Der Spiegel: რკინიგზა ყირიმში - ინტეგრაციის კიდევ ერთი ნაბიჯი

Der Spiegel: რკინიგზა ყირიმში - ინტეგრაციის კიდევ ერთი ნაბიჯი

access_time2019-12-25 20:30:37

ვლადიმერ პუტინმა ყირიმის რუსეთში ინტეგრაციის გზაზე  კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა - სარკინგზო მიმოსვლის გახსნა უკრაინას შემდგარი ფაქტის წინაშე აყენებს.უკრაინის, ევროპის და აშშ-სთვის ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ არის საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა, კრემლი კი პირიქით მიიჩნევს.  


რუსეთის პრეზიდენტმა გახსნა სარკინიგზო მოძრაობა ხიდზე, რომელიც  ერთმანეთთან ტამანის ნახევარკუნძულს ყირიმთან  აკავშირებს. 2014 წელს უკრაინამ შეწყვიტა სარკინიგზო მიმოსვლა ანექსირებულ ტერიტორიასთან და გადაკეტა გზა რუსეთისთვის, რის გამოც ყირიმში ჩასვლა მატარებლით  შეუძლებელი იყო, დღეს კი ამის საშუალება ისევ გაჩნდა.რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ უკვე 6 წელი გავიდა   და მოსკოვი ნახევარკუნძულის ანექსიას მაინც  აგრძელებს.


ყირიმის ხიდი არის გიგანტური მშენებლობა ქერჩის სრუტეში, მისი სიგრძეა 19 კილომეტრი, ღირებულება - 3,3 მლრდ. ევრო. ის ააშენა კომპანია «Стройгазмонтаж»-მა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ბავშვობის მეგობარს,ძიუდოში ყოფილ სპარინგ-პარტნიორს, დღეს კი მილიარდერს არკადი როტენბერს ეკუთვნის.2018 წლის მაისში ხიდზე  საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა.


მშენებლობა  საერთაშორისო პროტესტების ფონზე მიმდინარეობდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მშენებლობა მიმდინარეობს უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე, რაც დაუშვებელია, ბრიტანეთის მთავრობამ, კი მშენებლობა როგორც რუსეთის სახიფათო საქციელის კიდევ ერთი გამოვლინება, ასე შეაფასა., ამ მრისხანე განცხადებების მიუხედავად, მშენებლობა გაგრძელდა და დასრულდა კიდეც.



უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ქვეყნის მოსახლეობას დაპირიდა , რომ დააბრუნებს ყირიმს, თუმცა, ეს მიზანი ძალიან არარეალისტურია.რუსეთი სწრაფი ტემპებით აგრძელებს ნახევარკუნძულის ინტეგრაციას რუსეთთან.


სარკინიგზო მოძრაობის გახსნა ამის ნათელი მაგალითია. მისი მეშვეობით ყირიმში  მეტი ტურისტი ჩავა, გაუმჯობესდება პირობები ბიზნესისთვის. 2020 წლიდან ხიდზე დაიწყება სატვირთო მატარებლების მოძრაობა. მოსკოვი ხდება სულ უფრო ახლო ყირიმელებისთვის, ხოლო კიევი - სულ უფრო შორი.


ყირიმის არ არის ქვეყნებს შორის კონფლიქტის ერთადერთი წერტილი, სადაც პუტინი ახორციელებს ზეწოლას უკრაინულ მხარეზე. ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტის არჩევიდან რამდენიმე დღეში პუტინმა დონბასში  რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო.მანამდე იყო რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც  პრორუსული სამხედრო ფორმირებების წევრებს პასპორტების მიღების საშუალებას აძლევდა. თუმცა, ზელენსკის არჩევის შემდეგ ამ დოკუმენტის მოქმედების არეალი გაფართოვდა - რუსეთის მოქალაქეობის  მიღება შეუძლია ყველას, ვინც 2014 წელს ცხოვრობდა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. ასევე იმათ, ვისაც ამჟამად  კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს.


უკრაინელები შიშობენ, რომ პასპორტიზაციით პუტინი არა მხოლოდ ძირს უთხრის მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტს, არამედ ქმნის სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას.ჯერ კიდევ 2008 წელს მოსკოვმა დაასაბუთა სამხედრო ოპერაცია საქართველოში იმით, რომ იქ ცხოვრობს რუსეთის ბევრი მოქალაქე. წლების მანძილზე მოსკოვი არიგებდა პასპორტებს საქათველოს ამბოხებულ რეგიონებში - ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.


თუმცა, პუტინის და ზელენსკის შეხვედრის დროს ერთ საკითხზე მოხვდა შეთანხება - საუბარია გაზზე.მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსული გაზი წავა ევროპაში უკრაინის გავლით, როგორც ეს იყო და არის ათწლეულების მანძილზე. 31 დეკემბერს მხარეები ოფიციალურად მოაწერენ ხელს 5-წლიან კონტრაქტს.


ამის მიუხედავად, უკრაინა მაინც ხედავს საფრთხეს.ამის მიზეზია გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, რომლის მეშვეობითაც რუსეთი აპირებს ევროპაში გაზის ექსპორტს უკრაინის გვერდის ავლით.ამერიკული სანქციების მიუხედავად, მოსკოვი მილსადენის მშენებლობის დასრულებას  აპირებს.თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთი მაინც ვერ იტყვის უარს უკრაინულ ტრანზიტზე, რადგანაც ევროპაში მოხმარების ყოველწლიური ზრდის პირობებში, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის სიმძლავრეები არ იქნება საკმარისი. შესაბამისად, რუსეთი კვლავ დარჩება უკრაინულ ტრანზიტზე დამოკიდებული.


წყარო: spiegel.de

თენგიზ აბლოთია




რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up