საქართველოს პარლამენტის წევრებმა 2019 წელს ქვეყნის გარეთ განხორციელებულ მივლინებებზე 1.6 მლნ ლარი დახარჯეს. ამ თანხაში იგულისხმება მხოლოდ პარლამენტის წევრების ქვეყნის გარეთ განხორციელებული სამივლინებო ხარჯები და თუკი მას დავუმატებთ პარლამენტთან არსებულ სხვა ორგანიზაციებსაც თანხა გაცილებით დიდი იქნება. ასე მაგალითად, ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, 2018 წელს პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების წევრების მივლინებებზე ჯამში 2 500 000 ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა. 2014 წლიდან 2018 წლის ჩართვლით ეს თანხა 10 მილიონს აღემატება. “მაესტროს ბიზნესის“ ინფორმაციით, ზოგიერთი დეპუტატი წლის განმავლობაში მივლინებაში 22-ჯერ იყო.
დეპუტატები, რომლებიც 2019 წელს ყველაზე ხშირად იყვნენ მივლინებაში:
• გიგი წერეთელი - 22
• გიორგი კანდელაკი - 22
• ნინო გოგუაძე - 22
• სოფიო ქაცარავა - 20
• თამარ ჩუგოშვილი - 17
• დავით ბაქრაძე - 16
• ირაკლი კობახიძე 14
gbc.ge