დეკლარაციის არასწორად შევსების გამო 348 თანამდებობის პირი დაჯარიმდა

დეკლარაციის არასწორად შევსების გამო 348 თანამდებობის პირი დაჯარიმდა

access_time2019-01-08 16:55:29

2018 წლის განმავლობაში ჯამურად, 448 პირის ქონებრივი დეკლარაცია შემოწმდა, საიდანაც 379 დეკლარაცია უარყოფითად შეფასდა.


თუმცა, მათგან 31 დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევა გამოვლინდა და შესაბამის პირებს მხოლოდ გაფრთხილება მიეცათ. შესაბამისად, საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ანგარიშის თანახმად, 348 პირი გარკვეული დარღვევების გამო დაჯარიმდა. ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ერთი დეკლარაცია შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში.


სტატისტიკურად, დადებითად შეფასებული დეკლარაციების რაოდენობა 2018 წლის განმავლობაში შემოწმებული დეკლარაციების 13%-ს შეადგენს, არაარსებითი დარღვევა გამოვლინდა დეკლარაციების 7%-ში, უარყოფითად შეფასდა შემოწმებული დეკლარაციების 78%, ხოლო დეკლარაციების 2%-ზე წარმოება შეწყდა.


„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე (კანონში გაჩნდა ჩანაწერი არაარსებითი დარღვევის შესახებ და განიმარტა არაარსებითი დარღვევის ხარისხი. დეტალურად გაიწერა შემთხვევები, რომლებიც წარმოადგენს არაარსებით დარღვევას დეკლარაციაში ასახულ სხვადასხვა მონაცემთან მიმართებაში) ერთმანეთისაგან გაიმიჯნა დარღვევის ორი კატეგორია: არსებითი და არაარსებითი დარღვევები, მონიტორინგის პროცესში შესაძლებელი გახდა რიგ შემთხვევებში არ მომხდარიყო თანამდებობის პირების დაჯარიმება ისეთ შეუსაბამობებზე, რომლებიც თავისი შინაარსით არ წარმოადგენენ მნიშვნელოვან დარღვევას და ასეთი შემთხვევა 2018 წლის განმავლობაში იყო 31.


მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ 2017 წელთან შედარებით ისეთი დარღვევა, რომელიც ეჭვს აყალიბებდა იმის შესახებ, რომ დარღვევის ხარისხი შესაძლებელია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენდა, მნიშვნელოვნად შემცირდა (2017 წელს 7 დეკლარაცია გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში) და 2018 წლის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა მხოლოდ ერთი იყო,“-აღნიშნულია ანგარიშში.



რაც შეეხება დარღვევებს, რომლებიც ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგისას გამოვლინდა და მათი უარყოფითად შეფასების საფუძველი გახდა, შემდეგია:


შეუსაბამობა უძრავი ქონების ფართებში (დეკლარანტს მითითებული აქვს დაახლოებითი ფართი და არა რეალური ფართი, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზებში) დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება, რომელიც რეგისტრირებულია ოჯახის წევრის სახელზე და არის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;


ცდომილება საბანკო ანგარიშების დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით ჩაწერილ ნაშთსა და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებულ ნაშთს შორის;


დაუდეკლარირებელი საბანკო (დამხმარე) ანგარიშები, ;


შეცდომით დაანგარიშებული მატერიალური შედეგები სასესხო ხელშეკრულებების შემთხვევებში;


სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევაში, არ ფიქსირდება საწარმოების წილების ან/და ინდივიდუალური მეწარმეობის თაობაზე ინფორმაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო დაფუძნებიდან დღემდე ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს;


ანაზღაურებადი საქმიანობის ნაწილში დარღვევები: ოჯახის წევრების შემოსავლების არ დაფიქსირება ან განსხვავებული ოდენობით დაფიქსირება, წლიური შემოსავალის არასწორად/ზეპირად დაანგარიშება და არა დაწესებულების ბუღალტრისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაბეგრილი (ხელზე მიღებული) შემოსავალის დეკლარირება დაუბეგრავის (დარიცხულის) ნაცვლად.


bpn



თეგები:
დეკლარაცია



მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up