დენის ტარიფები შესაძლოა შეიცვალოს – პიკის საათებში მოხმარებული ელექტროენერგია ყველაზე ძვირი იქნება

დენის ტარიფები შესაძლოა შეიცვალოს – პიკის საათებში მოხმარებული ელექტროენერგია ყველაზე ძვირი იქნება

person access_time2016-07-05 11:18:49

დღის გარკვეულ პერიოდში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე შესაძლოა განსხვავებული ტარიფი დაწესდეს.

 

გადახდის ახალი სისტემა საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შედეგად დაინერგება. ცვლილებების თარიღი ცნობილი არ არის, პირველ ეტაპზე ქვეყანამ საკანონმდებლო ბაზა უნდა მოაწესრიგოს. სემეკში განმარტავენ, რომ ეს შედარებით გრძელვადიანი გეგმებია.

 

შესაძლებელია, რომ ცვლილებების შემდეგ მომხმარებელმა დილით და საღამოს - პიკის საათებში - შედარებით მაღალი ტარიფი გადაიხადოს, დღის საათებში კი შეღავათიანი ფასით ისარგებლოს.


ასევე, შესაძლებელია, შემოიღონ სეზონური ტარიფები, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში პიკის საათებში ელექტროენერგიის გადასახადი შედარებით იაფი იქნება, ვიდრე ზამთარში.


აღნიშნული ტარიფის შემოღების იდეა ისაა, რომ აბონენტმა პიკის საათებში ელექტროენერგიის მოხმარება შეამციროს და მაგალითად სარეცხის მანქანა დღის ისეთ მონაკვეთში გამოიყენოს, როდესაც ენერგიაზე ნაკლები მოთხოვნა და შესაბამისად, დაბალი ტარიფია.


როგორც „კომერსანტთან“ სემეკის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი მარიამ იოსელიანი აცხადებს, ევროკავშირის 72-ე დირექტივა ელექტროენერგიის შიდა ბაზრის მოწყობის საკითხებს არეგულირებს, თუმცა, დირექტივა ცალსახა არ არის და საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რა გზას აირჩევს სახელმწიფო და როგორ დაარეგულირებს შიდა ბაზარს, ქვეყნის ხელისუფლების მისაღებია.



მარიამ იოსელიანი ამბობს, რომ თავად ქვეყანა აირჩევს, შემოიღებს თუ არა პიკურ ტარიფებს, თუ  გადასახადი კვლავ ძაბვის საფეხურებზე იქნება მიბმული, როგორც დღესაა.


დიდია ალბათობა, რომ საქართველო ტარიფის საათობრივი რეჟიმით დაანგარიშებაზე გადავიდეს, რადგანაც ასეთივე პრაქტიკა აქვს თურქეთს, რომელთანაც საქართველოს აქტიური ენერგეტიკული ურთიერთობები აკავშირებს.


სემეკის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ახალი მოდელი საჭიროა იმ შემთხვევებში, როდესაც ქვეყანას ისეთ სახელმწიფოებთან აქვს ურთიერთობა, რომლებსაც მსგავსი პრაქტიკა უკვე დანერგილი აქვთ. საქართველოს შემთხვევაში ასეთი თურქეთია. ევროკავშირის ბევრი ქვეყნის მსგავსად მეზობელ თურქეთში მოქმედებს ერდღიანი ვაჭრობის რეჟიმი, როდესაც ხვალინდელი ტარიფი დგინდება დღევანდელი ვაჭრობის შედეგად და ის განსხვავებულია პიკური და არაპიკური საათების მიხედვით.


„ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელ გზას აირჩევს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთთან გვაქვს ურთიერთობა, უფრო ლოგიკურია, რომ თურქეთის მოწყობით წავიდეთ. თუმცა, ეს ჩემი პირადი აზრია, სახელმწიფოს ამაზე არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული და ამაზე მოლაპარაკებები ჯერ არ მიმდინარეობს“,- აცხადებს სემეკის წარმომადგენელი.


ამავე, 72-ე დირექტივით საქართველოს აქვს ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟების ვალდებულება, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით ჩვენს ქვეყანას ამისთვის განსაზღვრული ვადა არ აქვს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კი ჭკვიანი მრიცხველები მოსახლეობის 80%-ს 2020 წლამდე უნდა ჰქონდეს.


ჭკვიანი მრიცხველები დღეს არსებულ გაზისა და ელექტროენერგიის მრიცხველებს ჩაანაცვლებს. ეს არის მოწყობილობა, რომელიც სახლში/საწარმოში მოხმარებული ენერგიის შესახებ ინფორმაციას ცენტრს დისტანციურად 30-წამში ერთხელ აწვდის.  


„ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება დაევალათ თავად ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს, რადგან ეს საკმაოდ ძვირი ჯდება და მომხმარებლისთვის მაღალი გადასახადია. როცა ჩვენ დარწმუნებული ვიქნებით, რომ ჩვენს გამანაწილებელ კომპანიებს ფინანსურად ექნებათ შესაძლებლობა, რომ გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთანაც მოხდება“,- აცხადებს სემეკის წარმომადგენელი.


სანამ საქართველოში ეს ცვლილებები განხორციელდება, მანამდე ქვეყანა საერთაშორისო ენერგეტიკული გაერთიანების წევრი უნდა გახდეს, რასაც საქართველოს მიმდინარე წლის ბოლომდე უწინასწარმეტყველებენ. ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის შემდეგ ბაზრის ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. შედეგად, თითოეულ მოხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია თავადვე აირჩიოს და უარი თქვას არსებული კომპანიის მომსახურებაზე.

 

„ამის შემდეგ სემეკი აღარ დაუდგენს მიმწოდებელს ტარიფს, დერეგულირებული იქნება ეს ბაზარი, ამას თავად ბაზარი დაადგენს და მე, მომხმარებელს,  მექნება არჩევანი, რომელი კომპანიისგან შევიძინო ელექტროენერგია“,- აცხადებს სემეკის წარმომადგენელი. 



13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს
access_time2020-09-23 13:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2520 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2940 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2100 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2920 ლარადაა...

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება
access_time2020-09-23 09:50:04
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალა. ცვლილებები ძალაში 4 ნოემბრიდან შევა და შეავსებს იმ ვაკუუმს რაც კანონის აღსრულების კუთხით იდგა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ.   ორგანულ კანონში ცვლილებებს წლებია ითხოვს სადაზღევევო სექტორი, რომელმაც ბანკების მხირდან კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა არაერთხელ საჯაროდ...

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები ერთ სივრცეში

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები  ერთ სივრცეში
access_time2020-09-23 09:50:26
Bihub.ge-ზე უკვე შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი აქტიური კომპანიების ფინანსური მონაცემების ერთიან სივრცეში ნახვა. ინტერაქტიულ დეშბორდზე ნახავთ I, II, III და IV კატეგორიაში შემავალი ბიზნესებისა და სდპ პირების ფინანსური შედეგების ანალიტიკას.   3000-ზე  მეტი I-III კატეგორიის კომპანიის დეტალური ინდივიდუალური (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგებები. სულ რამდენიმე კლიკით შესაძლებელია გაიგოთ, თუ როგორაა 25000-ზე მეტი კომპანია,...

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო
access_time2020-09-23 09:30:08
„ვარდისფერი ბუღა“, „ბუღა ტონიკი“ და „ბუღა ველნესი 0 კალორია“ ქართულ ბაზარზე სს „წყალი მარგებელმა“ ბუღას ბრენდით, სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო.   კომპანიის პორტფელში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, ქართულ ენერგეტიკულ სასმელ, „ბუღას“, 2020 წლის სექტემბრიდან ორი ახალი ენერგეტიკული სასმელი და მატონიზირებელი წყალი დაემატა. მომხმარებელს ახალი გემოების დაგემოვნება უკვე შეუძლია. ენერგეტიკული სასმელი „ვარდისფერი...

„air georgia“ პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც „Wizzair“-ის და „ryanair“ - ის კონკურენტი იქნება

„air georgia“ პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც „Wizzair“-ის და „ryanair“ - ის კონკურენტი იქნება
access_time2020-09-23 11:00:02
„Wizzair და ryanair“ შემდეგ ქართულ ავიაბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი კომპანია იწყებს ოპერირებას. პროექტი ბრიტანული და არაბული ინვესტიციით ხორციელდება. „air georgia“-ს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან გადამწყვეტ ფაზაშია. ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს რთული გამოწვევების პარალელურად ახალი შესაძლებლობები შეუქმნა.   „უპირობოდ გვაქვს შანსი, რომ...


მსგავსი სიახლეები

up