Der Spiegel: გერმანიას ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში პუტინის იმედი აქვს

Der Spiegel: გერმანიას ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში პუტინის იმედი აქვს

access_time2019-12-21 12:00:02

 

„დიპლომატიური დარტყმების გაცვლის მიუხედავად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს რუსეთთან თანამშრომლობის იმედი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიების საქმეში“,  - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ჰორსტ ხეეჰოფმა.

 

მისი თქმით, უკვე არის იმის ნიშნები, რომ რუსული მხარე დაეხმარება გერმანიას ამ საქმის გამოძიებაში და ითანამშრომლებენ გერმანელ გამომძიებლებთან.

 

იმის შემდეგ, რაც საქმის გამოძიება გადავიდა პროკურატურის ხელში, ის გახდა რეზონანსული პოლიტიკური ინციდენტი - თუ დადასტურდა მოსკოვის პირდაპირი კავშირი მკვლელობასთან, ეს გამოიწვევს დიდ საერთაშორისო სკანდალს, რომელიც კიდევ უფრო გააფუჭებს რუსეთსა და გერმანიას შორის არსებულ ისედაც რთულ ურთიერთობებს.

 

დასაწყისში რუსეთმა არ გამოიჩინა ამ საკითხში ბერლინთან თანამშრომლობის სურვილი, რასაც მოჰყვა გერმანიიდან რუსეთის საელჩოს 2 თანამშრომლის გაძევება  - ერთ-ერთი დიპლომატი მუშაობდა რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე, მეორე -  უშიშროების ფედერალურ სამსახურზე.

 


მეტიც, გერმანელი გამომძიებლების თქმით, მოსკოვი პირდაპირ უშლიდა ხელს მათ  - მაგალითად ბერლინის პოლიციამ გააგზავნა მოსკოვში მოთხოვნა დაკავებული ეჭვმიტანილის პიროვნების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით. პასუხად კი მიიღო დუმილი.

 

ვერ უშველა უფრო მაღალი ინსტანციების ჩარევამაც - რუსები განაგრძობდნენ გერმანელების იგნორირებას.

 

დიპლომატიური სკანდალის შემდეგ გაჩნდა შანსი, რომ ეს ვითარება შეიცვლება.

 

გერმანული მხარე ვარაუდობს, რომ ხანგოშვილის მკვლელი გერმანიაში გამოაგზავნეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, მათვე გაუკეთეს მას ყალბი პასპორტი. გამოძიებამ ასევე დაადგინა ეჭვმიტანილის ნამდვილი სახელი - ვადიმ კრასიკოვი.

 

თუმცა, რუსეთი ისევ ემხრობა ლეგენდას, თითქოს ეჭვმიტანილის სახელია ვადიმ სოკოლოვი, და მას არა აქვს არაფერი საერთო რუსეთის დაზვერვასთან.

 

ეს საკმაოდ რთული საკითხია - გერმანია ითხოვს რუსეთისგან სავარაუდო მკვლელის ვინაობის გამხელას, თუმცა, მოსკოვი ამას არ ჩქარობს - რუსული მხარე ვერ აღიარებს, რომ მან გადასცა ეჭვმიტანილს ყალბი პასპორტი, რადგანაც ეს ფაქტიურად  იქნება მკვლელობის ორგანიზების აღიარება.

 

მოსკოვი კი ამაზე არასდროს წავა...


თეგები:
ხანგოშვილი



რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up