დეპუტატი მალხაზ წერეთელი - „წამლებზე ფასების კლების მიზეზი შეიძლება იყოს „ჰუმანითის“ გამოჩენა და ლარის გამყარება“

დეპუტატი მალხაზ წერეთელი - „წამლებზე ფასების კლების მიზეზი შეიძლება იყოს „ჰუმანითის“ გამოჩენა და ლარის გამყარება“

access_time2016-03-25 13:12:04

წამყვანმა სააფთიაქო ქსელებმა მედიკამენტებზე ფასების შემცირების თაობაზე ღიად განაცხადეს. ფასების კლებას ადასტურებს ფანასკერტელის ინდექსიც, რომელიც მედიკამენტების ფასებზე დაკვირვების შედეგად მუშავდება. ფანასკერტელის ინდექსის მიხედვით, თებერვალში მედიკამენტები 4,5%-ით გაიაფდა.

 


საკითხს ეხმაურება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი მალხაზ წერეთელი. იგი აცხადებს, რომ მსგავს ტენდენციას მხოლოდ მიესალმება.


 


„ზოგიერთი ჯგუფის პრეპარატებზე ფასებმა მართლაც დაიწია, თუმცა, მოსახლეობას ჩემთან შეხვედრებისას არ დაუფიქსირებია, რომ წამლები მასობრივად გაიაფდა. შესაძლოა, როდესაც ფასი მაღალია, ერთი ან ორი ლარის დაკლებას პაციენტები ან ვერ ამჩნევენ, ან არც კი მიაჩნიათ აღნიშვნის ღირსად. თუმცა, თუ ამ კვლევის მიხედვით კლების ტენდენცია ფიქსირდება, ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია. ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული პროგრამის შემოტანაც სურდა, რომელიც პირველადი მოხმარების მედიკამენტების ფასწარმოქმნას შეეხებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამის კანონად ქცევა ვერ მოხერხდა. გაიაფების მიზეზი შეიძლება იყოს ლარის გამყარებაც და ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას" გამოჩენა, ან ორივე ერთად. ზოგადად, კონკურენცია ძალიან კარგი საშუალებაა, რომ დაბალანსდეს ფასები და რაც მთავარია, გაუმჯობესდეს ხარისხი," - ამბობს წერეთელი.



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up