Der Spiegel: ნავთობის ბაზარი - შოკი ჯერ მხოლოდ იწყება

Der Spiegel: ნავთობის ბაზარი - შოკი ჯერ მხოლოდ იწყება

access_time2020-04-23 20:00:01

ნავთობის ერთ-ერთი სახეობის ფასი ნულოვან ნიშნულს ჩამოსცდა - ეს არის სენსაცია, მაგრამ პირველ რიგში  ხანგძლივი და დამანგრეველი პროცესის დასაწყისი. შოკი ჯერ მხოლოდ იწყება.უარყოფითი რეკორდი პირველ რიგში, არის სპეკულაციური საპნის ბუშტის შედეგი.  სამშაბათს მაისის ფიუჩერსების ვადა ამოიწურა - ეს ის მომენტია, როდესაც ქაღალდის ნავთობი ნამდვილ ნავთობად გადაიქცევა.


ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ტრეიდერებმა რეალურად უნდა მიიღონ მათ მიერ შეკვეთილი ნავთობი, თუმცა, ეს სერიოზული პრობლემაა კრიზისის დროს, როდესაც ავტომობილები გაჩერებულია, ინდუსტრია არ მუშაობს, ავიამიმოსვლა შეწყვეტილია და ზოგადად, ეკონომიკა დაპაუზებულია.


შესაბამისად, ნავთობზე მოთხოვნამ მკვეთრად იკლო, შედეგად, ტრეიდერებმა უსარგებლო ნავთობის ნებისმიერ ფასად მოცილება სცადეს. სწორედ ამიტომ, ნავთობის ღირებულება კატასტროფულად, ისე, როგორც არასდროს მსოფლიო ისტორიაში, დაეცა.


ნავთობზე ფასების მკვეთრი ვარდნა არის რეალურ სანავთობო სამყაროში არსებული სისტემური შოკის მაჩვენებელი, რომლის გაყოფა 2 ფაზად შეიძლება. ამჟამად მსოფლიო არის პირველი, საწყისი ფაზის მოწმე, ერთგვარი „მექსიკური დუელის“, როდესაც რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს იარაღს უმიზნებს - რომელიმე ერთმა რომ გაისროლოს,საბოლოო ჯამში ყველა მოკვდება.


ეს ფსიქოლოგიური ომია. კომპანიების საჭიროზე მეტ ნავთობს მოიპოვებენ, იმ იმედით, რომ კონკურენტები ამ თამაშში პირველები დანებდებიან, და ნავთობის მოპოვების შემცირება სწორედ მათგან დაიწყება. შესაბამისად, სხვებზე მეტად სწორედ ისინი დაზარალდებიან.


გარდა ამის, ყველა ნავთობმომპოვებელი ცდილობს ბაზარზე საკუთარი წილის გაზრდას, რაც ასევე დამანგრეველია საერთო ინტერესებისთვის. არის ასევე თავდაცვითი მოტივები, რომელთა გამო ნავთობმოპოვების მკვეთრი, დღევანდელზე გაცილებით უფრო მასშტაბური შემცირება ფერხდება.


„სადღეისოდ ნავთობმოპოვების რადიკალური შემცირება შესაძლებელია, ოღონდ მხოლოდ ძალიან დიდი დანაკარგებით. ეს ტექნოლოგიური პროცესის ნაწილია,განსაკუთრებით რუსეთში, სადაც საბადოების დიდი ნაწილი ძალიან ცივ რეგიონებშია. იქ მოპოვების გაჩერების შემთხვევაში ამ საბადოების ხელახლა ამუშავება ან ძალიან რთულია, ან, ზოგჯერ, შეუძლებელიც კი“- მიიჩნევს კონსალტინგური კომპანიის EnergyComment-ის ანალიტიკოსი შტეფენ ბუკოლდი.



ასეთი ტიპის, მაღალი რისკის შემცველი საბადოები რუსეთის გარდა არის თითქმის ყველგან. მაგალითად, მექსიკაში, და ჩრდილოეთ ევროპაში.შედარებით უკეთესადაა საქმე ფიკალის ნავთობის ინდუსტრიაში - აქ მოპოვება შედარებით მარტივია, მისი შეჩერება და მერე თავიდან ამუშავება არ წარმოადგენს არანაირი პრობლემას. თუმცა,ამ ინდუსტრიასაც აქვს თავისი პრობლემები.


„მათი გაჩერება მარტივია - თეორიულად. პრაქტიკულად კი მათ აქვთ დიდი საკრედიტო ვალდებულებები, რადგანაც ფიკალის ნავთობის მოპოვება არის ძალიან ახალგაზრდა ინდუსტრია და მოგებაზე მის გასვლას გარკვეული დრო დასჭირდება . ამიტომაც, ფიკალის ბევრი კომპანია მუშაობის თუნდაც დროებით შეწყვეტის შემთხვევაში, აუცილებლად გაკოტრდება. ამიტომაც, მათ მიერ ნავთობმოპოვება გრძელდება. ეს მოთხოვნის წარმოუდგენელი ვარდნის პირობებში“ - მიიჩნევს ბუკოლდი.


ნავთობინდუსტრია იმედოვნებს, რომ მოთხოვნა ნავთობზე სწრაფად გაიზრდება. შესაძლოა, გლობალური ეკონომიკის აღდგენასთან ერთად ეს პროცესიც დაიწყოს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს იმედები ფუჭია.


„ბევრი სახელმწიფო დღეს გაჩერებულია, და ამით მოხერხდა ვირუსის შეჩერება, თუმცა, როგორც კი აკრძალვები მოიხსნება, ეკონომიკა ამუშავდება, და საზღვრები გაიხსნება, ვირუსი ისევ შეტევაზე გადავა. შესაძლოა, ინფექციის ახალი, უფრო მასშტაბური და მძლავრი კერები გაჩნდეს“ - თვლის გერმანელი ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი.


ეკონომიკისთვის ეს არის ერთგვარი განაჩენი. ვირუსის შეკავების თუნდაც მინიმალური შეზღუდვები კიდევ დიდხანს გაგრძელდება, შესაბამისად, ნავთობზე მოთხოვნაც არ გაიზრდება.


საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე თვეში მსოფლიოში არსებული ყველა ნავთობსაცავი აივსება, თუმცა, ზოგ რეგიონში, მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში, ანგოლაში, ნიგერიაში, ბრაზილიაში, კარიბის აუზის ქვეყნებში, ეს მოსალოდნელია უკვე რამდენიმე დღეში.


„ყველა კომპანიას მოუწევს ეტაპობრივად მოპოვების შემცირება, შემდეგ კი მოსალოდნელია სისტემური შოკის მეორე ეტაპი. კანადაში ის უკვე სახეზეა. ისეთმა კომპანიებმა როგორც ConocoPhillips--ია,მოპოვების შემცირება უკვე დაიწყეს. პირველ რიგში, დარტყმის ქვეშ აღმოჩდნენ კომპანიები, რომლებიც ნავთობს ბიტუმური ქვიშიდან მოიპოვებენ. ეს ძალიან რთული და შრომატევადი პროცესია.ოპეკის შეთანხმების მიზანი იყო გლობალური ნავთობმოპოვების შემცირება 10-15%-ით. ეს არის უმსხვილესი ერთდროული და შეთანხმებული შემცირება ნავთობინდუსტრიის ისტორიაში, თუმცა.,ეს არ აღმოჩნდა საკმარისი შავი ოქროს ბაზრის სტაბილიზაცისთვის. მსოფლიო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, აპრილში მსოფლიოში ნავთობმოხმარება დღე-ღამეში 30 მლნ. ბარელით შემცირდება.ეს ვარდნა თითქმის 3-ჯერ მეტია, ვიდრე ოპეკის შეთანხმების ფარგლებში მოპოვების შემცირება.


შესაბამისად, კატასტროფა ნავთობის გლობალურ ბაზარზე გაგრძელდება. სავარაუდოდ, სულ უფრო მეტი კომპანია მოპოვებას ან შეაჩერებს ან გაკოტრების გამო საერთოდ შეწყვეტს. ამ ომში მსხვილი ნავთობკომპანიები გაიმარჯვებენ.


მათ გააჩნიათ ფინანსური რეზერვები, წვდომა ფინანსურ ბაზართან  და სხვა უპირატესობები.  ფაქტორი იქნება გადამწყვეტი. ისინი იყიდიან ფიქალის ნავთობის მომპოვებლების გაიაფებულ აქციებს  და გააძლიერებენ თავიანთ პოზიციებს ბაზარზე“ - თვლის ბუკოლდი.


ნავთობის ბაზარი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დიდი მიწოდება თან ერთვის მცირე მოთხოვნას. ეს რეალობა სწრაფად  ვერ  შეიცვლება.


წყარო: Der Spiegel

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 


თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up