„25 დეპუტატს აქვს სხვადასხვა სახის ბიზნეს ინტერესები“-„დემოკრატიის ინდექსი საქართველოს“  მიმოხილვა

„25 დეპუტატს აქვს სხვადასხვა სახის ბიზნეს ინტერესები“-„დემოკრატიის ინდექსი საქართველოს“ მიმოხილვა

access_time2019-11-17 22:40:06

„დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ პარლამენტის იმ დეპუტატების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.


როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველი ხელისუფლების მიერ საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ისე პარლამენტის თითოეულ წევრს, ვინც ხმა არ მისცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი სისტემით ჩატარებას. მათივე შეფასებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლაზე უარის თქმით, ამ სისტემის მოწინააღმდეგეები წინ აღუდგნენ ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას.


„სხვადასხვა საჯარო წყაროებში ღიად არსებული ინფორმაციის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ დეპუტატების ინტერესი, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, არის არა საპარლამენტო საქმიანობა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელება, არამედ პარლამენტის წევრის სტატუსი მათ სჭირდებათ სხვა კერძო, ხშირად საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე. დეპუტატების უმეტესობას, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, არასოდეს უაქტიურიათ პარლამენტის წევრის რანგში და არ შეუსრულებიათ პარლამენტის წევრის რაიმე ფუნქცია კანონშემოქმედების ან მთავრობაზე კონტროლის განხორციელების კუთხით.


მ დეპუტატებიდან, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლას: 25 დეპუტატს აქვს სხვადასხვა სახის ბიზნეს ინტერესები (კახაბერ ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ირაკლი აბუსერიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ანზორ ბოლქვაძე, გოგა გულორდავა, გოჩა ენუქიძე, ედიშერ თოლორაია, კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე, სამველ მანუკიანი, იოსებ მაკრახიძე, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, სულხან მახათაძე, რომან მუჩიაშვილი, დიმიტრი მხეიძე, თამაზ ნავერიანი, დავით სონღულაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ნინო წილოსანი, შოთა ხაბარელი, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე).


17 დეპუტატს ფაქტობრივად არასოდეს წარუდგენია პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა: 9 დეპუტატის შემთხვევაში, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება იყო ერთადერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მათ ერთი, ორი ან სამი მოწვევის დეპუტატობის მანძილზე წარადგინეს პარლამენტში და რომელსაც შემდეგ თავადვე არ დაუჭირეს მხარი (ენზელ მკოიანი, მუხრან ვახტანგაძე, ედიშერ თოლორაია, გიორგი კოპაძე, იოსებ მაკრახიძე, რომან მუჩიაშვილი, თამაზ ნავერიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, თენგიზ ხუბულური).



ლერი ხაბელოვს არასოდეს უსარგებლია საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით. ორ-ორი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელთა შორისაა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი (რომელსაც შემდეგ თავადვე არ დაუჭირეს მხარი), ირიცხება 3 დეპუტატის ანგარიშზე (კახაბერ ოქრიაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი შიოლაშვილი). 4 დეპუტატმა საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს ხუთზე ნაკლებ შემთხვევაში მიმართა (ანზორ ბოლქვაძე, შალვა კიკნაველიძე, სამველ მანუკიანი, ირაკლი ხახუბია). შედარებისთვის, სხვა დეპუტატების აქტიურობა საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის კუთხით, გაცილებით მაღალია და ზოგჯერ 100 აჭარბებს.


32 დეპუტატს არცერთხელ მიუმართავს კითხვით მთვარობის, მთავრობის წევრის ან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოსთვის (დეპუტატის წევრის კითხვა), ხოლო სამმა დეპუტატმა ასეთი უფლებამოსილება ერთხელ ან ორჯერ განახორციელა.


4 დეპუტატი არის 3, 4 და 5 მოწვევის პარლამენტის წევრი, რომლებიც თავდაპირველად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ იყვნენ პარლამენტში, ხოლო ამჟამად „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში არიან (კახაბერ ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ანზორ ბოლქვაძე, გოჩა ენუქიძე). ერთი დეპუტატი, რომელიც 3 მოწვევის პარლამენტის წევრია, თავდაპირველად იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხოლო, ამჟამად არის პარტია ქართული ოცნების დეპუტატი (კარლო კოპალიანი).


„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ დარწმუნებულია, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ე.წ. ამბოხი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგ, არ შეესაბამება სიმართლეს. მოვუწოდებთ მმართველ ხელისუფლებას, შეასრულოს დაპირება, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობის ფასად, ხანგრძლივი და სამართლიანი საზოგადოებრივი მოთხოვნის შედეგად მოპოვებული პერსპექტივა იყო და მიიღოს გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ისეთი საარჩევნო სისტემით ჩატარების შესახებ, რომელიც კანდიდატების მიერ მიღებული ხმების სამართლიან განაწილებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


ipn.ge




ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების მიუხედავად, წყალტუბოში „სანატორიუმი“ მეშახტე 7 მილიონ დოლარად იყიდება

ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების მიუხედავად, წყალტუბოში „სანატორიუმი“ მეშახტე 7 მილიონ დოლარად იყიდება
access_time2019-12-16 16:00:45
წყალტუბოში, სანატორიუმი მეშახტე 7 მილიონ დოლარად იყიდება. ობიექტი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO-ს მიერაა შეფასებული. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, გაერთიანებული ემიგრანტების გვერდზე გავრცელდა. ინფორმაციას თან ერთვის რენდერები, თუ როგორი იქნება სასტუმრო „მეშახტე“ რეაბილიტაციის შემდეგ. ეს იმის მიუხედავად, როცა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული...

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში  ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
access_time2019-12-16 12:55:42
ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს ბანკის მენეჯმენტსა და თანამშრომლებთან ერთად, ბანკის მომხმარებლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ახლადგახსნილი სერვისცენტრი მომხმარებელს ბაზისბანკში არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. იგი შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული კლიენტებისათვის მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიწოდებაზე. ასევე, შექმნილია სასიამოვნო სამუშაო გარემო...

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები
access_time2019-12-16 14:00:20
მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება წინა წელთან შედარებით, თითქმის 14%-ით გაიზიარდა. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. ამავე მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ ინვესტორ ქვეყნებში ოფშორული ქვეყნები ლიდერობენ....

ვიზა ალპებისკენ - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს

 ვიზა ალპებისკენ  - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს
access_time2019-12-16 10:45:55
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ტერაბანკმა ვიზა ბარათების მფლობელებისთვის სადღესასწაულო აქცია დაიწყო. აქციის განმავლობაში ბარათით გადახდა კომფორტულთან ერთად, მომგებიანიც იქნება. აქციის პერიოდში ვიზა ბარათით გაკეთებულ ყოველ მე-10, მინიმუმ 10 ლარიან ტრანზაქციაზე ნებისმიერ მომხმარებელს საჩუქრად 10 ლარი დაერიცხება.აქციის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული და იგი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს: მომხმარებელს, რომელიც აქციის განმავლობაში ყველაზე მეტ მინიმუმ 10-ლარიან გადახდას...

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება
access_time2019-12-16 13:00:45
აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებებს/გამყარებას „კომერსანტთან“ ხსნის. „პირველ რიგში, ეს არის ქართველი ემიგრანტების მიერ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად, ოქტომბერში მათ მიერ გამოგზავნილი თანხების რაოდენობა 153 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა, ხოლო, ნოემბერში 151 მილიონს. გადავხედე სტატისტიკას და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის განმავლობაში ამ ოდენობის...


მსგავსი სიახლეები

up