დემურ გიორხელიძე: ლარის გამყარება ტექნიკური მანიპულირების შედეგია

დემურ გიორხელიძე: ლარის გამყარება ტექნიკური მანიპულირების შედეგია

person access_time2016-03-16 10:00:32

რატომ დასტაბილურდა და გამყარდა ლარი და რაც მთავარია რამდენად გრძელვადიანია აღნიშნული ტენდენცია. გადაცემა „ეკონომეტრის“ სტუმარმა დემურ გიორხელიძემ აღნიშნულ თემაზე ისაუბრა. 


- ლარმა წელს გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი მოხსნა და უცებ ჯერ დასტაბილურდა, ბოლო 2 კვირაა კი გამყარება დაიწყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო სტატისტიკით მაკრო ეკონომიკური ფაქტორები გაუარესებულია, ექსპორტიც შემცირებულია და წინასწარი ინფორმაციით ინვესტიციებიც. რატომ გამართლდა მთავრობის ოპტიმისტური მოლოდინი და რამ გამოიწვია ლარის დასტაბილურება? 


- მე არ ვფიქრობ, რომ ეს ტენდენციები, რაც ახლა ჩამოყალიბდა, არის საიმედო და ჩვენ უნდა გვიხაროდეს ეს ყველაფერი. პირველი კითხვა, რომელიც ჩნდება: ასე არ ხდება არც ფინანსურ სექტორში და არსად ფასების სწრაფი ცვლილება, ვალუტის ფასი მაქვს მხედველობაში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ უფრო ხელოვნურ პროცესებთან არის დაკავშირებული, ვიდრე რეალური ფუნდამენტალური საფუძვლების ცვლილება ქონდეს გავლენად. მე რაც კი დეტალურად გამაცნეს ეროვნული ბანკის შიდა სამზარეულო, ბატონმა ქადაგიძემ ბოლო დღეებში მიმიწვია ეროვნულ ბანკში და დეტალურად ვნახე თუ როგორ ფორმირდება ეს სავალუტო კურსი. ერთადერთი მიზეზი, რომელიც შეიძლება იყოს, არის მხოლოდ ბანკების აქტიურობის შეზღუდვა და მეტი არაფერი. შიდა მაკრო-ეკონომიკური ფაქტორები ან საგარეო ფაქტორები რადიკალურად არ შეცვლილა, რომ ჩვენ მივიღოთ ლარის ასეთი მკვეთრი გამყარება. გამყარებისკენ ლტოლვა გაუგებარია, რატომ უნდა მყარდებოდეს როდესაც საზოგადოებამ უკვე დიდი ფული გადაიხადა ამ დევალვაციაში. თუ ეს ტენდენცია უკუმიმართულებას მიიღებს, შემდეგ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და საგარეო ფაქტორებით ჩვენ ისევ უნდა დავინახოთ საპირისპირო პროცესი. ანუ ამ გამყარებას თან სდევდეს შემდეგ კურსის დაცემა. ეს კი კვლავ გადასახადებია, რომელიც ისევ საზოგადოებამ და ბიზნესმა უნდა გადაიხადოს. მე არ ვფიქრობ, რომ გამყარების ტენდენცია არის სწორი ტენდენცია ან ამას აქვს რაიმე სწორი ეკონომიკური საფუძველი. უფრო ტექნიკური მანიპულირების შედეგად მიღწეულია. 


- ლარის დასტაბილურება დროში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვადის ამოწურვას დაემთხვა. ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს - გიორგი ქადაგიძეს ვადა 27 თებერვალს ამოეწურა, ხოლო ვადის ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე ფინანსთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ლარი დასტაბილურდებოდა და საშუალო ვადიან პერსპექტივაში სერიოზულად გამყარდებოდა. რამდენად უკავშირდება პოლიტიკურ ფაქტორებს ლარის გამყარება? 


- მე არ ვიტყოდი, რომ ამას რაიმე კავშირი აქვს პოლიტიკურ პროცესებთან. საქმე ის არის, რომ გამყარებას ჩვენ გვერჩივნა სტაბილურ ვალუტაზე გვესაუბრა, როცა მისი კურსის რხევა მაღალი არ არის. ჩვენ კი ვხედავთ არასტაბილურ კურსს და ახლა თუკი გამყარებისკენ არის ტენდენცია, ეს ყოველთვის უფრო დიდი ეჭვის საბაბია ვიდრე დიდი იმედისა. არავითარი ბანკთაშორისი ბირჟა საქართველოში არ არსებობს და ვალუტის კურსი ბანკთაშორის ბირჟაზე არ დგინდება. ეს დგინდება ბლუმბერგზე ვაჭრობის შედეგად, როდესაც ბანკები დღეში ტრანზაქციების შედეგად საშუალო კურსს გამოიყვანს ეროვნული ბანკი და ეს არის კურსი, რომელიც შემდეგ ცხადდება, რაც დაუშვებელია. ამიტომ მე ვერაფერს საიმედოს ვერ ვხედავ. არ მინდა რაღაც ნეგატიური განწყობები შევქმნა, საკმაოდ ოპტიმისტი ვარ, მაგრამ რადგან უკვე შიგნიდან ვიცი ეროვნული ბანკის ფუნქციონირება. რაც ეჭვად მქონდა, მაშინ დამიდასტურდა, როდესაც დეტალურად გავიარე ეროვნულ ბანკში ყველაფერი. თუ ვინმეს უნდა აჩვენოს, რომ ქადაგიძე ცუდი იყო და ახლა მყარდება ლარი და რა კარგია, კიდევ უფრო დიდ შეცდომას ვუშვებთ. საქართველოს ეკონომიკაში ჯერ-ჯერობით არ არსებობს ასეთი მძლავრი ტენდენცია იმისა, რომ ლარის კურსზე ასეთი გამყარება მოხდეს. 



- თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ლარის დასასტაბილურებლად? 


- ლარის სტაბილურობისათვის საჭიროა ცხადი ეკონომიკური პოლიტიკა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც შეთანხმებული იქნება ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის. ეს ყველაფერი მიიღებს ნორმატიული დოკუმენტის ფორმას, ანუ პარლამენტში იქნება დამტკიცებული. ჯერჯერობით არ არსებობს ისეთი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მთავრობის ეროვნულ პოლიტიკას ეკონომიკაში და ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. ის, რაც ბიუჯეტში არის დაფიქსირებული, აბსოლუტურად არასაკმარისია იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკს გააჩნდეს საკმარისი ორიენტირები დადგენილი პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედოდ. რაკი არ გააჩნია ეროვნულ ბანკს არანაირი მიმანიშნებელი, გარდა ინფლაციის მაჩვენებლისა, რომელიც არ უნდა იქნეს გადაჭარბებული, სხვა ყველაფერს ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად აკეთებდა. ახლა გაუგებარი ინიციატივების გზას ადგას ეროვნული ბანკი და 1-2 კვირაში გამოჩნდება ის ეჭვები, რაც არსებობს პოლიტიკასთან დაკავშირებით როგორ მიმართულებას მიიღებს. ეროვნული ვალუტის აღმა-დაღმა სიარული არ ვფიქრობ, რომ მომგებიანია საზოგადოებისთვის ან ბიზნესისთვის. ბიზნესმა როგორ უნდა გათვალოს თავისი ოპერაციები თუ ხან არანორმალური სისწრაფით მყარდება ლარი და ხანაც უფასურდება.


 - რაც შეეხება გამყარებას, მეორეს მხრივ ოპტიმისტური მოლოდინის შექმნას ანალიტიკოსები საარჩევნო კამპანიას უკავშირებენ და არჩევნებამდე სავარაუდოდ ლარის სტაბილურობა განპირობებულია. თქვენ როგორ გგონიათ, შეინარჩუნებს თუ არა ლარი სტაბილურობას არჩევნების შემდეგაც? 


- ვერ შეინარჩუნებს იმიტომ, რომ ამის საფუძველი ჯერჯერობით არც საგარეო ფაქტორებში და არც ქვეყნის შიგნით ეკონომიკაში არ არსებობს. თუ ლარის გამყარება ასეთი სასიხარულოა და ასე ხელოვნურად შეიძლება, მაშინ 10 შაური ვაქციოთ 1 დოლარი და ჩვენ ყველანი კმაყოფილები ვიქნებით. ამ ტიპის გამყარების ტენდენცია ყოველთვის არის ნეგატიური და არ ვფიქრობ, რომ რაიმე სარგებლობას მოიტანს. 


- უახლოესი ტენდენცია თქვენი შეფასებით როგორი შეიძლება იყოს? 


- მე ვფიქრობ, რომ 2 კვირა საკმარისი არის იმისთვის, რომ ის კითხვები, რომლებიც ჩნდება, საბოლოოდ დასაბუთდეს. მე ვურჩევდი ეროვნული ბანკის დღევანდელ მესვეურებს ასევე მთავრობასაც, რომ იფიქრონ სტაბილიზაციაზე და არა გაუგებარ გამყარებაზე, რომლის გამყარებაც უბრალოდ შეუძლებელია და აუცილებლად ვნახავთ სხვა მიმართულებით მოძრაობას წლის განმავლობაში.



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up