Der Spiegel: რა მოელის ბრიტანეთის 1-ელი იანვრიდან

Der Spiegel: რა მოელის ბრიტანეთის 1-ელი იანვრიდან

access_time2020-12-27 15:00:41

31 დეკემბერს ევროკავშირს და ბრიტანეთს შორის გარდამავალი პერიოდი დასრულდება და 1 იანვრიდან სამეფო ევროგაერთიანებიდან ოფიციალურად გავა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ბრექსიტის ერთ-ერთი იდეოლოგი ბორის ჯონსონი დღესაც მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გარეთ ყოფნა ბრიტანეთს „შესანიშნავ შესაძლებლობებს ჩუქნის“, თუმცა, მისი ოპტიმიზმისთვის ბოლო პერიოდში სულ უფრო ნაკლები საფუძველია.


ექს-პრემიერი ჯონ მეიჯორი მიიჩნევს, რომ ყველაფერი პირიქით იქნება, „მთელი ამ ჩხუბის, გინების, მუქარებს და ჩვენი ჯიუტობის გამო ბიზნესი ნაკლებად მომგებიანი იქნება, სამუშაო ადგილებს შემცირდება და მომავალში ჩვენ მეტი სიღარიბე გველის“.


მისი თქმით, ბრექსიტი გაცილებით უფრო ხისტი იქნება, ვიდრე ყველა მოელოდა. ეს მაშინაც კი, როდესაც მხარეები გასვლის წესებზე შეთანხმდნენ და არსებულ ვარიანტების შორის ყველაზე რბილი აირჩიეს. ბევრი ბრიტანელი უკვე დღეს ხვდება, რომ „თავისუფლებას ბრიუსელისგან“ თავისი, საკმაოდ მაღალი ფასი ექნება - ეს შესამჩნევი არა მხოლოდ სუპერმარკეტების დახლებზე იქნება, სადაც ასორტიმენტი მკვეთრად შეიცვლება.


ადრე თუ გვიან ისინი ცვლილებებს, მაგალითად, საფეხბურთო სტადიონებზე დაინახავენ, სადაც მოედნებზე ნაკლები უცხოელი და მეტი ბრიტანელი იქნება, ყველა ფეხბურთელს ევროპიდან სამეფოში ცხოვრების და მუშაობის უფლების აღება მოუწევს. ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეებისთვის კი, ვინც ჯერნაკლებად ცნობილია, ბიურორატიული პროცედურები შესაძლოა ზედმეტად რთული აღმოჩნდეს.


ბრიტანელებს, დიდი კულტურის მქონე ერს, ცვლილელები თეატრებში და კინოშიც კი ელის - ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ახალი ფილმი პრინცესა დიანაზე „სპენსერი“, შესაძლოა ბრიტანელი როიალისტების შეურაწმყოფელი აღმოჩნდეს - ერთ-ერთი სასახლის ასლი, სადაც ფილმის სიუჟეტი ვითარდება, გერმანიაში აშენდება. ეს იმიტომ, რომ საერთაშორისო კინოკომპანიებისთვის ბრექსიტის შემდეგ გაცილებით უფრო მარტივი და მომგებიანია სასახლის აშენება გერმანიაში, ვიდრე ფილმის გადაღება ინგლისში, უკვე არსებულ სასახლეში.


მეტიც, 11 წლის პრინც უილიამის როლს არაბრიტანელი ბიჭი შეასრულებს, საკასტინგო სააგენტოს ინფორმაციით, ამ როლის შემსრულებელს ევროკავშირის პასპორტი უნდა ჰქონდეს. მიზეზი - ევროკავშირის გამარტივებული რეგულაციები კინემატოგრაფისტებისთვის, ბრიტანეთთან მიმართებაში უკვე არ მოქმედებს.



თუმცა, ფეხბურთი და კინო არაა ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ბრიტანელებს ელის. პირველ რიგში დარტყმას სამეფოს ის მოქალაქეები მიიღებენ, ვინც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და მუშაობენ. 2021 წლის იანვარში მათი ბინადრობის უფლება ავტომატურად უქმდება. 


შეზღუდვები ასევე იმათაც შეეხება, ვისაც უძრავი ქონება, მაგალითად, ესპანეთში ან საბერძნეთში აქვს - მათ იქ ყოფნა წელიწადში მხოლოდ 6 თვის მანძილზე შეეძლებათ.


ბრიტანელი ტურისტებისთვის მოგზაურობის დროს დაზღვევაც მკვეთრად გაძვირდება - ევროკავშირი თავის მოქალაქეებს უცხოეთში გასვლის შემთვევაში დაზღვევას სრულად უნაზღაურებდა, თუმცა, 1 იანვრიდან ბრიტანელებს ეს უკვე არ ეხებათ.


ნეგატიური ცვლილებები ისეთ წვრილმანებს შეეხება, რომლებზეც დღეს არავინ არც ფიქრობს. მაგალითად, თევზის ექსპორტიორებს სპეციალური კონტეინერების 56 გრადუსზე გაშრობა მოუწევთ. დღეს ინგლისელი ექსპორტიორები ძირითადად ხის კონტეინერებს იყენებენ და მათ ახლების ანტისეპტიკურების შეძენა მოუწევთ. ასეთიკონტეინერები დეფიციტშია, შესაბამისად, ბრიტანელი ექსპორტიორების ამ ნორმის შესრულებისას ბერვ დროს დაკარგავენ. დრო კი, როგორც ცნობილია, ფულია.


ხორცის და თევზის ექსპორტიორებს ვეტერინარული სერტიფიკატების მიღება მოუწევთ. ერთი შეხედვით ძალიან რთული ამოცანა არაა, თუმცა, შორეულ რეგიონებში, სადაც მუშაობენ მეთევზეები და ფერმერები, ვეტერინარები ძალიან ცოტაა. გარდა ამისა, მათ ახალი საიმპორტო დეკლარაციებს შევსება მოუწევთ, რომლებიც პროცედურულად ძალიან რთულია, თანაც ძვირი.


დიდ პრობლემები ლოგისტიკურ კომპანიების ელის, რომლებსაც ახალი საბაჟო ფორმულარების შევსება მოუწევთ, ერთ-ერთმა კომპანიამ ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის დროსაც საჭირო საბუთებს ნახევარი არასწორად იქნა შევსებული. რეალურ ცხოვრებაში ეს ხარვეზები საზღვრებზე წარმოუდგენელ ქაოსს გამოიწვევდნენ.


მაშინაც კი, თუ ყველა საბუთი სწორად და დროულად გაფორმდა, ლონდონის იმპერიულმა კოლეჯმა დაითვალა - დღეში ბრიტანეთ-საფრანგეთის საზღვარს 10 000-მდე სატვირთო მანქანა კვეთს. პროცედურების მხოლოდ 2 წუთიანი შეყოვნება გამშვებ პუნქტებთან 50-კილომეტრიან რიგებს გამოიწვევს. ლონდონი უკვე დღეს ემზადება ამ სატრანსპორტო კოლაფსისთვის, მოსაზღვრე რეგიონში ათობით ახალი ტერმინალი და ავტოსადგომი შენდება.


ბრიტანეთის საგადასახადო სამსახურის ცნობით, მომავალში ევროკავშირში ექსპორტისთვის ბრიტანელ მეწარმეებს 270 მლნ. საბაჟო განაცხადის შევსება მოუწევთ, რისთვისაც საჭიროა 50 000 დამატებითი სპეციალისტი, რომელიც დღეს არარსებობს. ეს მხოლოდ მცირე, ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემების, რომლებიც ბრიტანელებს 1 იანვრიდან ელის. რეალობა გაცილებით უფრო მძიმე იქნება.


spiegel.ge

თენგიზ აბლოთია



თეგები:
ბრიტანეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up