Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში

access_time2020-03-29 15:00:11

კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლაში ევროპული სოლიდარობა თითქმის არ ჩანს და ამ ნიშას სწრაფად ავსებენ რუსეთი და ჩინეთი -  ყველაფერთან ერთად ისინი იღებენ ამით დიდ პროპაგანდისტულ სარგებელს.

ათობით ათასი დაინფიცირებული, ათასობით გარდაცვლილია, შოკისმომგვრელი ციფრები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდება, კოლაფსის მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემა - ეს არის დღევანდელი იტალია, რომელსაც შექმნილ ვითარებაში გამოადგება ნებისმიერი დახმარება.

და ის მას იღებს - რუსეთისგან  - 9 სამხედრო თვითმფრინავი პირბადეებით, ხელოვნური სუნთქვის აპარატებით, სამედიცინო მასალებით, ათობით ექიმით  - და ამავე დროს პიარი ფართო აუდიტორიისთვის - რუსული დროშების ფრიალი და სატვირთო მანქანების დემონსტრაციული გადაადგილება მთელი ჩრდილოეთ იტალიის ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ევროპელ მეგობრებს, ბოლო თვეების მანძილზე იტალია აშკარად გრძნობდა თავს მიტოვებულად  - ჯერ კიდეც თებერვლის ბოლოს ქვეყნის ხელისუფლება ითხოვდა პირბადეებს, ევროკომისია კი მოუწოდებდა ყველას იტალიაში სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებისკენ.

„სამწუხაროდ, არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ არ მოახდინა რეაგირება ამ მოწოდებაზე და თხოვნეზე“ - განაცხადა იტალიის წარმომადგენელმა ევროკავშირში მაურიციო მასარიმ.

იმ დღეებში მხოლოდ ერთმა ქვეყანამ გაიგონა იტალიის ხმა - ჩინეთმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში რომის აეროპორტში დაეშვა სატვირთო თვითმფრინავი სამედიცინო დახმარებით და ექსპერტებით.

„რუსეთმა და ჩინეთმა გამოიყენეს თავიანთ ინტერესებში კორონავირუსთან მიმართებაში ევროპელების მიერ დაშვებული შეცდომები. მაგალითად, ის, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრმა-ქვეყანამ აკრძალა სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტი“  - განაცხადა რომის  საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტურის ექსპერტმა ნატალი ტოჩიმ.

მისი თქმით, ამან შესაძლოა გააღვივოს იტალიაში ევროსკეპტიციზმი, რომელიც გამოვლინდა ევროს კრიზისის დროს, და საიმიგრაციო საკითხების ირგვლივ.


მაშინ, როდესაც ევროპა გახდა კორონა-კრიზისის ეპიცენტრი, ჩინეთში და რუსეთში სიტუაცია გამოიყურება სხვაგვარად - ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური მონაცემებით. კერძოდ, ჩინეთში ბოლო დროს დაფიქსირდა კორონავირუსით დაავადების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, ისიც იყო დაკავშირებული ქვეყანაში ჩასულ უცხოელებთან.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, რუსეთში დაფიქსირდა ვირუსით დაინფიცირების მხოლოდ 500 შემთხვევა, თუმცა, ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ ამ ციფრის სიზუსტეში და სანდოობაში.

ეს აძლევს ორივე ქვეყანას სოლიდარული ქველმოქმედების როლის მორგების კარგ საშუალებას.

კრიტიკოსები ეჭვობენ, რომ მოსკოვს აქვს სხვა მიზნებიც, კორონა-კრიზისის ფარგლებს მიღმა - მისმა ასეთმა ქმედებებმა უნდა შეუწყოს საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებას და ყირიმის ანექსიის გამო 2014 წელს შემოღებულ ი საერთაშორისო სანქციების გაუქმებას.

ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ქვეყანას ექიმებით და აღჭურვილობით - ამ პიარ-კამპანიაში მეორე პლანზე გადადის ის ფაქტი, რომ ოფიციალური პეკინი კვირების მანძილზე მალავდნენ ვირუსისგან მომავალ საფრთხეს, რამაც შეუწყო ხელი მის გლობალურ გავრცელებას.

გარდა ამისა, ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა წამოაყენეს კონსპიროლოგიური თეორია, თითქოს კორონავირუსი იყო დამუშავებული ამერიკული ჯარის მიერ, და შემოტანილი უხანში.

თუმცა, რა უხეშიც არ უნდა იყოს ეს პროპაგანდა, მას შეუძლია ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა - აქტიურად მოქმედი ჩინელები და რუსები, რომლებიც ეხმარებიან გაჭირვებაში მყოფ ქვეყნებს, და პასიური, მერყევი, და არასანდო ევროპელები, ექსპორტის შეზღუდვებით და დაკეტილი საზღვრებით.

სადღეისოდ ევროპა აგებს პიარ-ომს. საშუალოვადიან პერსპექტივაში ამას შეუძლია ცვლილებების გამოწვევა პოლიტიკაშიც - იტალიის შემობრუნება მოსკოვის და პეკინისკენ ხდება იმიტომ, რომ ევროკავშირმა, და მასში შემავალმა ქვეყნებმა გამოავლინეს შექმნილ სიტუაციაში შეზღუდული სანდოობა.

იტალიის მიმართვა ჩინეთის და რუსეთისამდე ფაქტიურად იწვევს კონტაქტებს სამხედროებს შორის, რადგანაც ტვირთების ტრანსპორტირება ხდება სამხედრო თვითმფრინავებით. ასევე იზრდება მოსკოვის და პეკინის გავლენა სამედიცინო მასალების მიწოდებაზე და ჯანდაცვის პოლიტიკაზე,

სავარაუდოდ, ცოტა ხანში, კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერების შემდეგ, ნატოს და ევროკავშირის შიგნით მოსალოდნელია ევროკავშირის და ნატოს ფარგლებში დებატების გააქტიურება რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობების საკითხში.



თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up