„დელტას“  ქართული ჯარის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება შეუძლია

„დელტას“ ქართული ჯარის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება შეუძლია

access_time2019-12-03 15:17:25

„ქვეყნები, რომლებიც ოპერირებენ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მიმართულებით, უკვე გადმოდიან ჩვენს სისტემაზე“.სსიპ სამხედრო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ საბრძოლო მანქანა „დიდგორი მეომარი“ ტესტირებას ორ სხვადასხვა ქვეყანაში გადის. ცდების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, აღნიშნული პროდუქტს ამ ქვეყნების ძალოვანი სტრუქტურები შეიძენენ.


საბრძოლო, საევაკუაციო, სამედიცინო და ინტეგრირებული ქსელების მანქანები, ჯავშანტექნიკა და სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარები. როგორია სამხედრო ტექნიკის პერსპექტივა საქართველოში და რა გეგმები აქვს „დელტას“ სამხედრო ინდუსტრიაში, თემაზე „დელტას“ ხელმძღვანელმა, უჩა ძოძუაშვილმა „ბიზნესპარტნიორში“ ისაუბრა.


– ცოტა ხნის წინ, ხელშეკრულება გააფორმეთ „თბილავიამშენთან“. ახლა საშუალება გაქვთ, რომ საავიციო ქარხნის ტერიტორიაზე არსებული მწყობრიდანგამოსული დანადგარები გამართოთ და გამოიყენოთ. კონკრეტულად რას გეგმვათ საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე?


– თავისი ოპერირების განმავლობაში „დელტამ“დიდი რეპუტაციული აქტივი დააგროვა, რაც ისეთი ქვეყნების ძალოვანი უწყებების გარკვეული სისტემებით მომარაგებაში გამოიხატება, როგორიცაა აშშ-ი, საუდის არაბეთი, ინდონეზია, ბანგლადეში და სხვა. ამან საშუალება მოგვცა, საავიაციო ქარხანას დავხმარებოდით და ისეთი დიდი კონტრაქტები გავაფორმებინეთ, როგორებიცაა ფიქსირებული ფრთის ავიაცია „სუ-25“ ტიპის თვითმფრინავზე, ასევე ვერტმფრენების მხარდამჭერი ხელშეკრულებები და რაც საავიაციო წარმოების გვირგვინად ითვლება – სარაკეტო სისტემები. კონკრეტულად, ე.წ. „ ჰაერი – ჰაერი“ კლასის რაკეტების რემონტი ერთ-ერთი ქვეყნისთვის. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რაშიც ჩვენც აქტიურად ვართ ჩართული, რომ შემოვიდეს როგორც „ ჰაერი – ჰაერი“ კლასის რაკეტების „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტებად კონვერტირების პროექტი, ასევე ახალი რაკეტების მიწოდება სხვადასხვა ქვეყნისთვის, რის მიმართაც უკვე დიდი ინტერესი იკვეთება.


– რეპუტაციის მოპოვება ამ სფეროში, სადაც „დიდი ზვიგენები“ არიან, არ არის იოლი. გარდა რეპუტაციისა, დაგიგროვდათ გამოცდილებაც ე.წ. „ჰაერი-ჰაერის“ რაკეტის რემონტისა და რეაბილიტაციის. გარდა მათი რემონტისა და რეაბილიტაციისა, ხომ არ გეგმავთ მათ წარმოებასაც?


– ზუსტად ამ გამოწვევის საპასუხოდ არის გაფორმებული ეს შეთანხმება, რაც გულისხმობს, რომ ჩარხ-დანადგარები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საავიაციო წარმოების მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით „დელტამ“ თავისი რესურსით აღადგინოს და საუკეთესო მდგომარეობამდე მიიყვანოს. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ შემდეგში უფრო დიდი შეკვეთები და უფრო კმაყოფილი მომხმარებელი მივიღოთ. იმ რეპუტაციულ აქტივს, რაც დღეის მდგომარეობით გაგვაჩნია, ავიაციის მიმართულებას მოვახმართ, რომლის განვითარებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ჩვენ ამაში დიდ ძალისხმევას ჩავდებთ. თბილისის საავიაციო ქარხნის გაძლიერება ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესსა და ძალისხმევას საჭიროებს.


– რა იყო საჭირო იმისათვის, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე დაფიქსირებულიყო როგორც სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი ქვეყანა?


– პრინციპში, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პროდუქციის ხარისხის მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს იყო პირველი, რაც ჩვენმა გუნდა მოსვლის მომენტიდან განახორციელა და პარალელურად, აქტიურად დაიწყო საერთაშორისო ბაზრების მოძიებაზე მუშაობა. დღეს სახეზე გვაქვს წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ და რომელსაც რეპუტაციული აქტივი ჰქვია. ისეთი მიმართულებები, რომლებიც არის კრიტიკული, ძალიან დიდ ძალისხმევას მივმართავთ, იგივე საავიაციო მიმართულების თვალსაზრისით.



– როგორც ვიცით, სამხედრო ტექნიკის 50 ერთეული საუდის არაბეთში გაიტანეთ ექსპორტზე. გარდა ამისა, კიდევ რამდენ ქვეყანაში გადის სამხედრო პროდუქცია ექსპორტზე და რამდენად მაღალია დაინტერესება?


– დაინტერესება საკმაოდ მაღალია და უკვე მრავალ ქვეყანაში გადის სამხედრო პროდუქცია. ქვეყნებს, რომლებსაც ვასახელებთ, გვაქვს აღნიშნული ქვეყნებისგან თანხმობა რომ იქნან დასახელებულნი. არიან ქვეყნები, რომლებიც თანხმობას არ იძლევიან მათი დასახელების. მიწოდების რაოდენობის დასახელებაც არ არიას რეკომენდირებული. მაგალითად, „დელტას“ პროდუქტი „დიდგორი მეომარი“, რომელიც მულტიმოდულური სისტემაა და სხვადასხვა ფუნქციური მოდულების დამაგრების საშუალებას იძლევა, ეს სამი მოდიფიკაციის მქონე მანქანა ორ სხვადასხვა ქვეყანაში მიდის, რომ სარესურსო გამოცდები და ტესტები გაიაროს. საუბარია, რომ შემდეგ იგი ძალოვანი სტრუქტურების ერთეულად შევიდეს.


– გარკვეულ ბაზრებზე უკვე დამკვიდრეთ თავი. რამდენად რთულია გასაღების ბაზრების გაფართოება და ხომ არ გვიშლიან, თუნდაც ჩვენი მეზობლები ამაში ხელს?


– ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც შეკვეთის მიღება და შესრულება შუძლია, ფაქტობრივად, ჩვენი კონკურენტია. თუმცა, ჩვენ ვახერხებთ პრიორიტეტების დაფიქსირებას. ჩვენი ინტელექტუალური რესურსი საშუალებას გვაძლევს, ძალიან მოკლე დროში დავაკმაყოფილოთ ის სპეციფიკური მოთხოვნები, რასაც კლიენტი გვიყენებს. შესაბამისად, ეს გარკვეული კონკურენტული უპირატესობაა. კონკურენტული უპირატესობაა ისიც, რომ „დელტას“ აქვს საშუალება, რესურსული გამოცდები თუ სხვადასხვა ბალისტიკური გამოცდები საქართველოში სწრაფად განახორციელოს. საბოლოო ჯამში, კონკურენტებს დროში ვუგებთ.


– საავიაციო ქარხნის ბაზა რამდენად დაგეხმარებათ თქვენი საქმიანობის გაუმჯობესებაში?


– საავიაციო ქარხნის ბაზა ზუსტად არის „დელტა“, ანუ „დელტა“ სრულად ოპერირებს საავიაციო ქარხნის ბაზაზე. ამ ბაზის გაუმჯობესებით, „დელტა“ საკუთარ თავსაც იძლიერებს. თუმცა, ის კრიტერიუმები, რაც საავიაციო მიმართულებას, კრიტიკულად განსხვავებულია სახმელეთოსგან. შესაბამისად, აქ უკვე სხვა ტიპის გამოწვევები დადგა დღის წესრიგში.


– „დელტას“ პროდუქცია რამდენად მოთხოვნადია ქართული ჯარისგან და რამდენად წაადგება ის მას და შესაძლებელია თუ არა ქართული ჯარის მოთხოვნები „დელტამ“ სრულად შეავსოს?


– ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს „დელტა“ უკვე არის ასეთი კომპლექსი. კიდევ უფრო ვითარდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია თავდაცვის სამინისტროს დაინტერესება და ის ნაბიჯები, რაც ყოველდღიურად იდგმება „დელტას“ პროდუქციის ქართულ შეიარაღებულ ჯარში შეტანის მიზნით. უკვე რამდენი წელია, ჯარის პირადი დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა ჩვენი პროდუქციით ხდება. ეს ტენდენცია კიდევ უფრო ძლიერდება. ჩვენი ჯავშანმანქანები თავდაცვის სამინისტროში გამოიყენება. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა ის კომპლექსები, რასაც თავდაცვის სამინისტროს ვუქმნით, სამინისტროს განაწესებს და შიდა რეგულაციებს მოერგოს და ჯარის ოპერირების სტრუქტურაში ჩაჯდეს. ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტროსგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვიღებთ და ვფიქრობთ, რომ „დელტას“ ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს დავფარავთ.


– შესაძლოა თუ არა „დელტას“ პროდუქცია გახდეს საქართველოს სავიზიტო ბარათი?


– თამამად შეგვიძლია ვთქვათ და ამაზე თავდაცვის მინისტრმაც განაცხადა, რომ დიდი რაოდენობის წარმოების ლოკალიზება მოხდება საქართველოში. ჩვენ უკვე არამარტო სავიზიტო ბარათზე ვსაუბრობთ, არამედ იმაზეც, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის გაყიდვები იქნება საერთაშორისო ბაზრებზე „დელტაში“ კონცენტრირებული. ვცდილობ, მაქსიმალურად შევიკავო თავი წინასწარი ინფორმაციის მოწოდებისგან, რომელიც თავდაცვის სამინისტროს პროექტებიდან მომდინარეობს, მაგრამ მალე ნახავთ შედეგბს, რაზეც მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს იქნება სხვადასხვა ტიპის ახალი წარმოებების გახსნა, სხვადასხვა ტიპის პროდუქტების შემოტანა და ა.შ.


– სეტყვასთან დაკავშირებითაც რომ გვითხრათ, რატომ ვერ ვუმკლავდებით მას, იგივე კახეთის რეგიონში?


– ის ეფექტურობა, რომელიც ჩვენ გვაქვს გაცხადებული, არ არის 100 პროცენტი. ეს არის 96.4 პროცენტი. სეტყვა ყოველთვის მოდიოდა, მოდის და მოვა. აქ საუბარია რამდენად შემცირდა ზიანი. ზიანი შემცირებულია კრიტიკულად. 96.4 პროცენტი არის გაცხადებული ის ეფექტურობა, რომელიც ჩვენ სისტემას გააჩნია და ეს დადასტურებულია იმ საერთაშორისო გაყიდვებით, რომლებიც ჩვენ გვაქვს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების გაყიდვით. ის ქვეყნები, რომლებიც ოპერირებენ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მიმართულებით, უკვე გადმოდიან ჩვენს სისტემაზე, ვინაიდან ჩვენი სისტემის ეფექტურობა და დროის ფაქტორიც ბევრად უკეთესია.




თეგები:
დელტა



პანდემიის მიუხედავად თბილისში Mcdonalds-ის რესტორნების ქსელი ფართოვდება

პანდემიის მიუხედავად თბილისში Mcdonalds-ის რესტორნების ქსელი ფართოვდება
access_time2020-08-05 14:00:40
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე Mcdonalds-ის ახალი რესტორანი გაიხსნა. პანდემიის მიუხედავად კომპანია რესტორნების ქსელების გაფართოებასა და განვითარებას არ წყვეტს და სულ მალე დიღმის ტრასაზე, კიდევ ერთ ფილიალს გახსნის. როგორც „კომერსანტს“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, ახალი და განსხვავებული დიზაინის მქონე „მაკდონალდსის“ რესტორნების ანალოგი წელს ჯერ არსად...

საქართველოში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ - ნათია თურნავა

საქართველოში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ - ნათია თურნავა
access_time2020-08-05 13:30:13
„როგორც ეკონომიკის მინისტრს არ შემიძლია სიხარულით არ ავღნიშნო, რომ ქუჩაში უკვე გამოჩდნენ პირველი უცხოელი ტურისტები“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსული მგზავრების ¾ ტურისტები არიან, რადგან საქართველო მიმზიდველობასთან ერთად უსაფრთხოებითაც გამოირჩევა. თურნავას განცხადებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეპიდ სიტუაციის გათვალისწინებით აგვისტოსა დ ა სექტემბრის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - ბეირუთის პორტში სელიტრა აფეთქდა, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკში მიმავალ გემს ჩამოართვეს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - ბეირუთის პორტში სელიტრა აფეთქდა, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკში მიმავალ გემს ჩამოართვეს
access_time2020-08-05 12:10:50
„კომერსანტმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა ბეირუთის ტელევიზიის მასალა. ბეირუთში მომხდარი დიდი აფეთქება, რომელსაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ჰყავდა 2 750 ტონა „სელიტრას“ (ამონიუმის ნიტრატის) დეტონაციის გამო მოხდა, რომელიც 2014 წელს Rhosus-ის გემიდან იყო ჩამოტვირთული. ეს ინფორმაცია, ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ LBCI არხმა (ბეირუთის ტელევიზია) გადმოსცა. როგორც Rhosus-ის მეზღვაურები ამტკიცებენ, გემის მფლობელი ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინი იყო. 2014...

შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების დაკავების თაობაზე

შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების დაკავების თაობაზე
access_time2020-08-05 11:35:43
2020 წლის 03 აგვისტოს, შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ თანამშრომლების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულება ერთმნიშვნელოვნად და სრულადუარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს (სამსახურეობრივი გულგრილობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა, უკანონო საექიმო საქმიანობა) და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ...

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება - მიხეილ ჩხენკელი

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება - მიხეილ ჩხენკელი
access_time2020-08-05 11:45:34
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში განახლდება. მისივე თქმით, ასევე ჩვეულ რეჟიმში განახლდება სწავლა უნივერსიტეტებშიც. „დღევანდელი ეპიდისტუაციის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებშიც. დღევანდელი მონაცემებით, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში და სასწავლო ოთახებში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის...


მსგავსი სიახლეები

up