დეპოზიტების დოლარიზაცია გაიზარდა და 57.4% შეადგინა

დეპოზიტების დოლარიზაცია გაიზარდა და 57.4% შეადგინა

access_time2022-12-08 17:30:41

2022 წლის ოქტომბერში, საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 5.99 მლრდ ლარით (თვიურად 246.7 მლნ ლარით) გაიზარდა და 42.4 მლრდ ლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


„სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 16.48%-ით გაიზარდა, მეტწილად უცხოური ვალუტის დეპოზიტების მატების გავლენით. კერძოდ, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, უცხოური ვალუტის სადეპოზიტო ვალდებულებები 261.4 მლნ ლარით (1.1%-ით) გაიზარდა და 24.3 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა, მეტწილად ფიზიკური პირების დეპოზიტების მატებამ გამოიწვია. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის დეპოზიტებს, წინა თვესთან შედარებით, 14.7 მლნ ლარით შემცირდა, რაც ძირითადად სამთავრობო სექტორის დეპოზიტების კლებას უკავშირდება. ოქტომბერში, სამთავრობო სექტორის დეპოზიტების 211.8 მლნ ლარით შემცირდა“,  აცხადებენ სებ-ში.


მიმდინარე წლის ოქტომბერში დეპოზიტების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები (მთავრობის გარეშე) წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით შემცირდა და 5.69% შეადგინა. ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ შემცირდა და 8.1% შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ დეპოზიტებზე - 0.02 პპ-ით, 0.8%-მდე გაიზარდა.



„რეზიდენტების ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები შემცირდა, რაც მეტწილად ლარისა და დოლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთის კლებამ განაპირობა. კერძოდ, ლარისა დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთმა წინა თვესთან შედარებით 0.3 პპ-ით შემცირდა და 11.9% შეადგინა, ხოლო დოლარის ვადიანი დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი 0.05 პპ-ით, 1.0%-მდე შემცირდა. ევროს დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით უცვლელია და 0.6%-ს შეადგენს.


უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 0.8 პპ-ით გაიზარდა და 57.4% შეადგენს. ოქტომბრის ბოლოს, იურიდიული პირების დეპოზიტების დოლარიზაცია 0.6 პპ-ით გაიზარდა 45.1% შეადგინა, ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია 0.2 პპ-ით 72.2%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაციამაც მოიკლო და წინა თვესთან შედარებით 0.9 პპ-ით 68.2%-მდე შემცირდა“,  ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.



თეგები:
დეპოზიტები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up