დენისა და გაზის შემდეგ, წყლის აბონენტად დარეგისტრირებაც გაძვირდება

დენისა და გაზის შემდეგ, წყლის აბონენტად დარეგისტრირებაც გაძვირდება

access_time2020-01-14 17:40:18

დენისა და გაზის შემდეგ, წყლის აბონენტად დარეგისტრირებაც გაძვირდება. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.მისი თქმით, ახალ აბობენტად დარეგისტრირების საფასურის ზრდა ხდება იმისთვის, რომ შემდეგ წყლის ტარიფი არ გაიზარდოს.


ცნობისთვის, თბილისში დენის და გაზის ახალ აბონენტად დარეგისტრირება უკვე გაძვირდა. კერძოდ, 2020 წლის იანვრიდან გაზის ახალ აბონენტად რეგისტრაცია 400-დან 800 ლარამდე გაიზარდა, უფრო ადრე, 2019 წლის სექტემბრიდან კი, დენის ახალ აბონენტად რეგისტრაცია 600 ლარი გახდა.


„წყალმომარაგების ნაწილშიც ინიცირებულია და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია, შესაბამისად, ამასაც უახლოეს პერიოდში მივიღებთ. თუმცა, წყალმომარაგების შემთხვევაში ცოტა განსხვავებული მიდგომაა, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე. იქ არის რადიუსები, რა რადიუსიდანაც არის საჭირო წყლის მილების გამოყვანა, წყალარინების სისტემასთან დაერთება და ა.შ. ეს შეეხება მხოლოდ ახალ აბონენტებს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.



კონკრეტულად, რა ეღირება წყლის ახალ აბონენტად დარეგისტრირება, სემეკის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს იქნება მცირედი სხვაობა და არა არსებული ტარიფის გაორმაგება, როგორც ეს გაზის შემთხვევაში მოხდა.


bpn.ge


თეგები:
დენი გაზი



Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!

Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!
access_time2021-09-27 09:55:29
სამსუნგის უახლესი, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების Galaxy Z Fold3-ისა და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვები უკვე დაიწყო.  სმარტფონების შეძენა შესაძლებელია სამსუნგის ყველა ოფიციალური პარტნიორის მაღაზიათა ქსელებსა და ონლაინ, მათი ვებ-გვერდების საშუალებით.    გაყიდვების დაწყებასთან ერთად, შეზღუდული დროითა და რაოდენობით, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ დამატებით საჩუქრები სამსუნგისაგან: ორივე მოდელისთვის საჩუქრად გადმოგეცემათ 1 წლიანი...

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
access_time2021-09-27 01:10:27
სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში
access_time2021-09-26 16:00:14
...

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება
access_time2021-09-26 14:00:36
...

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ცენტრის მოსაწყობასდ 50 მილიონი ლარი იხარჯება

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ცენტრის მოსაწყობასდ 50 მილიონი ლარი იხარჯება
access_time2021-09-26 11:00:06
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) ხელმძღვანელის გიორგი ჩიქოვანის ინფორმაციით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტი ვიზიტორებს ოქტომბრის ბოლოდან...


მსგავსი სიახლეები

up