ხელისუფლება აცდენილია დემოკრატიულ კურსს და დაკავებულია საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციით, ასეთ შემთხვევაში, აშშ-ს მხარდაჭერა და ელჩის ფიზიკურად ყოფნა აუცილებელია - ბათუ ქუთელია

ხელისუფლება აცდენილია დემოკრატიულ კურსს და დაკავებულია საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციით, ასეთ შემთხვევაში, აშშ-ს მხარდაჭერა და ელჩის ფიზიკურად ყოფნა აუცილებელია - ბათუ ქუთელია

access_time2019-09-05 15:00:17

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ გვეყოლება ამერიკის ელჩი. ჯერ გასავლელია კონგრესის პროცედურები და ამას დრო დასჭირდება, მაგრამ სავარაუდოდ ელჩი ნოემბერში უკვე ფიზიკურად აქ იქნება. ფაქტია, ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული წელია საქართველოსთვის, რადგან იწყება საარჩევნო ციკლი; ასევე გასათვალისწინებელია, რომ „ქართული ოცნება“ დემორკატიის ხარისხის კუთხით ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და არასწორ ნაბიჯებს დგამს - ამ მოცემულობაში მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩის ყოფნა ქვეყანაში. ესა ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, სწორად წარიმართოს დემოკრატიული პროცესები და არა ისე, რაც ბოლო პერიოდში ვიხილეთ,“ ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ საქართველოში სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე კელი დენიანის კანდიდატურის წარდგენას.




როგორც ქუთელია „ კომერსანტთან“ განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია და დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე. 



რამდენადაა დაკავშრებული ელჩის წარდგენა წინა დღის გახარიას პრემიერობის კანდიდატად დასახელებასთან; ეს რაიმე გზავნილი ხომ არაა?  


-  არამგონია პირდაპირი კავშირი იყოს. ზედმეტად დიდი პატივია  გახარიას პერსონისთვის, რომ სპეციალურად მის ან ღარიბაშვილის დანიშვნას უკავშირდებოდეს ელჩის წარდგენა. გზავნილი ბევრად მკაფიო იყო, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკლ პომპეოს შეხვდა უკვე ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე. მკვეთრი და მკაცრი გზავნილები მოვისმინეთ, მაგრამ როგორც ჩანს ხელისუფლება ცდილობს არც თუ ისე თანმიმდევრული იყოს ამ მიმართებით;  ბოლოს გადადგმული ნაბიჯები ამის დასტურია. „ქართულმა ოცნებამ“ ან ზუსტად ვერ გაიგო რა გზავნილები ჰქონდა პომპეოს, ან გაიგო მაგრამ სხვა გზა აირჩია. ამიტომაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და ბახტაძის შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ უფრო დაჩქარდა ელჩის დანიშვნა. თანაც ყველამ ვიცით, რომ ხელისუფლება წინა კანდიდატურის დაბლოკვას შეეცადა.


როგორ აისახება აშშ-ს ელჩის  კელი დენიანის საქართველოში ყოფნა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე?




ბოლო 25 წლის განმავლობაში ქართულ-ამერიკული ურთიერთობა ძალიან თანმიმდევრულია და სტრატეგიულად ვითარდებოდა. აღნიშნული რამდენიმე ძირითად ფაქტორს ითვალისწინებს: ესაა თავდაცვა და უსაფრთხოება (აქ მარტო საქართველო არ იგულისხმება, მათ შორისაა მთლიანი რეგიონი და  ამერიკის ინტერესები რეგიონში); ესაა ეკონომიკა და ვაჭრობა (საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გარდა იგულისხმება სატრანსპორტო დერეფანი, სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და ა.შ.); მესამე კომპონენტია ხალხთა შორის ურთიერთობა, ანუ განათლება და კულტურების გაცვლა; მეოთხე  და ძალიან მნიშვნელოვანი - დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და დემოკრატიის ხარისხის ამაღლება.


საქართველო დარჩება ამერიკის პარტნიორად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ  შეინარჩუნებს დასავლეთის კურსს და თუ აქ იქნება დემოკრატია. ამიტომ აქ უკვე თავად ამერიკის   ჩართულობა, რომ საქართველომ  არ გადაუხვიოს დემოკრატიულ განვითარებას და ეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილია, ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ხელისუფლება აცდენილია საზოგადოების სურვილებს და დაკავებულია საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციით - ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერა და ელჩის ფიზიკურად ყოფნა აუცილებელია.


ელჩის ჩამოსვლა მხოლოდ რიტორიკული მხარდაჭერა არაა. ესაა ამერიკის მნიშვნელოვანი ბერკეტების გამოყენება, რაზეც დამოკიდებულია ჩვენი უსაფრთხოება და დემოკრატიული განვითარება.


-საქართველოს ამერიკის ელჩი არ ჰყავდა თითქმის წელიწად-ნახევარი. რა გავლენა მოახდინა ამან ქვეყნის განვითარებაზე?

 

არ იყო სასარგებლო ფაქტი. ეს მგრძნობიარე და მოწყვლადი პერიოდი გახლდათ. წინა კანდიდატის დაბლოკვაც საკმაოდ მავნებლური ნაბიჯი იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან და არც თუ სასიამოვნო ლაქად დააჩნდება ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობას. დროებით მოვალეობის შემსრულებლის გამოგზავანა მაშინ, როცა საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი იყო  უარყოფითად აისახა პროცესებზე და ყველას გვახსოვს როგორი დარღვევებით ჩაიარა ამ არჩევნებმა. ამიტომ მსგავსი რომ აღარ განმეორდეს 2020 წლისთვის, ჩვენი ამერიკელი პარტნიროების ჩართულობა პროცესებში და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.


შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი   წარადგინა. ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავს. ელჩ იან კელის სწორედ ამ დროს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა. წარდგენილი ელჩის კანდიდატურას სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი.


კელი დენიანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ამ დროისათვის აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველია. ის ასევე იყო იტალიაში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, კოსოვოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.


 თეთრი სახლის ინფორმაციით, 25-წლიანი კარიერის განმავლობაში კელი დენიანი აშშ-ის წარმომადგენლობებში მუშაობდა, მათ შორის, ნატოში (ბელგია), ანკარაში (თურქეთი) და ა.შ.

 მას  მიღებული აქვს Northwestern University-ის ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში, ასევე, სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.


სალომე ლემონჯავა




რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up