დეპუტატი: „შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრება არაფერს განსაკუთრებულს არ მოგვცემს“

დეპუტატი: „შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრება არაფერს განსაკუთრებულს არ მოგვცემს“

access_time2019-04-30 17:55:32

შრომის უსაფრთხოების საკითხებში პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, „შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრება არაფერს განსაკუთრებულს არ მოგვცემს“.


ამის შესახებ ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ბესტ ვესტერნ თბილისში“ განუცხადა, სადაც შრომის უსაფრთხოებასა და შრომით რეგულაციებთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართა.


ცქიტიშვილის აზრით, „ჩვენ საკმაოდ მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო პაკეტი და სამართლებრივი ბაზა გვაქვს და აღსრულების სწორი მექანიზმები გვჭირდება“.


დეპუტატი მიიჩნევს, რომ საკითხზე ბიზნეს ასოციაციებთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო.



„ბიზნეს ასოციაციებთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო იმისთვის, რომ მათ თავის წევრ ორგნიზაციებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. ჩვენ პერმანენტული კომუნიკაცია გვჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ისეთი შემთხვევები აღმოვფხვრათ, როგორთანაც საქმე მიმდინარე წლის აპრილში გვქონდა“, - განაცხადა პარლამენტარმა.


დიმიტრი ცქიტიშვილის აზრით, კანონის აღსრულების პროცესში გარკვეული სახის ხარვეზებია.


„ზოგიერთი კომპანია კანონის მოთხოვნებს არ ასრულებს და ეს ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვასწოროთ. არსებობს კანონის მოთხოვნები და ეს კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ. ბუნებრივია, კანონის მიღებით დანაშაულს სრულად ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ამ კანონის სწორი აღსრულება, სანქცირება და თუ საჭირო იქნება საწარმოო პროცესის შეჩერება იმის გარანტი იქნება, რომ ადამიანის უფლებების ხარჯზე ბიზნესის კეთება წამგებიანია“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.


BMG





დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა

დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა
access_time2020-11-25 21:05:28
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გულისშეტევის შედეგად გარდაიცვალა. მარადონას, რომელმაც თავის ქვეყანას მსოფლიო თასის ტრიუმფამდე მიაღწია 1986 წელს, ნოემბრის დასაწყისში წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია თავის ტვინში სისხლის შედედების გამო. თუმცა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოდან მისი გამოწერა ვერ მოხდა 

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-25 18:45:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-25 21:00:32
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“     საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების...

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა
access_time2020-11-25 17:00:38
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია  PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.   დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).   საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის...

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა
access_time2020-11-25 18:00:51
გასულ  კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 18 ნოემბერს ბენსელმა 9...


მსგავსი სიახლეები

up