„ცოტა რთული ამოცანა დამისახეთ. თუ მკითხავთ კონკრეტულ კანონს, გეტყვით რამდენად აქვს საზოგადოების კეთილდღეობაზე პირდაპირი ასახვა“

„ცოტა რთული ამოცანა დამისახეთ. თუ მკითხავთ კონკრეტულ კანონს, გეტყვით რამდენად აქვს საზოგადოების კეთილდღეობაზე პირდაპირი ასახვა“

access_time2019-02-11 09:00:05


"2018 წელს 705 კანონი მივიღეთ, თითოეული კანონი იქმნებოდა მოსახლეობაზე ზრუნვით, თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანის სულისკვეთებით", -  განაცხადა რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2019 წლის საგაზაფხულო სესიის გახსნისას.


„კომერსანტი“ დაინტერესდა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა, დაესახელებინათ ამ 705 კანონიდან სამი კონკრეტული კანონი, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობისკენ იყო მიმართული.  


 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს არ გასჭირვებია 705 კანონიდან 3 კანონის გამოყოფა.

„კანონი შრომითი უსაფრთხოების შესახებ და დაგროვებითი პენსიის შესახებ — უცებ ეს ორი კანონი გამახსენდა. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მოუტანს კეთილდღეობას. ჩემს სფეროში მახსენდება კანონი პალიატიური მზრუნველობის შესახებ, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს. არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი, სადაც ბევრი ცვლილება მივიღეთ, შესაბამისად, აღმოიფხვრება სიღარიბე ბავშვებში - ეს 2019 წელს მოხდება რადგან,  50-ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყება. რს იქნება იმის საწინდარი, რომ აღარ არსებობდეს უკიდურესი სიღატაკე. ბიუჯეტში არის ქრონიკული ავადმყოფების პროგრამა, რომელიც 50-მდე გაზრდის იმ წამლების დასახლებას, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება სიმბოლურ ფასში ან ნახევარ ფასად, იმისდა მიხედვით, რომელ კატეგორიას მიეკუთვნებიან. მაგალითად, პენსიონერებს თვეში პენსიის მესამედი ეხარჯებათ მედიკამენტებში, პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ პენსიის მესამედი მოემატათ, რადგანაც ეს ხარჯი აღარ ექნებათ. ეს ცვლილება,  პირველი იანვრიდან აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე,“ - აცხადებს აკაკი ზოიძე.


ევროპასთან ინტეგრაციის  კომიტეტის თავმჯდომარეს  თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ 2018 წელს საკანონმდებლო ორგანოში ძალიან ბევრი კანონი მიიღეს და ყველა კანონს აქვს მოსახლეობაზე პრაქტიკული ასახვა. აქედან გამომდინარე, სამი კონკრეტული კანონის დასახელება უჭირს.


 „არ მინდა ნაკლებად მნიშვნელოვანი კანონი ვთქვა და უფრო მნიშვნელოვანი გამომრჩეს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საპენსიო რეფორმა, თავისი მნიშვნელობით, მგონია, რომ ის არის ყველაზე წონადი. შეიძლება, დღეს და ხვალ საზოგადოების კეთილდღეობა არ გამოიწვიოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მოსახლეობაზე დადებითად აისახება. 



 ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი მოსახლეობის მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად მიღებული ინიციატივა, რომელსაც საზოგადოება იცნობს სახელწოდებით - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. ეს არის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ხელოვნური ბარიერით გახლეჩილი საზოგადოება ბოლომდე არ მოწყდეს ერთმანეთს,“ — განაცხადა თამარ ხულორდავამ.


-  საპენსიო რეფორმაზე ამბობთ, რომ მომავალში აისახება მოქალაქეების ცხოვრებაზე, მაგრამ თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ გასულ წელს მიღებული ისეთი კანონები, რომლებმაც უკვე მოახდინეს გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე?


 „ცოტა რთული ამოცანა დამისახეთ. თუ მკითხავთ კონკრეტულ კანონს, გეტყვით რამდენად აქვს საზოგადოების კეთილდღეობაზე პირდაპირი ასახვა.


 ვიტყოდი იმას, რომ  2018 წელს ამოქმედდა რეგულაციები თუნდაც ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების შესახებ. ეს რეგულაციები ნამდვილად უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენ ქალაქში არსებულ მდგომარეობას, რადგან ერთი მხრივ, უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს და, მეორე მხრივ, გარემოსთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებისგან დაგვიცავს.


 გარდა ამისა, იყო საგადასახადო კუთხით გარკვეული ინიციატივები, რომლებიც მცირე ბიზნესის წახალისებისკენ და საგადასახადო წნეხის მოხსნისკენ იყო მიმართული. ვფიქრობ,  ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე აისახება იმ ადამიანებზე,  ვინც კერძო სექტორში არიან დასაქმებულები.


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არის შრომის უსაფრთხოების საკითხები, რაც ყველა სფეროსთვის ვერ მოწესრიგდა, მაგრამ მძიმე, საშიშ და მავნე პირობიან ნაწილში მაინც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და 2019 წელს შემდეგი ნაბიჯები მოჰყვება,“ - აცხადებს თამარ ხულორდავა.



„ქართული ოცნების“ დეპუტატიი რაკლი მეზურნიშვილი:   „პირველი, რაც მახსენდება, ეს არის სამართლიანი თამაშის წესების შემოღება კომერციული ბანკებისთვის. დარეგულირდა ზოგადად ზედა ჭერი, რომელიც მოხსნილი იყო ჯერ კიდევ 2007 წელს.  მნიშვნელოვანი იყო შრომის უსაფრთხოების კუთხით შემოღებული რეგულაციები. ძალიან ბევრი ტრაგიკული შემთხვევა გვქონდა.  ასევე მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც არეგულირებს და იცავს ადამიანის უფლებებს და ზოგადად, ახალი კონსტიტუცია უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.“



ბაჩო ადამია






სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up