Der Spiegel: მსოფლიოს ვაქცინის ხელმისაწვდომობისთვის ბრძოლა ელის

Der Spiegel: მსოფლიოს ვაქცინის ხელმისაწვდომობისთვის ბრძოლა ელის

access_time2020-11-29 20:00:07

მსოფლიოს გრანდიოზულ, გლობალურ პროექტთან გამკლავება მოუწევს - და ამ პროექტს „კორონავირუსის ვაქცინის სწრაფი წარმოება და განაწილება“ ჰქვია. ერთი შეხედვით, მთავარია ვაქცინა შეიქმნას, დანარჩენი კი - შედარებით ადვილად გადასაწყვეტი ტექნიკური საკითხია. თუმცა, როდესაც მიხვდებით, რომ წამალს მდიდარი ქვეყნების მეგაპოლისებში, ღარიბი სახელმწიფოების ბარაკებში და ღატაკი ქვეყნების ყრუ სოფლებში, ერთნაირად მოუთმენლად ელიან - დაინახავთ, რომეს ასე არაა.


სინამდვილეში ეს მსოფლიო ისტორიაში არნახული ლოგისტიკური გამოწვევა იქნება. ის, ვინც ვაქცინას პირველი მიიღებს, ის ეპიდემიასაც უფრო სწრაფად დაძლევს და ეკონომიკასაც პირველი აღადგენს. ის, ვის ხელშიც ვაქცინის გავრცელებაზე კონტროლი იქნება, ის უზარმაზარ ძალაუფლებასაც მიიღებს.


ზოგიერთი -ყველაზე მდიდარი და განვითარებული ქვეყნები - ვაქცინას პირველები, და დიდი სირთულეების გარეშე მიიღებს. სხვებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პრეპარატის შეძენა საერთოდ პრობლემატური იქნება.


„თუ კორონავირუსმა რაღაცა დაგვანახა - პირველრიგში ის, რომ მსოფლიო ეგოისტურია და გაჭირვების დროს ყველა პირველ რიგში საკუთარ თავზეფიქრობს“ - განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრების გარეშე“-ის დირექტორმა კარლინე კლიაირემა.


თუმცა, ოპტიმიზმის საფუძველიც არსებობს - როგორც ჩანს, მსოფლიოს ერთდროულად რამდენიმე ვაქცინა ექნება - ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის დამუშავების სტადიაში 48 ვაქცინაა, მათ შორის 11 უკვე ცდების ბოლო სტადიაზეა. პრეპარატებს აწარმოებენ ჩინეთში, შტატებში, რუსეთში, ინდოეთში, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.



ვაქცინის ლოგისტიკა დაკავშირებულია ისეთ სირთულეებთან, რომლებიც გარედან არ ჩანს - მაგალითად, გაგრილება. ყველაზე პერსპექტიული - Biontech-ის და Pfizer-ის ვაქცინა უნდა ინახებოდეს მინუს 70 გრადუსის პირობებში, რისი საშუალება ხშირად თანამედოვე ევროპულ და ამერიკულ კლინიკებს არ გააჩნიათ, განვითარებად ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ.


ეს ასევე მეორე პრობლემას ქმნის - ასეთ სიცივეში ვაქცინის შენახვას განსაკუთრებით გამძლები შუშიდან დამზადებული ამპულები სჭირდება, რომლის წარმოებაც რთულ ტექნოლოგიებს მოითხოვს. ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხები - უეჭველია, რომ მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებითკი სუსტ ქვეყნებში, კრიმინალური ჯგუფები ვაქცინაზე ნადირობას გამოაცხადებენ. ამ პრობლემის გადალახვისთვის მწარმოებლები ვაქცინის მსხვილი პარტიების GPS-ტრეკერებით აღჭურვას გეგმავენ. ასევე კრიმინალების მოტყუებისთვის ცარიელი სატვირთო მანქანების გაგზავნის შესაძლებლობა განიხილება.


განსაკუთრებულად რთული იქნება ვითარება აფრიკაში - 2018 წელს კონგოში ებოლას ვირუსის ეპიდემიის დროს ეპიდემიის ეპიცენტრში ვაქცინის ტრანსპორტირებას სამხედრო კონვოირება გახდა საჭირო. ასევე გაურკვეველია, როგორ უნდა განხორციელდეს 15 000 ავიარეისი, რომელიც საჭიროა მთელს მსოფლიოში ვაქცინის თანაბრად განაწილებისთვის. ეს რომ არაფერი ვთქვათ მედიკოსებზე, რომლებსაც ვაქცინაციისთვის გარკვეული კვალიფიკაცია და ცოდნა სჭირდებათ.


Duke Global Health Innovation Center-ს კვლევის თანახმად, რამდენიმე ათეულმა ყველაზე მდიდარმა ქვეყანამ 6 მლრდ. დოზა ვაქცინა უკვე შეუკვეთა და ეს მაშინ, როდესაც არც ერთი პრეპარატი ჯერ მზადარაა. დღეს უკვე ჩანს რომ მსოფლიო „სავაქცინო ბლოკებად“ გაიყოფა. ყველაზე მოწინავე პრეპარატები ძირითადად მდიდარ ქვეყნებში იქნება გამოყენებული  და ამის მიზეზი არა მხოლოდ ლოგისტიკა, არამედ ფასიც იქნება - 20-25 დოლარი 1 დოზაში. ქვეყნების უმრავლესობას ამის ფუფუნება არა აქვს.


ვაქცინების ბაზარზე განსაკუთრებით აქტიურია ჩინეთი, რომელიც ამ თემას საკუთარი გავლენის ზრდისთვის იყენებს - პეკინი ლათინური ამერიკის ქვეყნებს ჩინური კომპანიების მიერ წარმოებული ვაქცინის ყიდვისთვის სესხებს სთავაზობს, ხოლო აფრიკას შეღავათებს დაპირდა.


თუმცა, პეკინი ზოგჯერ სხვანაირადაც იქცევა - მაგალითად, კანადაში ვაქცინის ცდას აფერხებს, იმიტომ, რომ ჩინეთს და კანადას ურთიერთობები საკმაოდ დაძაბულია - იმის გამო, რომ 2018 წელს კანადამ აშშ-ს მოთხოვნით Huawei გენერალური დირექტორი მენ ვანჩჟოუ დააპატიმრა. მოკლედ, ასეა თუ ისე, ვაქცინა, ყველაფერთან ერთად, შესაძლოა გახდეს ჯილდო „კარგი ქცევისთვის“ და სასჯელი „ცუდისთვის“.


spiegel.de

თენგიზ აბლოთია

თეგები:
ვაქცინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up