დეპუტატები ბიზნეს ასოციაციებს პარლამენტში დებატებზე იწვევენ

დეპუტატები ბიზნეს ასოციაციებს პარლამენტში დებატებზე იწვევენ

access_time2017-06-14 14:00:48

 

პარტია "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების" წევრები კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით "ბიზნეს ასოციაციების" გუშინდელ განცხადებას ეხმიანებიან და ამ ორგანიზაციებს 19 ივნისს პარლამენტში სადისკუსიოდ იწვევენ.

 


"კომერსანტი" გთავაზობთ პარლამენტარების მიმართვის ტექსტი:

 

"გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა ბიზნესგაერთიანებების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, საქართველოს კონსტიტუციიდან 94-ე (ახალი რედაქციით 67-ე) მუხლის შესაძლო ამოღების საკითხთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ პარტიამ ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" მიმართა საკონსტიტუციო კომისიას აღნიშნული მუხლის კონსტიტუციიდან ამოღების მოთხოვნით.

 


ჩვენ, ევროპული და ზოგადად დასავლური საკონსტიტუციო გამოცდილების და რეპრეზენტაციული დემოკრატიის ტრადიციული პრაქტიკების გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციის 94 (ახალი რედაქციით 67-ე) მუხლის გაუქმება, ვინაიდან აღნიშნული ჩანაწერი მნიშვნელოვნად ზღუდავს საკანონმდებლო ორგანოს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, განსაზღვროს ქვეყნის საგადასახადო და ეკონომიკური პოლიტიკა. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო შეზღუდვა არ უნდა გახდეს სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესიდან პარლამენტის გამორიცხვის საფუძველი.

 

პარლამენტს, მთავრობას, სახელმწიფოს არ უნდა გააჩნდეს კონსტიტუციური შეზღუდვა იმისათვის, რომ აწარმოოს მოქნილი პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა ეკონომიკური ვითარებისა და გამოწვევის პირობებში, საყოველთაო ინტერესის შესაბამისად ტრანსფორმირდება. აღნიშნულ შეზღუდვას არ აქვს ანალოგი ჩვენთვის ცნობილი ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყნების კონსტიტუციებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნული ჩანაწერის არსებობა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში ანტიდემოკრატიული და არამართებულია.
ასევე, არასწორად მიგვაჩნია, აღნიშნული მუხლის შენარჩუნების მომხრეთა მიერ, ქვეყნის არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე აქცენტირება, ვინაიდან ჩვენი მხრიდან საუბარი არ არის გადასახადების დაუყოვნებელ ზრდაზე. ჩვენ ვითხოვთ, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში არ არსებობდეს ჩანაწერი, რომელიც ფაქტობრივად აუქმებს პარლამენტის, მთავრობის, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებაზე.

 

იმისათვის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის და საზოგადოების ადეკვატური ინფორმირება, მივმართოთ დღევანდელი განცხადების ავტორებს, შევხვდეთ და ვიმსჯელოთ სადისკუსიო ფორმატში.

 

 

 



ფულის დაბანდების პრაქტიკა ჩვენთან პრიმიტიულ დონეზეა - ბიზნესმენები კაპიტალის ბაზარზე

ფულის დაბანდების პრაქტიკა ჩვენთან პრიმიტიულ დონეზეა - ბიზნესმენები კაპიტალის ბაზარზე
access_time2020-09-28 11:00:13
 „ვფიქრობ, რომ უახლოეს პერსპექტივაში კაპიტალის ბაზარი  არ განვითარდება.  ადამიანები მაინც  ენდობიან ბანკში ფულის განთავსებას და იქიდან სტაბილურ შემოსავალს, მცირეს მაგრამ მაინც,   ვიდრე იმის გარისკვას, რომ ბიზნესი ან აქცია  შეიძინონ,...

გიორგი ვაშაძე - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს

გიორგი ვაშაძე - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს
access_time2020-09-27 18:00:55
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც მისი თქმით, „ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული გეგმის...

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან
access_time2020-09-27 15:22:10
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ...

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 3-ჯერ იზრდება - რამ განაპირობა პროდუქტზე მოთხოვნა

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 3-ჯერ იზრდება -  რამ განაპირობა პროდუქტზე მოთხოვნა
access_time2020-09-27 20:00:35
საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი წელს 3-ჯერ გაიზრდება. როგორც შპს „ნადი გრუპის“ ხელმძღვანელმა მერაბ ნადარაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თუ შარშან იტალიაში 15 ტონა პროდუქტი გავიდა, წელს დეკემბერში 45 ტონამდე იქნება. მისი თქმით, მოთხოვნის ზრდა,...

არტ შემოდგომა ამბასადორი კაჭრეთში - პირველად საქართველოში ციფრული თეატრის დღეები სასტუმროს ტერიტორიაზე გაიმართება

არტ შემოდგომა ამბასადორი კაჭრეთში - პირველად საქართველოში ციფრული თეატრის დღეები სასტუმროს ტერიტორიაზე გაიმართება
access_time2020-09-27 10:30:29
  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერ კიდევ მარტში დახურული თეატრების კარი ამ დრომდე დაკეტილია. მსახიობებს რეალიზაციის საშუალება არ აქვთ, მაყურებლებს და გულშემატკივრებს კი კულტურული ღონისძიების დანაკლისი გაუჩნდათ.   სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთი მუდმივად ცდილობს სპორტისა და ხელოვნების ხელშეწყობას, ამიტომ 1 ოქტომრიდან 17 ოქტომბრამდე ციფრული თეატრს უმასპინძლებს.   „ჩვენ მუდმივად ვართ ჩართული კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობაში,...


მსგავსი სიახლეები

up