Der Spiegel: კორონავირუსით ინფიცირების ტემპით რუსეთი ევროპაში პირველ ადგილზეა

Der Spiegel: კორონავირუსით ინფიცირების ტემპით რუსეთი ევროპაში პირველ ადგილზეა

access_time2020-05-10 20:00:27

 

არსად ევროპაში კორონავირუსი ისე სწრაფად არ ვრცელდება,  როგორც რუსეთში. პუტინს საყვედურების მოსმენა უწევს - ხოლო მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი,  კრიზის მენეჯერის როლში პირიქით, ქულებს აგროვებს.

 

სობიანონი  - რუსულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ორატორია, თუმცა, გასულ კვირას, თავშეკავებული მერი ტელევიზიით საკმაოდ ემოციურად გამოვიდა. მისი გაცხარება მაისის უქმეებს ეხებოდა, როდესაც, მოსკოველების დიდი ნაწილი აგარაკებზე საქეიფოდ მიდის.

 

სობიანინი თანამოქალაქეებს აფრთხილებს - შეზღუდვების 5 კვირის შემდეგაც კი, რუსეთმა ეპიდემიის პიკს ჯერ არ მიაღწია.

 

„უკეთეს შემთხვევაში ჩვენ გზის მხოლოდ მეოთხედი გავიარეთ“ - ამბობს დედაქალაქის მერი.

 

მართლაც, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა რუსეთში უწყევტად იზრდება, მაშინ, როდესაც ევროპაში პირიქით, შემცირება დაიწყო. რუსეთში მატება 7-8%-ს შეადგენს და  ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა ათასობით იზრდება.

 

მხოლოდ 1 თვეში დაავადებულთა რიცხვი 5000-დან 155 370-მდე გაიზარდა- სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში რუსეთი გერმანიას გაუსწრებს.

 

თუმცა, რუსი ტელემაყურებელი ცუდი ამბების ასე ღიად მოსმენას მიჩვეული არაა  - ძირითად, ის პუტინის მიერ მაღალჩინოსნებისთვის გაცემულ ბრძანებებს და დამამშვიდებელ პროპაგანდას ხედავს.

 

საკითხავია - კრიზისის დასრულების შემდეგ უფრო დიდი ავტორიტეტი ვის ექნება  - ეფექტურ კრიზის-მენეჯერს, მოსკოვის მერს, თუ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც კრიზისის მასშტაბები გვიან გააცნობიერა?

 

დღეს, როდესაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ რუსეთი ვირუსმა არა დაინდო, არამედ სხვებზე გვიან შეუტია, ისმის კითხვა- რუსეთის კრიზისულ მართვაში კარგად და ცუდად რა გაკეთდა?

 


სავარაუდოდ, დადებითად შეფასდება ჩინეთთან საზღვრების დახურვა,  თუმცა, ქვეყანას ევროპიდან ჩამომსვლელთა მიმართ სათანადო ყურადღება არ გამოუჩენია.

 

ადრეული აქტიურობით მოგებული დრო სხვადასხვანაირად იქნა გამოყენებული - მაგალითად, მოსკოვში ეპიდემიის დაწყებიდან 1 თვეში ახალი საავადმყოფო გაიხსნა, მაგრამ რეგიონებში რეაგირება ძალიან პასიური იყო.

 

კრიზისის დროს რუსეთის ჯანდაცვის სისტემის არასათანადო დაფინანსებამაც თავი იჩინა - რუსეთი მედიცინაზე სხვა ქვეყნებზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავს. 2017 წელს ჯანდაცვის დაფინანსებამ მშპ-ს 5,3% შეადგინა - ეს ნაკლებია ვიდრე უკრაინაში და ბელორუსიაში, ეს 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე გერმანიაში.

 

სამედიცინო დარგის რეფორმა დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა მისი ძირითადი შინაარსი იყო ე.წ. „ოპტიმიზაცია“ - ანუ, საავადმყოფოების რაოდენობის და სამედიცინო პერსონალის შემცირება.

 

ასევე ფატალური აღმოჩნდა ქაოტური საინფორმაციო პოლიტიკა - როდესაც ვირუსი ძირითადად უცხოეთში ბობოქრობდა, რუსეთის ტელევიზიის მხრიდან ის სერიოზულ საფრთხედ არ მიიჩნეოდა.

 

25 მარტს ვლადიმერ პუტინმა „უქმე კვირა“ გამოაცხადა, რომელიც შემდეგ რამდენჯერმე გაგრძელდა.

 

ეპიდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში 4,4 მლნ. ტესტი ჩატარდა - ეს რეკორდული მაჩვენებელია ევროპაში. ამ მასშტაბის ტესტირება უსარგებლო აღმოჩნდა - და პასუხი კითხვაზე - რატომ?- ჯერ არავის აქვს.

 

სავარაუდოდ, ტესტები არასანდო იყო - მოსკოვის საავადმყოფოებში კორონავირუსის აშკარა ნიშნებით მოთავსებულ ადამიანთა თითქის ნახევარს ინფექცია არ დაუდასტურდა.

 

ასევე გაუგებარია გარდაცვალების ოპტიმისტურად დაბალი მაჩვენებელი  - 1451, ერთადერთი ახსნაა - გარდაცვლილთა რეალური რაოდენობის - ნებსით თუ უნებლიედ - დამალვა. ქვეყანაში გარდაცვლილთა აღრიცხვის საერთო კრიტერიუმები  ჯერაც არ არსებობს - სანქტ-პეტერბურგში და მოსკოვში სტატისტიკა სხვადასხვა მეთოდებით იწარმოება.

 

ზოგადი სიტუაციის გარკვევა შესაძლებელია მხოლოდ სიკვდილიანობის მაჩვენებლების შედარებით.

 

თუმცა, ცალსახაა, რომ სიკვდილიანობა კორონავირუსისგან რუსეთში სავარაუდოდ ოფიციალურზე ბევრად უფრო მაღალია. პუტინი ამის შესახებ არაფერს იტყვის - ეს მისი საქმე არაა - ის ცუდ ამბებზე არასდროს არ საუბრობს.

 

მას მხოლოდ ეფექტურ ანტიკრიზისულ მენეჯერად თავის წარმოჩენა სურს და მხოლოდ კარგ ახალ ამბებზეა პასუხისმგებელი. პრეზიდენტი მოქალაქეებს უქმე დღეებს ჩუქნის, ხოლო „შავ სამუშაოს“  - აკრძალვების შემოღებას - რეგიონების გუბერნატორები ასრულებენ.

 

მთავრობა მოსახლეობის მხარდაჭერის ზომებზე მუშაობს, მიღებულ გადაწყვეტილებებს კი პუტინი აცხადებს.

 

თუმცა, ესეც კი დიდი პროგრესია მარტთან შედარებით, როდესაც პრეზიდენტი კორონავირუსის პრობლემას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა - ის კრემლში საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებით იყო დაკავებული.

 

პუტინის პრეზიდენტის პოსტზე სამუდამო დარჩენასთან დაკავშირებული რეფერენდუმი 22 აპრილისთვის იყო დანიშნული, თუმცა, კორონავირუსმა ამ ინიციატივას ხელი შეუშალა. დღეს კი პუტინს უწევს ფიქრი იმაზე, რომ ანტიკრიზისული მენეჯერების როლში სხვები გაცილებით უკეთესად გამოიყურებიან.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up