მმართველი პარტიის დეპუტატები ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებს

მმართველი პარტიის დეპუტატები ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებს

access_time2018-10-11 20:00:00

2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების მთავარი ლოზუნგი - კეთილდღეობა და სწრაფი განვითრება იყო. 2 წლის შემდეგ „Unicef“- ი აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც 2015 წელთან შედარებით 2017 წელს, უკიდურესი სიღარიბე 2,9%-ით გაიზარდა,  ხოლო ზოგადი სიღარიბე 3,3%-ით. 

„კომერსანტი“ დაინტერესდა რა გააკეთა მმართველი პარტიის თითოეულმა დეპუტატმა მთავარი დანაპირების   კეთილდღეობის და სწრაფი განვითრების შესასრულებლად, რის გამოც ორი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ საკუთარ სიტყვას და საქმეს დეპუტატების სავარძლებიდან და რას ეუბნებიან ამომრჩევლებს, რომლებსაც სიღარიბის დონე სწორედ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში გაეზარდათ. 


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრი“  რევაზ არველაძე აცხადებს, რომ დაპირებებს ქართული ოცნება იძლეოდა, კონკრეტული პირის მიერ არ იყო ეს დაპირება გაცემული. აქედან გამომდინარე, დეპუტატი პირად პასუხისმგებლობას იხსნის და იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც მმართველ გუნდს საარჩევნო დაპირებების შესრულებაში ხელი შეუშალა:


„ვიქრობ, ეს დაპირება რეალური იქნებოდა, რომ არა გარკვეული ხელის შემშლელი ფაქტორები. ყველაზე მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი ოპოზიციის ქმედებებია. კონკრეტულად ის, რომ საუბრობენ, თითქოს საქართველოში პრორუსული ხელისუფლებაა მოსული და რომ ეს სანდო ქვეყანა არ არის. მათ, პროცესებში ჩართული ჰყავდათ როგორც ადგილობრივი, ასევე საკმაოდ სერიოზული პირები, ვისაც დიდი გავლენა აქვს საერთაშორისო პოლიტიკაზე. მაგალითად, როგორიც იყო მაკკეინი.  აქედან გამომდინარე, უცხოელი ინვესტორები ერიდებოდნენ საქართველოში კაპიტალის დაბანდებას. ოთარ კახიძის, თინა ბოკუჩავას და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების  მიზანია ხელისუფლებას მეტი ზიანი მიაყენონ. ასევე ხელის შემშლელი ფაქტორი ის, რომ სამართალდამცველი ორგანოები არ დაინტერესდნენ, რას ნიშნავს ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენება. ვთვლი, რომ ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენება ქვეყნისთვის ზიანის მიყენების ტოლფასია“,- აცხადებს რევაზ არველაძე.


ჩვენს ჩაკითხვაზე, კონკრეტულად მან რა გააკეთა იმისათვის, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა უკეთესი გამხდარიყო:


პარლამენტარი ამბობს: „მე რა ინიციატივებიც მქონდა მისაღები არ აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის. მაგალითად: ჩემი ინიციატივა იყო დღგ-სგან გაგვეთავისუფლებინა ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიები, რაც საბოლოოდ მომხმარებელს გადასახადს გაუიაფებდა. თუმცა, ეს ბიუჯეტს ძალიან ურტყამდა და არ იქნა გაზიარებული. არსებული ვითარება რამდენიმე წვრილმა მიზეზმაც განაპირობა, მაგალითად ლარის კურსის გაუფასურება. თავს არ ვიმართლებ მაგრამ, ნამდვილად იყო ობიექტური ფაქტორები, რამაც ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალა,“- განაცხადა რევაზ არველაძემ.

  



მმართველი გუნდის წევრი ალექსანდრე ქანთარია კი თვლის, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2 წელი აქვს იმისათვის, რომ ქვეყანაში სიღარიბე დაძლიოს. სრული სურათის დანახვა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო ვადა ამოიწურება.  


„ Unicef- ის კვლევის გამო აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებები მოხდა. ხელისუფლება დღეს  სხვა შემადგენლობითაა და მათ გარკვეული დრო უნდა მივცეთ. ძირითადი პრობლემა, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს - არის ეკონომიკა, ტერიტორიული მთლიანობა და სამუშაო ადგილები. დანარჩენ შემთხვევაში სპეკულაციებს აქვს ადგილი. თუმცა, სხვა სფეროებში მეტი ტემპია საჭირო. ამაზე ჩვენც ვლაპარაკობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ სიტუაციის გამოსწორებას,“ - აცხადებს ალექსანდრე ქანთარია.


კომერსანტის კითხვაზე ხვდებოდა თუ არა დეპუტატი ამომრჩევლებს და იცის თუ არა მათი რეალური  პრობლემები, რომელიც უმთავრესად სწორედ სიღარიბეს უკავშირდება, ქანთარია გვპასუხობს, რომ საკუთარ თავზე არ ილაპარაკებს, რადგან ბაქი-ბუქი არ უყვარს:


„2020 წლისთვის თითოეული დეპუტატის წვლილი იქნება თვალსაჩინო. მე ახლაც მაქვს შეხვედრები და მაქსიმალურად ვცდილობ ყველაფრის გაკეთებას, რაც ჩემს შესაძლებლობაშია. მაგრამ, ეს არ არის ერთი და ორი კაცის საქმე. პარლამენტში მთლიანად მმართველმა გუნდმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს მაქსიმალური ტემპის ამუშავება, რასაც მალე დავინახავთ. თუ ვერ დავინახავთ და მოსახლეობა ვერ იგრძნობს კეთილდღეობას, მოვა არჩევნები და მათ შეეძლებათ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ერთგვარი ტესტი მოსახლეობის დამოკიდებულებისა ქართული ოცნების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი კანდიდატი არ გვყავს“,- აცხადებს ალექსანდრე ქანთარია.


 „არ ვარ კმაყოფილი იმ პოლიტიკით, რომელიც მმართველმა გუნდმა მოსახლეობის კეთილდღეობის მიმართულებით წარმართა. მეც ვერ მოვახერხე მემოქმედა ისე, როგორიც საჭირო იყო ამ პრობლემების გადასაჭრელად,“ - ასე აფასებს საკუთარ მუშაობას ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი გია ჟორჟოლიანი. დეპუტატი თვლის, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები არასწორად წარმართული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია.


ჩემი აზრით, უნდა განხორციელებულიყო სპეციალური პოლიტიკა ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, რაც უზრუნველყოფდა სამუშაო ადგილების და მაღალი ღირებულების პროდუქციის შექმნის. აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმირება. ქვეყანაში წარმოება უნდა განვითარდეს. ამისთვის საჭიროა შესაბამისი სამთავრობო გეგმა, სტრატეგია პრიორიტეტების შერჩევა და თანხები. ეს თანხები მობილიზებული უნდა იყოს ე.წ. პროგრესული გადასახადის მეშვეობით, ანუ მაღალი შემოსავლები უფრო მეტად დაიბეგროს და მიზნობრივად წავიდეს წარმოების განვითარებასა და განათლების ხელშეწყობაში. სამწუხაროდ, ეს არ არის სრულად გაზიარებული უმრავლესობის მეირ და ასეთი პოლიტიკა არ ტარდება. ჩვენ ახლა ვიღებთ ბიუჯეტს, რომელშიც ეს მიმართულებები არასაკმარისად არის წარმოდგენილი. თუმცა, ეკონომიკის სამინისტრო ამ მიმართულებით ნაწილობრივ დგამს ნაბიჯებს. განათლების სამინისტრო გვპირდება, რომ წარმოადგენს შესაბამის გეგმას, სოფლის მეურნეობის სამინისტროც მუშაობას. ვნახოთ, საბოლოოდ რა შედეგს მივიღებთ, “ —  აცხადებს გია ჟორჟოლიანი .




ბაჩო ადამია

 

 

 






"კონკურენტებს უსამართლოდ ზღუდავენ" - სადაზღვევო კომპანიები ბანკებისთვის სადაზღვევო სფეროში საქმიანობის შეზღუდვას ითხოვენ

access_time2018-12-11 20:00:20
სადაზღვევო კომპანიები კომერციული ბანკების წინააღმდეგ გამოდიან და მათთვის სადაზღვევო სფეროში საქმიანობის შეზღუდვას ითხოვენ. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ბანკები მათი შვილობილი კომპანიებისათვის ხელოვნურად ქმნიან ხელსაყრელ გარემოს და კონკურენტებს უსამართლოდ ზღუდავენ. კერძოდ, მაშინ როდესაც მომხმარებლები აზღვევენ სესხს, ბანკები მათ სთავაზობენ მხოლოდ ერთ კომპანიას. „სიტუაცია დღითიდღე უფრო უკონტროლო ხდება და იშლება ზღვარი სადაზღვევო ინდუსტრიასა და საბანკო...

ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-ის რეიტინგში 25 პუნქტით დაწინაურდა

ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-ის რეიტინგში 25 პუნქტით დაწინაურდა
access_time2018-12-11 20:30:00
საქართველოს უმდიდრესი ადამიანის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ქონება 180 მლნ. დოლარით შემცირდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ივანიშვილი Bloomberg-ის პერიოდულ რეიტინგში 25 პუნქტით დაწინაურდა. 2018 წლის დასაწყისში „ქართული ოცნების“ ლიდერის ქონება 5,8 მლრდ. დოლარს შეადგენდა და მას 295-ე ადგილი ეკავა. ამ მაჩვენებელმა მაქსიმუმს - 5,9 მლრდ. დოლარს 2018 წლის იანვრის ბოლოს მიაღწია, რის შემდეგაც დაიწყო...

ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები – კორუფციული გარიგებების მაღალი რისკი ხალხის ფულით

ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები – კორუფციული გარიგებების მაღალი რისკი ხალხის ფულით
access_time2018-12-11 18:40:00
არის თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სისტემა კორუფციული გარიგებების ეპიცენტრში სახელმწიფო შესყიდვები ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა როგორც ბიზნესის, ისევე სამოქალაქო სექტორის მხრიდან. ხშირია საუბრები ტენდერებსა და პირდაპირი მიყიდვით გზით შესყიდვებში არსებულ შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე, რადგან საკითხი სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილ ფულად სახსრებსა და მის რაციონალურ ხარჯვას ეხება. 2015 წელს პირდაპირი...

საქართველოს კაპიტალმა შესაძლოა კომპანია ყაზბეგი იყიდოს

საქართველოს კაპიტალმა შესაძლოა კომპანია  ყაზბეგი იყიდოს
access_time2018-12-11 16:35:56
ქართულ ბაზარზე ლუდის ორი მსხვილი კომპანია ერთიანდება. Marketer.ge -ს ინფორმაციით, „აისის“ მწარმოებელი Global Beer Georgia (საქართველოს კაპიტალი) კომპანია „ყაზბეგს“ ყიდულობს. აღნიშნულზე, „აისის“ წარმომადგენლები, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ. ლუდს „აისი“, კავკასიაში Heineken-ის ლიცენზირებული პარტნიორი კომპანია Global Beer Georgia 2017 წლის ზაფხულიდან...

დეველოპერული კომპანია „სამშენებლო ინვესტიციები“ - ქალაქის ყველა უბანში

დეველოპერული კომპანია „სამშენებლო ინვესტიციები“ - ქალაქის ყველა უბანში
access_time2018-12-11 18:00:16
დეველოპერული კომპანია „სამშენებლო ინვესტიციები“ ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. ამ მოკლე პერიოდის მანძილზე, კომპანიამ საქართველოს მაშტაბით, 120 000-მდე კვადრატული მეტრის მშენებლობა განახორციელა, ამჟამად კი,თბილისის ცენტრალურ უბნებში 3 მიმდინარე პროექტს ახორციელებს. ამ მოკლე პერიოდში,„ სამშენებლო ინვესტიციები“ ჩამოყალიბდა  სანდო და ხარისხიან კომპანიად. ის განაგრძობს ზრდას, როგორც სამშენებლო-ტექნოლოგიური, ასევე პროექტების ზრდის...


მსგავსი სიახლეები

up