დიპლომიანი და უდიპლომო კანონმდებლები - რა პროფესიის არიან პარლამენტარები, რომლებიც კანონებს გვიდგენენ

დიპლომიანი და უდიპლომო კანონმდებლები - რა პროფესიის არიან პარლამენტარები, რომლებიც კანონებს გვიდგენენ

access_time2019-02-19 18:00:49

2018 წელს საქართველოს პარლამენტმა 705 კანონი მიიღოო, ამათგან მხოლოდ 294-ია პარლამენტის მიერ ინიცირებული. “კომერსანტი“ დაინტერესდა, რა განათლება აქვთ მეცხრე მოწვევის პარლამენტარებს და რამდენად არის გამყარებული მათ მიღებულ გადაწყვეტილებები უმაღლესი კვალიფიკაციით. 


პარლამენტის ვებ-გვერდზე დეპუტატთა უმაღლესი განათლების შესახებ განთავსებულ მონაცემებში შეხვდებით როგორც ეკონომისტებს, ისე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალისტებს, როგორც სამართალმცოდნეებს, ასევე მსახიობებს და კინორეჟისორებს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში არიან ისეთებიც, ვისაც უმაღლესი განათლება საერთოს არ აქვს მიღებული.


საქართველოს მოქმედ საკანონმდებლო ორგანოს წევრთა უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით შემდეგი სურათი იკვეთება:


პარლამენტის 150 წევრიდან 16-ს ერთდროულად ორი, 7-ს კი სამ  უმაღლესი სასწავლებელი აქვს დამთავრებული.


ყველაზე დიდი რაოდენობით  პარლამენტში სამართალმცოდნეობის  სპეციალისტები არიან წარმოდგენილნი   61 დეპუტატს აქვს იურისტის დიპლომი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.


28 პარლამენტარს განათლება ეკონომიკური მამართულებით აქვს მიღებული, 20 დეპუტატი კი განათლებით ინჟინერია.


შემდეგ მოდის ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების  დეპუტატები  მათი რაოდენობა პარლამენტში 17-ია, ხოლო სამედიცინო კუთხით განათლება 16 პარლამენტარს აქვს მიღებული.


რაც შეეხება სოციალურ და პოლტიკურ მეცნიერებებს   ამ მიმართულებით პარლამენტში 15 დეპუტატი გვყავს.


პარლამენტში ყველაზე მცირე რაოდენობით აგრარული მიმართულების სპეციალისტები არიან, სულ ოთხნი. ეს მაშინ, როდესაც პარლამენტში ამავე სახელწოდების კომიტეტიც არსებობს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის 15 წევრიდან მხოლოდ გიგა ბუკიას აქვს სოფლის მეურნეობის მიმართულებით განათლება მიღებული. რაც შეეხება კომიტეტის თავმჯომარე ოთარ დანელიას, მან განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში მიიღო იურიდიული მიმართულებით.


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფი კილაძეს მითითებული აქვს, რომ რუპრეხტ კარლსის უნივერსიტეტი დაამთავრა, სპეციალობა კი სამართალმცოდნეობაა.




განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშს  განათლება ორი მიმართულებით აქვს მიღებული. დეპუტატს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო მიმართულებით. პარლამენტის ვებ-გვერდზე დეპუტატთა უმაღლესი განათლების შესახებ განთავსებულ მონაცემებში ვკითხულობთ, რომ ჯაშს მაგისტრის ხარისხი აქვს სახელმწიფო ადმინისტრაციის საკითხებში, რაც შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებას, ქართული ოცნების წევრმა მაგისტრის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში მიიღო.


განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესაც. კახაბერ კუჭავამ იურისპრუდენციის ბაკალავრის დიპლომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო შემდეგ დეპუტატმა კორპორაციული სამართლის მაგისტრის ხარისხი ნოტინგემ თრენთის უნივერსიტეტში მოიპოვა.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. ის სპეციალობით ინჟინერ-მექანიკოსია. დეპუტატს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც აქვს დამთავრებული.


სამედიცინო მიმართულებით აქვს განათლება მიღებული აკაკი ზოიძეს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.


უმაღლესი განათლება არ აქვს მიღებული სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილის. პარლამენტის ვებ-გვერდზე დეპუტატის შესახებ ინფორმაციაში განათლების გრაფა საერთოდ ამოღებულია.


ყაველაშვილისგან გასნხვავებით ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომს ფლობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. ქართული ოცნების წევრი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრი და ამავე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მაგისტრი. ანრი ოხანაშვილი ასევე სწავლობდა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში, სადაც მას სამართალის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.


რაც შეეხება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეს, იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, სპეციალობა მათემატიკა. მმართველი გუნდის წევრმა ამავე უნივერსიტეტში სხვა სპეციალობაც შეისწავლა - ფინანსები და კრედიტი. ირაკლი კოვზანაძეს განათლება საზღვარგარეთაც აქვს მიღებული. დეპუტატი ლონდონის უნივერსიტეტში საერთაშორისო უმაღლეს საფინანსო და საბანკო სკოლაში სწავლობდა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული მიმართულებით აქვს განათლება მიღებული საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანს. დეპუტატი საერთაშორისო სამართალის ბაკალავრია.


თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას. ქართული ოცნების გუნდის წევრის სპეციალობა ინგლისური ენა და ლიტერატურაა.


სპეციალობით სამართალმცოდნეა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია. დეპუტატს მითითებული აქვს, რომ განათლება მიღებული აქვს სასწავლო უნივერსიტეტ „ვიტა“- ში. ამ საგანმანათლებლო დაწესებულებას 2013 წელს ავტორიზაციაზე უარი განუცხადეს.


რამდენიმე მიმართულებით აქვს განათლება მიღებული თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს. დეპუტატი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, სპეციალობა - გერმანული ენა და ლიტერატურა. ქართული ოცნების წევრი გერმანისტიკას სწავლობდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტშიც. მას ასევე დამთავრებული აქვს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ბამბურგის უნივერსიტეტში, ხოლო ჰამბურგის უნივერსიტეტში მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, სპეციალობით სამართალმცოდნეობა.


დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე სპეციალობით ისტორიკოსია. დეპუტატი იაროსლავლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განათლება მიიღო კარლ დუისბერგის კოლეჯშიც. სადაც სოციალური საბაზრო ეკონომიკა შეისწავლა.


პარლამენტის ვებ-გვერდზე დეპუტატთა უმაღლესი განათლების შესახებ განთავსებულ მონაცემებში სპეციალობა მითითებული არ აქვს ნიკა მელიას, რომელიც ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტში სწავლობდა. ასევე არჩილ თალაკვაძეს, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა და ირაკლი მეზურნიშვილს   ქართული ოცნების დეპუტატს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.



ბაჩო ადამია

 

 

 





ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up