Der Spiegel: მსოფლიოში არსებული ნავთობსაცავები 73%-ით გაივსო

Der Spiegel: მსოფლიოში არსებული ნავთობსაცავები 73%-ით გაივსო

access_time2020-05-03 15:00:13



ნავთობზე მოთხოვნის მკვეთრმა ვარდნამ შავი ოქროს შენახვის ადგილების დეფიციტი გამოიწვია - ამ დროისთვის, მსოფლიოში არსებული შემნახველი რეზერვუარების მხოლოდ 23%-ია თავისუფალი.

თანაც, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ნედლეულს უკვე არა მხოლოდ მისთვის შექმნილ საცავებში, არამედ ტანკერებშიც ინახავენ - ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგანაც აქამდე ტანკერები როგორც ნავთობსაცავები ჯერ არავის გამოუყენებია.

ნავთობის საერთაშორისო ბაზარი საგანგებო მდგომარეობაშია. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, მოთხოვნა შემცირდა მესამედით, დღე-ღამეში კი 20-30 მლნ. ბარელი ჭარბი ნავთობი მოიპოვება.

ამიტომაც, რეზერვუარები სწრაფად ივსება - ანალიტიკური კომპანიის Kpler-ს მონაცემებით, სახელმწიფო ნავთობსაცავებში ამ დროისთვის დარჩენილია თავისუფალი ადგილი 368 მლნ. ბარელისთვის, ხოლო კომერციულებში - კიდევ 902 მლნ.

ჩვეულებრივ სიტუაციაში ეს შეადგენს გლობალური ნავთობმოპოვების 2კვირის მოცულობას.

დღეისთვის ყველაზე მეტი თავისუფალი ადგილი ნავთობსაცავებში აშშ-ს და ჩინეთს აქვთ - მათი ჯამური ტევადობაა 100 მლნ. ბარელი.

40 მლნ. ბარელის მიღება იაპონიას და სამხრეთ აფრიკას შეუძლიათ, და კიდეც 20 მლნ.-ის საუდის არაბეთს, სამხრეთ კორეას, კანადას, ინდოეთს, ემირატებს, ბრიტანეთს და იტალიას.

„თუმცა, ეს შეფასებითი მოცულობებია. თანამგზავრული ფოტოგადაღება რეზერვუარების გადავსებაზე მეტყველებს. საცავების შევსების ტემპები წარმოუდგენლად გაიზარდა -იანვარში საცავებში საშუალოდ შედიოდა დღე-ღამეში 3,3 მლნ. ბარელი, ხოლო აპრილში 3,5 მლნ. თავისთავად ზრდა ერთი შეხედვით კატასტროფულია, მაგრამ ამ დროს უკვე არსებული ნავთობი არ იხარჯება. სწორედ ამიტომ ივსება საცავები - მეტი ნავთობი მოდის ვიდრე მიდის. ბალანსი დაირღვა“- ამბობს Kpler-ის ექსპერტი ჰენრიხ ბუტი,.

მისი თქმის ასევე 100-დან 150 მლნ. ბარელამდეა გაზრდილი ნავთობის მარაგები ტანკერებში.

„ტანკერები მცურავი საცავების როლში ძალიან აქტიურად გამოიყენება, რადგანაც ხმელეთზე არსებული საცავები ან სავსეა, ან უკვე დარეზერვებულია. ძალიან დიდი პრობლემები აქვთ იმათ ვინ ნავთობს მოიპოვებს, მაგრამ შენახვის პრობლემაზე წინასწარ არ იზრუნა.მათ მოუწევთ დიდი ფულის გადახდა, ისიც იმ შემთხვევაში თუ ისინი მოახერხებენ რეზერვუარებში თავისუფალი ადგილების მოძიებას“ - მიიჩნევს ბუტი.

მისი თქმით, ბოლო 2 კვირის მანძილზე ფასები ნავთობასაცავებში და ტანკერებში ნედლეულის განთავსებაზე, თითქმის გაორმაგდა. სიტუაციის გაუმჯობესება არაა მოსალოდნელი.

გაურკვეველია, რამდენად მოახერხებენ ნავთობმომპოვებელი ქვეყნებში წარმოების შემცირებას.

„ხშირად, შეთანხმებების მიუხედევად, ისეთი ქვეყნები, როგორც რუსეთი და საუდის არაბეთი, შეთანხმებულზე მეტ ნავთობს მოიპოვებდნენ. დღესაც ასეა. მაგალითად, ბოლო კვირის მანძილზე საუდის არაბეთს საერთაშორისო ბაზარზე დღეში 10 მლნ. ბარელი ნავთობი გამოჰქონდა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე 7 მლნ. რომელსაც ეს ქვეყანა 2020 წლის პირველ თვეებში ყიდდა“ - ამბობს ექსპერტი.

თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up