პარლამენტარების დაგვიანებებისა და სხდომების გაცდენების გამო, საქართველოს პარლამენტის პლენარულ და რიგგარეშე ხდომებზე პრობლემები ხშირად იქმნება. მეცხრე მოწვევის პარლამენტში დეპუტატები სხდომებს საპატიო მიზეზის გარეშე აცდენენ.
ახალი მონაცემებით ირკვევა, რომ დეპუტატებიდან პარლამენტის პლენარულ სხდომებს ყველაზე ხშირად რამაზ ნიკოლაიშვილი და კობა ნაყოფია აცდენენ. სხდომების საპატიო და არასაპატიო მიზეზით გაცდენების სტატისტიკა დღეს „ინტერპრესნიუსმა გამოაქვეყნა. მაგალითად, 2017 წლის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომებზე საპატიო მიზეზით „ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძემ 21-ჯერ არ იმყოფებოდა, 25-ჯერ გააცდინეს სხდომები „ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ნიკა მელიამ და ზაზა კედელაშვილმა, კობა ნაყოფიას გაცდენების რაოდენობა - 26-ია, ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი - 27 სხდომაზე 27 არ იმყოფებოდა, ფრაქცია „ქართული ოცნების წევრმა გია ჟორჟოლიანმა სხდომა - 25-ჯერ გააცდინა.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრების 2017 წლის საგაზაფხულო სესიის პლენარული და რიგგარეშე სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენებს, სატატისტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირად არასაპატიო მიზეზით „ქართუყლი ოცნების წევრმა ვანო ზარდიაშვილმა გამოტოვა სხდომები.
საინტერესოა, რომ როგორც წესი საპატიო მიზეზით გაცდენისასს, დეპუტატები მიზეზად ოჯახურ მდგომარეობაას ასახელებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხედებენ, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო გაცდენები გაუქმებული უნდა იყოს.
ასევე ნოემბრიდან უნდა გამკაცრებულიყო, პარლამენტარების დაგვიანებებსა და სხდომების გაცდენების გამო ფინანსური სანქციებიც, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია როგრო ამუშავდა ეს სისტემა. ცნობისთვის ფინანსური საქნციები ახლაც არსებობს, უბრალოდ, რეგლამენტი ამ მიმართულებით, იშვიათად სრულდება.