ეკონომიკის მინისტრის ქონება 30 მილიონ ლარს აჭარბებს

ეკონომიკის მინისტრის ქონება 30 მილიონ ლარს აჭარბებს

access_time2018-09-14 19:00:07

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ქონებრივი დეკლრაცაია შეავსო. დოკუმენტში მითითებული ქონების საერთო ღირებულება 30 მილიონ ლარს აჭარბებს. თანხის უდიდესი ნაწილი ქობულიას ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული.


ქობულია ეკონომიკის სამინისტროში გადასვლამდე ამერიკული საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ის მოსკოვის ოფისის უფროსი პარტნიორი იყო. მისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ McKinsey-ის ობლიგაციებშია განთავსებული.


ფასიანი ქაღალდები:


Northen Trust - €2,474,970 ღირებულების აქციები, რაც დღევანდელი კურსით 7,541,233 ლარს შეადგენს;
Northen Trust - $3,931,675 ღირებულების აქციები, რაც დღევანდელი კურსით 10,309,638 ლარს შეადგენს;
McKinsey & Company - $1,853,987 ღირებულების აქციები, რაც დღევანდელი კურსით 4,861,524 ლარს შეადგენს;
ამასთანავე, ჯორჯია კაპიტალის $592,620-ის ღირებულების ობლიგაციები, საქართველოს სალიზინგო კომპანიის $551,000-ის ღირებულების ობლიგაციები, m კვადრატის $60,000-ის ღირებულების ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები.
ფასიანი ქაღალდების საერთო ღირებულება ლარში - 26,524,078 ლარი.


უძრავი ქონება:


ქობულია უძრავ ქონებას საქართველოსა და რუსეთში ფლობს. მათ შორისაა მოსკოვის ცენტრში მაშკოვას ქუჩაზე 123 კვადრატული მეტრის ფართობის სახლი, რომლის დეკლარაციაში მითითებული ღირებულებაც 73.2 მილიონი რუბლია, რაც დღევანდელი კურსით 2.8 მილიონ ლარს შეადგენს. ქობულია ბინის 50%-ის მფლობელია, დანარჩენი 50% მის მეუღლეს, ოლგა კორსიკს ეკუთვნის.



ქობულიამ 2014 წელს შეიძინა 155 და 212 კვადრატული მეტრის ფართობის ბინები თბილისში ფალიაშვილის ქუჩაზე. დეკლარაციის მიხედვით, მან ორივე სახლში $455 000 გადაიხადა, რაც დღევანდელი კურსით 1.2 მილიონ ლარს შეადგენს. ქობულია ამასთანავე ფლობს სამ ავტოფარეხს ფალიაშვილის ქუჩაზე, მათი საერთო ღირებულებაა $35 000, რაც დღევანდელი კურსით 91 000 ლარია.


ქობულიამ 2014 წელს წყნეთში 275 კვადრატული მეტრის ფართობის საცხოვრებელი სახლი და 1036 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაშიც საერთო ჯამში $485 000 გადაიხადა, რაც დღევანდელი კურსით 1.2 მილიონ ლარს შეადგენს. ქობულია ასევე ფლობს მიწის ნაკვეთებს დაბა ბეთანიაში.


საბანკო ანგარიშები:


გიორგი ქობულიას საბანკო ანგარიშები აქვს მოსკოვის CityBank-ში, მოსკოვის ვითიბი ბანკსა და საქართველოს ბანკში. მთლიანობაში მის ანგარიშებზე განთავსებული თანხის რაოდენობა 4.3 მილიონ ლარს შეადგენს.


ავტომობილები:


ქობულიას სამი ავტომობილი ჰყავს, რომლებიც 2008, 2012 და 2014 წლებში შეიძინა, ესენია პორშე პანამერა, ტოიოტა ლენდკრუიზერ 200 და მერსედეს-ბენც ე კუპე.



ტაბულა





შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up