დენდროლოგიური პარკი - ყველაზე დიდი სოციალური პროექტი ყინულმჭრელის ფუნქციით - გიორგი შარაშიძე

დენდროლოგიური პარკი - ყველაზე დიდი სოციალური პროექტი ყინულმჭრელის ფუნქციით - გიორგი შარაშიძე

access_time2020-07-15 19:24:01

„დენდროლოგიური პარკი - ყველაზე დიდი სოციალური პროექტი ყინულმჭრელის ფუნქციით „ - ასე აფასებს ჟურნალ „ანტერპრენერის”-ის მთავარი რედაქტორი გიორგი შარაშიძე შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის გახსნას.


მისი თქმით, მსგავსი მასშტაბურ პროექტების გამო ჟურნალ „ანტერპრენერის“ რედაქციამ, ბიძინა ივანიშვილი და „ქართუს“ მიერ განხორციელებული პროექტები სოციალური ანტრეპრენერშიფის უნიკალური მაგალითად დაასახელა.



“ერთი წელიც არ არის გასული მას შემდეგ, რაც მქონდა საშუალება ინტერვიუ ჩამეწერა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, როდესაც ის საუბრობდა მის მიერ დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე და ჩვენ, ჟურნალ „ანტერპრენერის“ რედაქციამ მაშინ მისი და მისი პროექტების ფენომენი შევაფასეთ, როგორც სოციალური ანტერპრენერშიფის უნიკალური მაგალითი საქართველოს რეალობაში. დღეს, როდესაც პირადად მე და უამრავი დამთვალიერებელი ვეცნობით ამ მართლაც უნიკალურ დენდროლოგიურ პარკს, ვრწმუნდები, რომ ეს შეფასება იყო ზუსტი, რადგან ამ ტიპის პროექტებს პირველ რიგში გააჩნია სოციალური დატვირთვა, ანუ, ერთგვარი ყინულმჭრელის ფუნქცია, რომელიც ემსახურება რეგიონის და მთლიანობაში ქვეყნის ტურისტული კონკურენტუნარიანობის ზრდას გლობალურად, გლობალურ ბაზარზე ტურისტული სეზონის გაზრდას“ - განაცხადა შარაშიძემ.




მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ აქამდე განხორციელებულმა პროექტებმა რეგიონს სრულიად ახალი სიცოცხლე შესძინა.



„მახსოვს, მაშინ ბატონი ბიძინა საუბრობდა, რომ არ უნდა ყოფილიყო 3-4 თვით შემოფარგლული და სეზონი 5-6 თვემდე უნდა გაზრდილიყო. მე ვიტყოდი, რომ დღეს შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ 4 სეზონიანი ტურისტული სეზონი. ვხედავთ სრულიად სახეშეცვლილ რეგიონს, სადაც არა მხოლოდ დენდროლოგიურმა პარკმა, რომელიც სიახლეა, არამედ აქამდე განხორციელებულმა ისეთმა დიდმა პროექტებმა, როგორიც არის „ბლექ-სი-არენას“ საკონცერტო დარბაზი, სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში, სრულიად ახალი სიცოცხლე შესძინა რეგიონს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ბუნებრივი სილამაზით, მაგრამ არ გამოირჩეოდა ინფრასტრუქტურული განვითარებით. ვფიქრობ, დღეს დროა, უკვე მცირე და საშუალო მეწარმეებმა, ბიზნესმა ისარგებლოს იმ უნიკალური შესაძლებლობით, რაც დენდროლოგიური პარკის და აქ განხორციელებული სხვა პროექტების შედეგად მათთვის შესაძლებელი გახდება“ - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up