Degusto -  „ბაზარზე პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს“

Degusto - „ბაზარზე პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს“

access_time2017-11-09 19:00:50

Degusto არის სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და ის ორიენტირებულია ჯანსაღი საკვების წარმოებაზე, რაც შეიძლება დაბალ ფასად. ამჟამად დეგუსტოს ექვსი მოქმედი ფილიალი აქვს. თუმცა როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი სანდრო ნორაკიძე აცხადებს, წელს კომპანია კიდევ სამ ფილიალს გახსნის. ერთ-ერთი ფილიალის გახსნა კი 13 ნოემბერს იგეგმება.


ნორაკიძის თქმით, Degusto-ს მთავარი მიზანია ის, რომ მათი მომსახურება ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. მას საკმაოდ ამბიციური გეგმებიც აქვს   აცხადებს, რომ სამომავლოდ ბრენდი აუცილებლად საერთაშორისო გახდება.



-სანდრო, გვიამბეთ Degusto-ს შექმნის შესახებ. როგორც ვიცი ბრენდი ქართულია და მას საკუთარი ცენტრალური წარმოება აქვს. როგორია კომპანიის განვითარების ეტაპები და ამჟამად ბიზნესი განვითარების რა ეტაპზეა?


-დიახ, ბრენდი 100%-ით ქართულია და მისი კონცეფციის ავტორები მე და ჩემი ბიზნეს პარტნიორები ვართ. ბრენდი 2015 წლის 17 დეკემბერს დაფუძნდა და ამჟამად ის ექვსი ობიექტითაა წარმოდგენილი.


ჩვენ საკვების რითეილის მართვის საკმაოდ კარგი გამოცდილება გვქონდა. ზუსტად ვიცოდით რა, როდის და როგორი ფორმით უნდა შეგვექმნა. თავიდანვე, როდესაც კონცეფციაზე ფიქრი დავიწყეთ, გვქონდა იდეა, რომ ეს აუცილებლად საერთაშორისო კომპანია უნდა ყოფილიყო. როგორი ფორმით მოხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა, ეს კვლავ დამუშავების პროცესშია. როგორც პიცას აქვს საერთაშორისო სახელი, ზუსტად იგივე გვინდა გავაკეთოთ ხაჭაპურისა და ხარჩოს შემთხვევაში.


Degusto ცენტრალურ წარმოებაზე დგას, სადაც ნახევარფაბრიკატები მზადდება, რომელთა შეზავება და დასრულება ადგილზე ობიექტებში ხდება, ხოლო საკონდიტრო პროდუქცია ობიექტებს მზა სახით მიეწოდება. ცენტრალურ საწარმოში დაახლოებით 150 ადამიანია დასაქმებული.



-გვიამბეთ როგორია Degusto-ს კონცეფცია და რას სთავაზობთ თქვენთან მოსულ სტუმარს?


-Degusto არის სწრაფი და ყოველდღიური კაფე, სადაც პროდუქცია მომხმარებლის თვალწინ ადგილზე მზადდება. გვაქვს ისეთი ე.წ ეგზოტიკური კერძები, რომელსაც ტრადიციულ საოჯახო კულინარიის ობიექტებში ვერ იხილავთ. ის ტენდენცია და საოპერაციო მოდელი, რომელსაც ჩვენ ბიზნესში ვითვალისწინებთ ამერიკასა და ევროპაში მზარდია.


მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს ისეთი პროდუქცია როგორიცაა Bic Mac და კარტოფილი ფრი. ჩვენი ძირითადი ინტერესი ჯანსაღი საკვების წარმოებაა. Degusto-ში სხვადასხვა საკვებთან ერთად შეგიძლიათ - სენდვიჩები, სალათები და საცხობში დამზადებული პროდუქცია დააგემოვნოთ. ასევე გვაქვს ცხელი კულინარია.



-13 ნოემბერს თქვენ რიგით მეშვიდე ფილიალს ვაკეში გახსნით. გვიამბეთ ახალი ფილიალის კონცეფციაზე. ასევე სამომავლოდ კიდევ სად იქნება წარმოდგენილი Degusto?


-13 ნოემბერს ი.ჭავჭავაძის #9-ში 170 კვადრატულ მეტრზე Degusto-ს კიდევ ერთი ახალი ფილიალი გაიხსნება. 10 ნოემბერს მისი სატესტო რეჟიმში გახსნა მოხდება. ის წარმოდგენილი იქნება როგორც დახურული, ასევე ღია სივრცით. ჩვენთვის ამ ტერიტორიის ათვისება და მისი განვითარება ერთგვარ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. მისი კონცეფცია ჩვენი ყველა ფილიალის მსგავსი იქნება.


სამომავლოდ წელსვე მერვე ფილიალი 30 ნოემბერს (დოლიძის #2) გაიხსნება, ხოლო მეცხრე 20 დეკემბერს (ლუბლიანაზე).


-როგორც თქვენ აღნიშნავთ, Degusto ბაზარზე არსებული სხვა სწრაფი კვების ობიექტებისგან გამორჩეულია. კონკრეტულად რა გამოარჩევს მას და რითი უწევს ის სხვებს კონკურენციას?


-Degusto ბაზარზე არსებული მსგავსი სახის ობიექტებისგან კონცეფციით გამოირჩევა. კერძოდ, როგორც აღვნიშნე ეს არის რესტორნის ასორტიმენტი და ხარისხი სწრაფი კვების ფორმატში. საფასო პოლიტიკაც სწრაფი კვების ობიექტის მსგავსი გვაქვს. ასევე ვცდილობთ გამორჩეულები ექსტერიერითა და ინტერიერის დიზაინით ვიყოთ. ვიყენებთ ხეს, რაც ბრენდის სიჯანსაღეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს.


ბაზარზე პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს. მაგრამ, სადაც შესაძლებელია ადამიანმა მსგავს ობიექტებში საკვები იაფად და ხარისხიანად მიირთვას, ის ჩვენ კონკურენტად განიხილება.


ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენი პროდუქცია რესტორნისა და საოჯახო კულინარიის მიქსია.


-და თუ ჩვენ Degusto-ს სხვა საოჯახო სამზარეულოს შევადარებთ...


-თუ ჩვენ Degusto-ს სხვა საოჯახო სამზარეულოს შევადარებთ ამ შემთხვევაში, მათთან შედარებით დაახლოებით 10-15%-ით ძვირია პროდუქცია. ეს ალბათ, ასეც უნდა იყოს, პროდუქციის, სანიტარიის, სერვისის და გემური თვისებებიდან გამომდინარე, ხოლო თუ სხვა საერთაშორისო სწრაფი კვების ობიექტებს შევედრებით, ამ შემთხვევაში დეგუსტო უფრო იაფია.


-ბიზნესის განვითარება და მისი მიღწევები მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიამ ბაზარზე განვითარება საკმაოდ სწრაფად შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბიზნესის წარმოება მარტივი არ არის. გარდა იმ ფილიალებისა, რომელსაც უახლოეს მომავალში გახსნით, როგორია Degusto-ს სამომავლო გეგმები?


-დიახ, ჩვენ ორი წლის თავზე ცხრა ობიექტი გვექნება. ამ დროის განმავლობაში ბრენდის ხარისხი არ გაგვიფუჭებია და ამაზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ.  შესაძლოა, Degusto მომავალ წელს ბათუმში ფრანჩაიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე გაიხსნას. ამ ეტაპზე ბათუმში ობიექტის გახსნა მართვის რისკებთანაა დაკავშირებული.


ჩვენ ასორტიმენტის გაფართოვებას ჩანაცვლებების მოდულით ვაპირებთ. 2018 წლის მარტიდან ასევე პურ-ფუნთუშეულის საწარმოს ხაზის გაკეთებას ვგეგმავთ.


ჩვენ ასეთი ტემპით განვითარება განაპირობა პირველ რიგში, სწორად დალაგებულმა ასორტიმენტულმა მატრიცამ, ახლებურად მიწოდებულმა მერჩენდაიზინგის პლანოგრამამ და რა თქმა უნდა, ხარისხიანმა პროდუქციამ. ამ სეგმენტში ერთადერთი კომპანია ვართ, რომელსაც ISO 22 000 აქვს.



ავტორი: ლიკა გურაბანიძე





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up