Der Spiegel: რუსული კიბერშეტევა ასობით ობიექტს გერმანიაშიც შეეხო

Der Spiegel: რუსული კიბერშეტევა ასობით ობიექტს გერმანიაშიც შეეხო

access_time2021-03-27 20:00:51

შეტევა ამერიკულ მაღალტექნოლოგიურ კომპანია SolarWinds-ზე გერმანიასაც შეეხო, ეს საკითხი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაშიც განიხილებოდა.


ეს შეტევა ბოლო წლებში შპიონაჟის და კიბერშეტევების ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მაგალითად ითვლება. ჰაკერებმა სამიზმედ კომპანია SolarWinds აირჩიეს, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას მრავალ დარგში ამუშავებს და აწარმოებს. მის კლიენტებს შორის მთელს მსოფლიოში საჯარო უწყებები და კერძო კორპორაციებია.


ბოროტმოქმედებმა პროგრამულ უზრუნველყოფაში მავნე განახლება ჩატვირთეს, რის გამოც SolarWinds-ის კლიენტების საიტებზე უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი ხვრელები წარმოიქმნა.


შესაბამისად, ჰაკერებს თვეების მანძილზე სხვადასხვა ობიექტების დახურულ, შიდა ინფორმაციასთან სრულიად თავისუფალი წვდომა ჰქონდათ და ეს მოცემულობა არა რამდენიმე საათი ან თუნდაც დღე, არამედ რამდენიმე თვე გრძელდებოდა.


ამ ოპერაციის სირთულე ნათლად მეტყველებს სახელმწიფოს ჩარევაზე. შეტევის ობიექტებს შორის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, თითქმის ყველა მხსვილი საჯარო სტრუქტურა, რამდენიმე მსხვილი კორპორაცია, მაგალითად, Microsoft აღმოჩნდა.



გერმანიაში ჰაკერებმა სხვა ობიექტებთან ერთად პოლიციის ფედერალურ სამსახურში და რობერტ კოხის კვლევითი ინსტიტუტის შიდა ქსელში შეაღწიეს. თუმცა, დეკემბრის შემდეგ, როდესაც შეტევა აღმოჩენილ იქნა, დაზარალებული ობიექტების ჩამონათვალმა 300-ს გადააჭარბა.


იყო თუ არა მათი ინფორმაცია ჰაკერებისთვის ხელმისაწვდომი - ამ ეტაპზე უცნობია. თავისთავად ხვრელის არსებობა არ ნიშნავს, რომ მონაცემები მაინც და მაინც მოიპარეს. თანაც ცნობილია, რომ შეტევა 2 ეტაპიდან შედგებოდა და დღეისთვის გერმანიაში 300 დაზარალებული ობიექტიდან მხოლოდ 13-მა განაცხადა, რომ მეორე ეტაპის მსხვერპლი გახდა.


მთავრობა ასევე არ ასახელებს იმ 300 დაზარალებული ობიექტის ვინაობას, ცნობილია მხოლოდ უკვე ხსენებული პოლიციის სამმართველო და კოხის ინსტიტუტი, დანარჩენებზე არავითარი ინფორმაცია არ ვრცელდება.


ვინ დგას SolarWinds-ზე შეტევის უკან - ჯერ უცნობია, თუმცა, კიბერუსაფრთხოების დარგში სპეციალისტებმა რუსეთში მიმავალი კვალი აღმოაჩინეს. ჰაკერების ხელწერა ძალიან ჰგავს ჰაკერული ჯგუფის Turla-ს, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების ბრძანებებს ასრულებს.


აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს და გამოძიებათა ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, შეტევის მიზანი ქსელების შიგნით შპიონაჟი და ინფორმაციის შეგროვება იყო.


გამომდინარე იქედან, რომ შეტევა პირდაპირ გერმანიასაც შეეხო, ეს საკითხი ბერლინშიც, კანცლერის ადმინისტრაციაში განიხილებოდა.


აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ შეტევის გამო რუსეთის წინაამღდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს, თუმცა, გერმანიის მთავრობა ჯერ თავის პოზიციას ამ საკითხზე საჯაროდ არ გამოხატავს.


Spiegel.de

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up