„ხანდახან ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა, შეიძლება დემოკრატიის ხარისხზე უარყოფითად აისახოს„

„ხანდახან ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა, შეიძლება დემოკრატიის ხარისხზე უარყოფითად აისახოს„

access_time2019-01-18 21:30:51

ანალიტიკური კვლევითი კომპანია “The Economist Intelligence Unit“-მა 2018 წლის დემოკრატიის ინდექსის კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც  საქართველოს დემოკრატიულობის ინდექსი წინა წელთან შედარებით შემცირებულია. 


კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის, დემოკრატიულობის ხარისხით საქართველო 89-ე ადგილს იკავებს. მაქსიმალური 10 ქულიდან 5.50-ით შეფასდა და ჰიბრიდული რეჟიმის მქონე სახელმწიფოების ჯგუფს მიეკუთვნება. საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის კუთხით საქართველოს მაჩვენებელი 7.83 ქულას შეადგენს, მთავრობის ფუნქციონირების - 3.57-ს, პოლიტიკური ჩართულობის - 6.11-ს, პოლიტიკური კულტურის - 4.38-ს, ხოლო სამოქალაქო თავისუფლების - 5.59-ს. აღნიშნული მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით, გაუარესებულია, ვინაიდან 2017 წლის კვლევით საქართველოს დემოკრატიის ხარისხი 5.93 ქულით იყო შეფასებული და გლობალურ რანჟირებაში მსოფლიოს 167 ქვეყანას შორის 79-ე ადგილს იკავებდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველო ასეთი დაბალი ქულით პირველად შეფასდა.


 

გავლენიანი ბრიტანული კომპანიის შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა „ევროპული საქართველოს“ წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის. დეპუტატის თქმით, საერთაშორისო ინდექსები აფიქსირებენ იმას რასაც რეალურად საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის შიგნით გაცილებით ადრე გრძნობენ.

 

„ამომრჩეველმა გააცნობიერა, რომ იქ, სადაც საქმე ეხება მოქალაქეების არსებით პრობლემებზე ზრუნვას, ეს მთავრობა არის უუნარო. სამაგიეროდ, საკმაოდ ეფექტურია, როდესაც საქმე ეხება არჩევნების გაყალბებას და სავარძლების შენარჩუნებას. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყნის სამსახურს,  ეს მთავრობა არის უნიათო. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ მთავრობა ანგარიშვალდებულია არა ხალხთან და არამედ ერთ ოლიგარქთან, რომლისთვისაც მთავრობა არის დაქირავებული მოსამსახურეები და მეტი არაფერი. ერთი მხრივ, ეს ადამიანები ემსახურებიან ბიძინა ივანიშვილს და მეორე მხრივ იმ სფეროებში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს,  ღრმავდება კორუფცია. ჩინოვნიკები ხალხის ფულს იტაცებენ და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუარესების ხარჯზე საკუთარ კეთილდღეობას ზრდიან“,  აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 

სამომავლოდ დემოკრატიის ინდექსის კიდევ უფრო გაუარესებას ელოდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა. დეპუტატი კომერსანტთან საუბარში განმარტავს, რომ ინდექსის გაუარესება მმართველობის იმ სტილით არის გამოწვეული, რომელიც დღეს ქართული ოცნების გუნდს აქვს.

 


„ძალიან სწორად იკვეთება ის, რომ მთავრობას ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს. დაიხ, მოქალაქეები ვერ იღებენ ელემენტარულ სერვისებს მთავრობის მხრიდან. სამწუხაროდ, ნებისმიერი ინდიკატორი, რომელიც ამ მაჩვენებელს მოიცავს გაუარესდება თუ ეს მანკიერი მმართველობის სისტემა არ ჩანაცვლდა ჯანსაღი პოლიტიკური ერთობით, რომელსაც ხალხთან  ექნება ანგარიშვალდებულების გრძნობა. ეს ხელისუფლება საკუთარ გამდიდრებაზე ზრუნავს ნაცვლად იმისა, რომ მოაგვარონ მძიმე ეკონომიკური კრიზისი,  რომელიც დღეს ქვეყანაშია. პარლამენტის უმთავრესი კონსტიტუციური და პოლიტიკური ფუნქცია არის ის, რომ აკონტროლოს მთავრობა. მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში, ეს ყველაფერი არის ფარსი და სპექტაკლი. ეს მოცემულობა იმდენად არაჯანსაღია, რომ   პარლამენტს არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ რეალურად განახორციელოს საზედამხედველო ფუნქცია“,  აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

 

დემოკრატიის ინდექსის შემცირების მიზეზებზე საუბრობს კომერსანტთან „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი.  მისი თქმით, 2018 წელს დემოკრატიის ინდექსის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

 

„ის, რომ დემოკრატიის ინდექსის კლება გვაქვს ჩვენი გუნდისთვის სათანადო გაანალიზების საფუძველია. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია წინა საარჩევნო პერიოდზე, რომელიც საკმაოდ დაძაბული იყო. დემოკრატიულობის ინდექსზე ასევე იმოქმედა ვალების განელებამ, რომელიც დაგეგმილი იყო გაცილებით ადრე ვიდრე წინასაარჩევნო პერიოდი იყო, მაგრამ დროში დაემთხვა. აქედან გამომდინარე, ხანდახან ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა, შეიძლება დემოკრატიის ხარისხზე უარყოფითად აისახოს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

კომერსანტთან საუბარში ქართული ოცნების წევრი ყურადღებას მთავრობის ფუნქციონირების შემცირებულ ქულაზეც ამახვილებს. მისი თქმით, მთავრობის მუშაობის შემაფერხებელი ფაქტორი საარჩევნო პერიოდი იყო, რომელმაც სამინისტროების მუშაობა საკმაოდ ხანგძლივად დააპაუზა.

 

„მთავრობის ფუნქციონირებას გარკვეულ წილად აპაუზებს საარჩევნო პერიოდი. ორი თვით ადრე ხდება ყველანაირი მოქმედებების შეჩერება, პროექტების დაფინანსება და ა.შ. რამაც, რა თქმა უნდა, იქონია გავლენა. თუმცა, მე ვიცი ჩვენი მთავრობის წევრების პოზიცია, ისინი მაქსიმალურად არიან მოტივირებულნი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელონ. მიუხედავად ამისა, არის ბევრი ხარვეზი, რასაც საპარლამენტო გამოსვლებში ვაფიქსირებთ და ამიტომაც არის მინისტრების ცვლილებები, პრემიერის ცვლილება“. 


 

“კომერსანტის“ კითხვაზე  - რა ქულას დაუწერდა მმართველი გუნდის დეპუტატი მთავრობის მუშაობას  ნინო წილოსანის პასუხი შემდეგია:

 

„სამწუხაროდ, მე არ ვიცი რა ფაქტორებს ითვალისწინებენ და საიდან გამოჰყავთ ეს ქულა, აქედან გამომდინარე, თავს შევიკავებ არასწორი ანალიზისგან. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს, ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნა გავქვს სამინსიტროების მიმართ, რასაც არაერთხელ ვაფიქსირებთ, როგორც დახურულ შეხვედრებზე, ასევე ღიად. საბოლოო ჯამში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის კეთილდღეობა და ამ კუთხით ძალიან ბევრი რამ გაქვს გასაკეთებელი.“   აცხადებს ნინო წილოსანი.


ბაჩო ადამია






გია ხუხაშვილი :“მამუკა ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს

გია ხუხაშვილი :“მამუკა  ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის  სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს
access_time2019-07-17 14:30:22
„ბიძინა ივანიშვილის ყველა ნათქვამი, მიუხედავად მისი შერბილებული ტონისა, ძირითადად კონფრონტაციული იყო და არ ასახავდა იმ რეალობას, რაც დღეს არის ქვეყანაში. ის ისევ სისტემას იცავს და არ აღიარებს შეცდომებს.   მე არ მგონია, რომ ივანიშვილი მართლა მიესალმებოდეს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას. განსაკუთრებით კომიკური იყო მისი განცხადება ახალგაზრდების შემოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკაში, არც თუ ისე ახალგაზარდაა ხაზარაძე,“ - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა...

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე...


მსგავსი სიახლეები

up