დეპოზიტების დაზღვევის სისტემას შესაძლოა, იურიდიული პირები დაემატოს

დეპოზიტების დაზღვევის სისტემას შესაძლოა, იურიდიული პირები დაემატოს

access_time2020-09-21 10:00:00

დეპოზიტების დაზღვევის სისტემას შესაძლოა, იურიდიული პირები დაემატოს. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“კანონში შესაბამისი ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა. ცვლილებების ინიცირება 21 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ მოქმედი რედაქციით დაზღვეულია მხოლოდ ფიზიკური პირების დეპოზიტები, ცვლილების შემდეგად იურიდიული პირების დეპოზიტებიც  დაზღვეული იქნება.

მთავრობა განმარტავს, რომ კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, კერძოდ, რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამ გამოიწვია სადაზღვეო შემთხვევის ცნების განმარტების დახვეწა. კონკრეტულად კი გადახდისუუნარობის, გაკოტრების შემთხვევის ამოღება და დაზღვევის შემთხვევა მხოლოდ კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას დადგება.

„სადაზღვეო შემთხვევის დადგომამ და პროცესების ანალიზმა ცხადყო, რომ აუცილებელია კომერციული ბანკებისგან სააგენტომ მიიღოს და გადაამოწმოს არა მხოლოდ მათ მიერ წარმოდგენილი დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია, არამედ თავად შეამოწმოს იგი. შესაბამისად, განისაზღვრა, რომ სააგენტოს უფლება აქვს კომერციულ ბანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ან გადაამოწმოს ადგილზე“, – აღნიშნულია კანონპროექტში.


ინიციატივაში განმარტებულია, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების დამატების შემთხვევაში (2021 წლის 1-ლი იანვრიდან) მთელ საბანკო სექტორს დეპოზიტების დაზღვევის ფონდში გადასახდელი თანხა დაახლოებით 2021 წელს 2.61 მლნ ლარით, 2022 წელს 2.69 მლნ ლარით, ხოლო 2023 წელს 2.76 მლნ ლარით გაეზრდება და რეგულარული შენატანის ოდენობა 2021 წელს დაახლოებით 30.57 მილიონი ლარი გახდება, 2022 წელს 31.83 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წელს 33.05 მილიონი ლარი.

1tv.ge




„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-28 21:00:16
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი „კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება  შეაფერხა   2. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0...

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს
access_time2020-10-28 20:00:37
გასულ დღე-ღამეში ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში კიდევ 64 ადამიანი დაინფიცირდა - ეს ძალიან ბევრია ცხინვალისთვის, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს.   15 სექტემბერს რუსეთს და ე.წ. სამხრეთს ოსეთს შორის საზღვარი გაიხსნა და ამის შემდეგ რესპუბლიკაში ინფიცირების...

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება
access_time2020-10-28 17:30:17
IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.   ”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის...


მსგავსი სიახლეები

up