დეკემბერში აფხაზებმა ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 89% წაიღეს

დეკემბერში აფხაზებმა ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 89% წაიღეს

access_time2017-01-26 19:30:17

ენგურჰესზე წყლის სიმცირის გამო 15 თებერვლის შემდეგ შესაძლოა, ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდეს და ჩაბნელდეს. ამასთან, გაზაფხულისთვის ჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რაც აფხაზეთის ენერგოსისტემას კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის. სწორედ, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრა მინსკში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძესა და „ჩერნომორენერგოს" წარმომადგენლებს შორის.

 

აფხაზეთი ელექტროენერგიით ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდება. ზამთრის სეზონზე ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 85-90%-მდე აფხაზეთს მიაქვს, ზაფხულში ეს მაჩვენებელი შედარებით მცირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას აფხაზები მთლიანად უფასოდ იღებენ.

 

საქართველოს ელექტროენერგიის 2016 წლის ბალანსის მიხედვით, დეკემბერში ენგურისა და ვარდგილჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 282,625 მლნ კვტ/სთ იყო, აქედან 253,769 მლნ კვტ/სთ აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა, ეს იმას ნიშნავს, რომ დეკემბერში აფხაზებმა ამ ორი ჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 89,7% წაიღეს.

 


რაც შეეხება მთლიან წელს, 2016-ში აფხაზებმა ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 45,7%, მიიღეს და თანაც უფასოდ. ესკოს მონაცემებით, შარშან ენგურჰესმა და ვარდნილჰესმა მთლიანად 4211 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავეს, საიდანაც აფხაზებმა 1926 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიიღეს. 

 

"ჩერნომორენერგოს" მთავარი ინჟინერის თემურ კაციას განცხადებით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალია და დღეში 8 მილიონი კილოვატ საათი გამოიყენება.

 

როგორც ცნობილია, "ენგურჰესი" ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები 1988 წელს დასრულდა. ენგურჰესის წლიური გამომუშავება 3 მილიარდ კილოვატ საათს აღემატება. 1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო, 60% კი - საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. საქართველოსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებს შორის კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს. თუმცა აფხაზებს ყოველთვის 40%-ზე მეტი დენი მიაქვთ და თანაც მუდმივად უფასოდ.

 


ავტორი: "კომერსანტი"



„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის
access_time2020-03-28 12:00:57
„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა" და "ვოლტის" დახმარებით, ამიერიდან, აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის მოწერა. მათ ურჩევენ აირჩიონ ბარათით გადახდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი ასევე მომხმარებელთან შეთანხმებით, შეკვეთას კართან ტოვებს,...

Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს

Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს
access_time2020-03-28 13:00:00
ბრიტანულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Dyson-მა, რომელიც მაღალი ხარისხის მტვერსასრუტებისა და თმის საშრობების წარმოებითაა ცნობილი, სასუნთქი აპარატების გამოშვება გადაწყვიტა. კომპანიამ 10 დღეში შეიმუშავა ახალი სასუნთქი აპარატის, სახელად CoVent დიზაინი და მას უკვე აქვს 10 000 ასეთი მოწყობილობის შეკვეთა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან.   Dyson-მა სასუნთქი აპარატები ციფრული ძრავის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შექმნა, რომელსაც სხვა პროდუქტებში აქამდე იყენებდა. წარმოების დასაწყებად ის...

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
access_time2020-03-28 10:00:07
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი...

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა
access_time2020-03-28 10:02:04
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის...

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება
access_time2020-03-28 11:30:52
დღეიდან, რუსეთში ერთთკვირიანი არასამუშაო პერიოდი დაიწყო. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა,  ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, მაღაზიები, ასევე საბანკო სერვისცენტრები, ტრანსპორტი. შესაბამისად, შეჩერდება საწარმოებისა და ქარხნების მუშაობაც. რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება...


მსგავსი სიახლეები

up