-ერთი კარგი მაგალითია გერმანია.რესტორნები, სავაჭრო ქუჩები  და პარკები სავსეა ადამიანებით, ვირუსის შეკავების მკაცრი ზომები წარსულს ჩაბარდა, თუმცა, ყოველდღე ახალი დაინფიცირების  შემთხვევები სულ უფრო და უფრო მცირე რაოდენობით ფიქსირდება.

 

შეზღუდვების მოხსნამდე ბევრი ექსპერტი შესაძლო გართულებებზე საუბრობდა, თუმცა, ნეგატიური პროგნოზები არ მართლდება. ბოლო პერიოდში რობერტ კოხის ინსტიტუტში ყოველდღიურად დაინფიცირების 200-300 შემთხვევა რეგისტრირდება  მაშინ, როდესაც აპრილში ეს მაჩვენებელი ზოგჯერ 6000-ს აღწევდა.

 

ასეთი დადებითი დინამიკა ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი შეუიარაღებელი თვალითაც  ჩანს - სუპერმარკეტებში, მაღაზიებში, თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველა პირბადით დადის.

 

ავტორიტეტულმა მეცნიერულმა ჟურნალნა Science-მა კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევა გამოაქვეყნა, რომლის  თანახმად, პანდემიის შეკავებაში ყველაზე წარმატებულები სწორედ ის ქვეყნები არიან, რომელთა მოსახლეობის დიდი ნაწილი პირბადეებს ატარებს.მკვლევართა აზრით, პირბადის სწორი ტარება უსიმპტომოდ დაავადებულების მიერ ვირუსის ძლიერ გავრცელებას აფერხებს.

 

ეპიდემიოლოგის და პოლიტიკოსის კარლ ლაუტერბახის აზრით, მცდარი აღმოჩნდა რობერტ კოხის ინსტიტუტის პოზიცია, რომელიც პანდემიის პირველ პერიოდში პირბადეების ტარებას უსარგებლოდ მიიჩნევდა.

 

კვლევამ დაადასტურა, რომ ხველების და დაცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები გაცილებით უფრო შორს გადაადგილდებიან, ვიდრე ეს თავიდან ითვლებოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაცია 2-მეტრიან გავრცელებაზე 1930-ანი წლების კვლევებს ეყრდნობა, დღეს კი უკვე ცნობილია, რომ ნაწილაკები არა 2, არამედ 6 მეტრზეც ვრცელდება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია პირბადეების ტარება - მიიჩნევს ის.

 

მეცნიერებაში ასევე სულ უფრო მეტად ხდება იმ ფაქტის აღიარება, რომ ინფექციის გავრცელებაში სითხის მიკრონაწილაკები, რომლებიც გამოიყოფა მათ შორის საუბრის დროს, ძალიან დიდ როლს თამაშობენ. თანაც, შენობაში დავირუსების ალბათობა თითქმის 20-ჯერ მაღალია, ვიდრე სუფთა ჰაერზე.


 

იმის გამო რომ თბილ სეზონზე ადამიანების სუფთა ჰაერზე გაცილებით მეტ დროს ატარებენ, ინფექციაც ნაკლებად ვრცელდება. პრობლემები შესაძლოა შემოდგომაზე დაიწყოს.  არაა გამორიცხული, რომ აცივებასთან ერთად, ინფიცირების მასშტაბიც გაიზარდოს - მიიჩნევს ლაუტერბახი.

 

დადებით გავლენა დაინფიცირების შემცირებას ასევე მოსახლეობის მიერ კორონავირუსის პრობლემის სერიოზულმა აღქმამაც მოახდინა.  ადამიანები თავად, მთავრობის გადაწყვეტილებებისგან დამოუკიდებლად, უსაფრთხოების ზომებს იღებდნენ  და სოციალურ დისტანციას იცავდნენ.

 

გემგოლცის ინსტიტუტის ვირუსოლოგის მელანი ბრინკმანის თქმით, დღესაც კი, როდესაც შეზღუდვები თითქმის მოხსნილია, ადამიანები მაინც ცდილობენ მაღაზიებში ნაკლების დრო გაატარონ და რესტორნებში დისტანცია დაიცვან.ეს დაინფიცირების შემთხვევების შემცირებას ხელს პირდაპირ უწყობს  - ამბობს ის.

 

მეცნიერები პანდემიის უკან დახევაში სახელმწიფოს მიერ შემოღებული შეზღუდვების როლსაც ერთხმად აღიარებენ.რომ არა ადრეული ინფორმირება, დიაგნოსტირება, ტესტირება და კარანტინის შემოღება, დღეს გერმანიაში 50 – 100 ათასით მეტი დაღუპული იქნებოდა - მიიჩნევს ბრინკმანი.

 

ასევე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ვირუსის გავრცელება დაავადებულთა მცირე რაოდენობიდან, ე.წ. „სუპერ-გამავრცელებებიდან“ იწყება.

 

ავსტრიული სამთო-სათხილამურო კურორტის იშგლის პრეცედენტი ადასტურებს, რომ ინფიცირებულები „სუპერგამავრცელებლები“ ადამიანთა დიდ რაოდენობასთან კონტაქტის და ხალხმრავალი ადგილებში ყოფნის შემდეგ ხდებიან. ამიტომაც, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მასობრივი ღონისძიებები დღესაც აკრძალულია.

 

„,მასშტაბური და ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარება სავარაუდოდ დაინფიცირებულების დიდ რაოდენობას გამოიწვევდა, და ჩვენ ამას სხვა ქვეყნების მაგალითზე ვხედავთ - მიიჩნევს ფრანკფურტის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი სანდრა ციზეკი.


ექსპერტების აზრით, დამაიმედებელი სტატისტიკა ყურადღების მოდუნების მიზეზი არ უნდა გახდეს.ციზეკის აზრით, მოვლენათა შემდგომი განვითარება ადამიანების მიერ პირბადეების ტარების წესის დაცვაზეა დამოკიდებული.იქნება თუ არა პანდემიის ახალი ტალღა, და  რამდენად ძლიერი იქნება ის, დამოკიდებულია ადამიანების ქცევაზე - ამბობენ ექსპერტები.

 

 წყარო: Der Spiegel

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up