Der Spiegel: როგორ ემალებიან ვირუსს მდიდრები?

Der Spiegel: როგორ ემალებიან ვირუსს მდიდრები?

access_time2020-03-16 20:00:11

კერძო თვითმფრინავები, იახტები, საკუთარი დახურული განყოფილებები საავადმყოფოებში - კორონავირუსის გავრცელების შიშით, ზოგიერთი მდიდარი ადამიანი იყენებს ისეთ საშუალებებს, რომლებიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის  წარმოუგენელია.

 

მსოფლიოს მასშტაბით   120 000 ადამიანი  დაავადდა ახალი ვირუსით, მათ შორის 4200-ზე მეტი დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსი  მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.გავრცელების პროცესში ვირუსი ვერ ხედავს განსხვავებას სოციალურ ფენებს შორის, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეპიდემიის წინაშე ყველა თანასწორია. ზოგიერთი მდიდარი ადამიანი იყენებს ისეთ საშუალებებს, რომლებიც წარმოუდგენელია მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის.

 

კერძო თვითმფრინავები, როგორც ევაკუაციის საშუალება.

 

მსოფლიოში ძალიან ცოტაა ადგილები, სადაც ადამიანთა კონცენტრაცია ისეთივე დიდია, როგორც აეროპორტებში. ასევე თვითმფრინავებში ადამიანების  ერთმანეთთან ძალიან ახლოს სხედან.

 

თუმცა, არის ამის ყველაფრის თავიდან არიდების საშუალება - ფრენა კერძო თვითმფრინავებით. ბოლო პერიოდში, ზოგიერთი იყენებს ამ შესაძლებლობას ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე აქამდე,

 

Insignia Group ახორციელებს კერძო ფრენებს მდიდარი კლიენტებისთვის.მისი დირექტორის რიჩარდ ლუისის თქმით, ბოლო კვირებში შეკვეთების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. პირველ რიგში, ეს  ხანგძლივ ფრენებს ეხება.

 

„მიზეზი ნათელია- მდიდრებს არ სურთ სხვებთან ერთად ყოფნა სალონში“- ამბობს ის.


 

ყველაფერს აქვს თავისი ფასი  - თვითმფრინავის Gulfstream IV-ის ქირა ნიუ-იორკიდან პარიზში გამგზავრებისთვის   140 000 დოლარი ღირს.კლიენტების მკვეთრი ზრდის შესახებ ასევე ლაპარაკობენ სხვა კომპანიებიც. პრესა ასევე წერს ე.წ. „საევაკუაციო“ რეისებზე ეპიდემიისგან ყველაზე დაზარალებული რეგიონებიდან.

 

პირველ ეტაპზე შეკვეთების დიდი ნაწილი  სამხრეთ-აღმოსავლეთის აზიის ქვეყნებზე მოდიოდა - ამბობს  კომპანია Private Fly-ს დირექტორი ადამ ტინდელი.

 

თუმცა, შემდეგ გეოგრაფია გაფართოვდა  და აზიას შეემატა ევროპა. სულ უფრო მეტი მილიონერი და მილიარდერი უკვეთავს კერძო ფრენებს იმისთვის, რომ აარიდოს თავი კონტაქტებს ათასობით ადამიანთან აეროპორტებში- ამბობს ის.

 

ასევე იზრდება მოთხოვნა იახტების და მიყრუებულ ადგილებში მდებარა ვილებზეც.მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, კერძო ფრენების ბაზარზე მომუშავე კომპანიებს ასევე აწუხებთ კორონავირუსის გავრცელება. დღევანდელი მოგება არის დროებითი, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში ეპიდემიას შეუძლია მათი ბიზნესის დანგრევა.


საკუთარი მისაღები განყოფილება საავადმყოფოში

 

სამედიცინო მომსახურეობის დარგშიც არსებობ ვიპ-კატეგორია.მაგალითად, კომპანია  Sollis Health ნიუ -იორკიდან, სთავაზობს კლიენტებს სამედიცინო „კონსიერჟ-სერვისს“. პროგრამაში მონაწილეობა  ოჯახზე 8000 დოლარი ღირს, მომსახურეობაში შედის პრივილეგირებული სამედიცინო სერვისი.

 

იმის შემდეგ, რაც აშშ-ში  ვირუსის გავრცელება დაიწყო, მოთხოვნა ელიტურ სამედიცინო სერვისზე საგრძნობლად გაიზარდა. პროგრამის ბენეფიციარები ეპიდემიის შიშის გამო შეიძინეს დიდი რაოდენობით გრიპის და პნევმონიის საწინაამღდეგო პრეპარატები და პირბადეები.

 

ასევე გაჩნდა სრულიად ახალი, აქამდე წარმოუდგენელი მოდა დიზაინერულ პირბადეებზე - მსახიობმა გვინეტ პელტროუმ თებერვლის ბოლოს გამოაქვეყნა ინსტაგრამში ფოტო, რომელზეც ის, Airinium-ს  შავი პირბადით მიემგზავრებოდა პარიზში, მოდის კვირეულზე.შედეგად, ამ ფირმის ყველა პირბადე უკვე გაიყიდა. ახალი პარტია  აპრილის ბოლოს გამოჩნდება.

 

პელტროუს ფოტოზე საზოგადოებრივი რეაქცია იყო ძირითადად უარყოფითი - „არავითარი სარგებელი, არავითარი პასუხისმგებლობა  და არავითარი ინფორმაცია“ - დააკომენტარა ჰოლივუდის ვარსკლავის სურათი ერთ-ერთმა ინტერნეტ-მომხმარებელმა.

 

წყარო: inosmi.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up