Der Spiegel: ისევ ერდოღანი, ამჯერად ყარაბაღში

Der Spiegel: ისევ ერდოღანი, ამჯერად ყარაბაღში

access_time2020-09-30 20:00:58

საბრძოლო მოქმედებები სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სულ უფრო ინტენსიური ხდება, ამ ფონზე თურქეთი ისე მკაფიოდ, როგორც არასდროს, მოძმე სახელმწიფოს მხარს უჭერს.


რას აპირებს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანი?


გავრცელებული ინფორმაციით, ის აზერბაიჯანში სირიელ მეომრებს აგზავნის. ისინი სირიაში ბაშარ ასადის წინაამღდეგ და ლიბიაში, ერდოღანის ინტერესების დასაცავად იბრძოდნენ. დღეს კი მათ ფრონტის ახალ ხაზზე აგზავნიან. ამ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია, აზერბაიჯანი სირიელი მებრძოლების შემოყვანის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და სომხეთს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.


თუმცა, თურქეთი აზერბაიჯანთან მჭიდროდ უკვე წლების მანძილზე მეგობრობს ლოზუნგით „ერთი ერი - ორი სახელმწიფო“. ორივე ქვეყანა კულტურულად ძალიან ახლოა, მათ ასევე სამხედრო ალიანსი აკავშირებთ. თუმცა, ასე აშკარად როგორც დღეს თურქეთი თავის მოძმე სახელმწიფოს მხარს არასდროს უჭერდა.


„თურქეთის ახალი როლი ჯერ კიდევ ივლისში გამოჩნდა“ - განაცხადა ჰენრიხ ბიოლის ფონდის ექსპერტმა კავკასიის საკითხებში შტეფან მაისტერმა.



სწორედ ივლისში მხარდაჭერამ თვისობრივად ახალ დონეს მიაღწია. აგვისტოში კი თურქეთმა აზერბაიჯანში სამხედრო სწავლებები ჩაატარა და ეს სომხეთის მისამართით გაგზავნილი მკაფიო გაფრთხილება იყო. არაა გამორიცხული, რომ სამხედრო ტექნიკის ნაწილი აზერბაიჯანში სწორედ მაშინ იქნა შემოტანილი.


ბოლო წლებში ერდოღანის ხელმძღვანელობით თურქეთის საგარეო პოლიტიკას სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა. ეს სირიაში, ლიბიაში, და ხმელთაშუა ზღვაში საგზაო საბადოების გამო კონფლიქტშიც გამოჩნდა. დღეს თურქეთი სულ უფრო მეტად კავკასიის საქმეებშიც ერევა.
წლების წინ ანკარა გაცილებით თავშეკავებულად მოქმედებდა კავკასიაში, თუმცა, დღეს ბევრად უფრო აქტიურია. ექსპერტის აზრით, სტრატეგიის ცვლილება რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია.


შიდა პოლიტიკაში ერდოღანი სულ უფრო ძლიერ ზეწოლას განიცდის, ქვეყნის ეკონომიკა უკვე თვეების მანძილზე ღრმა კრიზისშია. გამოკითხვების თანახმად, ერდოღანს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს, რაც 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.


აზერბაიჯანის მხარდაჭერამ შესაძლოა მას კონსერვატიულ ამომრჩეველთა შორის პოპულარობას გაზრდის. თანაც სომხეთის პრობლემა თავად თურქეთშიც საკმაოდ აქტუალურია. თუმცა, სომხეთს მხარს რუსეთი უჭერს, და სწორედ ეს შეიძლება იყოს თურქეთის გააქტიურება რეგიონში.


თურქეთი ამით სიგნალს რუსეთს უგზავნის და საკუთარი თავის რეგიონულ ზესახელმწიფოდ დამკვიდრებას ცდილობს. სირიაში და ლიბიაში მოსკოვი და ანკარა საწინაამღდეგო პოზიციებს იცავენ. დღესაც, ყარაბახში, ისინი ერთმანეთის პირისპირ დგანან. თუმცა, ამ ეტაპზე მოსკოვი ჯერჯერობით თავშეკავებულად იქცევა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up