მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობის დასრულებამდე ანტიდემპინგურ კანონს მიიღებს. კანონის მიღებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ მეწარმეები და ბიზნესასოციაციები საუბრობენ.
დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი წარმოების დასაცავად, ბაზარზე სწორი კონკურენციის ჩამოსაყალიბლებლად, ადგილობრივმა კომპანიებმა რამდენიმე წლის წინ ახალი ბიზნესგაერთიანება „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია” შექმნეს.
„საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ დამფუძნებელი ლევან სილაგავა აღნიშნავს, რომ დემპინგური ფასით ბაზარზე შემოსულ კომპანიას, ხელს არაფერი უშლის კონკურენტების ჩამოშორების შემდეგ ფასები აწიოს.
რაც შეეხება მომხმარებლების არჩევანის თავისუფლებას, ლევან სილაგავას განმარტებით, წარმოება უნდა განვითარდეს და არა გაჩერდეს, უმუშევარი გახდეს დასაქმებული და ის ვინც დასაქმებულია, არ შეუერთდეს უმუშევართა რიგებს.
„ჩვენს წლების განმავლობაში მოგვმართავდნენ ბიზნესის წარმომადგენლები, რომ რომელიღაც სფეროში, რომელიღაც დარგში არის დემპინგურ ფასად შემოსული პროდუქცია. მე შემიძლია დავასახელო მეტალურგიისა და ცემენტის მაგალითები, სოფლის მეურნეობაში – ფრინველის ხორცის და კვერცხის მწარმოებლები, მრეწველობაში კაბელის ქეისი, ფქვილი და ა.შ. ეს საკითხები სხვადასხვა პერიოდულობით, ხან შენელდებოდა და ხან ისევ გააქტიურდებოდა“, – აცხადებს ლევან სილაგავა.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“