Der Spiegel: ამერიკული დანაშაული - რაც მსოფლიომ ვაშინგტონში იხილა, ტრამპის ეპოქის ლოგიკური დასასრულია

Der Spiegel: ამერიკული დანაშაული - რაც მსოფლიომ ვაშინგტონში იხილა, ტრამპის ეპოქის ლოგიკური დასასრულია

access_time2021-01-07 18:00:42

ბრბო, რომელმაც საზღვარი არ იცის, ცეცხლსასროლ იარაღით ხელში აშშ-ს კონგრესის სხდომათა დარბაზში. ბარიკადებს მიღმა დამალული სენატორები და კონგრესმენები დამცავი პირბადეებით. კადრები ვაშინგტონიდან შოკისმომღვრელია, მაგრამ არა გასაკვირი.

 

არჩევნებში წაგებულის მიერ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობა - იმ ავადმყოფური ბოდვის ლოგიკური ფინალია, რომლის რეჟისორიც დონალდ ტრამპი იყო. მას ასევე ხელი რადიკალიზებულმა რესპუბლიკურმა პარტიამ და ულტრამემარჯვენე მას-მედიამ შეუწყვეს.

 

ასეთი მოვლენები ყველას ხშირად გვინახავს გაკოტრებულ სახელმწიფოებში და  რეპრესიულ რეჟიმებში, მაგრამ არა შტატებში, ქვეყანაში, რომელიც საკუთარ თავს დასავლური დემოკრატიის სამშობლოდ და დამცველად მიიჩნევს.

 

ტრამპი და მისი თანამოაზრეები თავის ინტერესებში მემარჯვენე, თეთრ, კაცურ გაბრაზებას იყენებდნენ, რომელიც ამერიკაში დიდი ხანია დუღს. ტრამპს, როგორც ნებისმიერ კვაზი-დიქტატორს, ძალაუფლება და ადამიანების მხრიდან თაყვანისცემა უყვარს. რესპუბლიკურ პარტიას კი ბევრი ფული და მემარჯვენე მოსამართლეები უყვარს. მათ მას-მედიას, Fox News-დან OAN-მდე მაღალი რეიტინგები უყვართ. ისინი ყველა ერთად მაროდიორების ბრბოს წამქეზებლები გახდნენ.

 

4 წლის წინ ხშირად მიამიტურად ამბობდნენ - აცალეთ ტრამპს, არაფერი საშინელი არ ხდება, ის დაშოშმინდება, ამერიკული დემოკრატია კი მას ქმედებების თავისუფლებას შეუზღუდავს.  მაგრამ ასე არ მოხდა, ტრამპი ის დარჩა, რაც ყოველთვის იყო. ადამიანი, რომელსაც სასტიკი და დაუნდობელი დიქტატორები უყვარს, რომელსაც მისი პირველი მეუღლის ივანას თქმით, სამაგიდო წიგნად ჰიტლერის „ჩემი ბრძოლა“ აქვს  და რომელიც ყოველთვის მხოლოდ იმას აკეთებდა, რაც სხვებში მის აღტაცებას იწვევდა.

 


„სამუდამო პრეზიდენტი - იქნებ ერთხელ ჩვენც ვცადოთ?“ - ამბობდა ის ჩინეთის ლიდერზე სი ცზიანპინზე

თუმცა, მას თავისი იდეების რეალიზებისთვის ფეხოსნები სჭირდებოდა, რომლებიც ამ ომში მის ნაცვლად იბრძოლებდნენ. 2016 წლიდან მან ნაცისტური დაჯგუფებები გვერდში დაიყენა და მათ მუდმივად აქეზებდა. რისთვის?

 

ოთხშაბათს ვნახეთ რისთვისაც - მათი დრო ვაშინგტონში მოვიდა.

 

სად იყო ფედერალური პოლიცია? სად იყო ეროვნული გვარდია? ყველაფერი სულ სხვანაირად იყო ზაფხულში, როდესაც ძალოვან სტრუქტურები თეთრ სახლთან Black Lives Matter-ის მიტინგს ცრემლსადენი გაზით არბევდნენ. და  ამ დროს ტრამპი თეთრი სახლის ფონზე ბიბლიით ხელში პოზირებდა.


6 იანვარს, ამერიკის ეროვნული სირცხვილის დღეს, ამერიკის მთავარი თეთრკანიანი მამაკაცი მის მიერ ორგანიზებული რეალით-შოუს რამდენიმე საათი მშვიდად უყურებდა. შემდეგ მან Twitter-ში ორი ლაჩრული მოწოდება - „არავითარი ძალადობა!“ და ვიდეო ვარდისფერი ბაღიდან გამოაქვეყნა. ამ ჩანაწერშიც კი ის იტყუება - „ჩვენ გვქონდა არჩევანი, რომელიც წაგვართვეს“. შემდეგ კი მან ამბოხს მხარი დაუჭირა.


„აი არ ხდება, როდესაც დიდ პატრიოტებს დამსახურებულ მოგებას ართმევენ. წადით სახლში მშვიდობით და სიყვარულით“ - დაწერა მან.


Twitter-მა ეს მოწოდება ძალადობის წაქეზებად ჩათვალა და დაბლოკა. თუმცა, ძალადობა ამით არ დასრულდა.


წყარო: spiegel.de




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up