დეგნანი ოხანაშვილ-წერეთლის დაპირისპირებაზე: ამ ცნობებმა დაჩრდილა ამერიკის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნა

დეგნანი ოხანაშვილ-წერეთლის დაპირისპირებაზე: ამ ცნობებმა დაჩრდილა ამერიკის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნა

access_time2022-07-01 20:04:43

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში გამოეხმაურა საელჩოს ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს ვატო წერეთელს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

 

„ჩვენ ვსწავლობთ ცნობებს, არ ვიცით დაიწყო თუ არა უკვე სამართლებრივი პროცედურები, მაგრამ უდავოდ ძალადობა დაუშვებელია, კონკრეტულად, როცა ეს მედიის წარმომადგენლის წინააღმდეგ ხდება. ასევე შეშფოთებული ვართ რეგიონებში პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ცნობებით, ასევე, შემაშფოთებელია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ძალადობრივი შეზღუდვა. ასევე საწყენია რომ ჩვენ გუშინ შესანიშნავი დღე გვქონდა, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავდით, ეს იყო ძალიან დადებითი ღონისძიება, სადაც თავმოყრილი იყვნენ ქართველები, იმის ხაზგასასმელად, რამდენის გაკეთება შეუძლია საქართველოს, როდესაც ქართველები ერთდ მუშაობენ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ოდნავ ნაწყენი ვიყავით, რომ ამ ცნობებმა დაჩრდილა, მეორე მხრივ, ძალიან დადებითი, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნა", - განაცხადა ელჩმა. ის დაესწრო ანიმაციური სერიალის პრეზენტაციას, რომელიც მედიაწიგნიერების ხელშეწყობისკენაა მიმართული.

 

ელჩი არ შეხებია კადრების გასაჯაროების თემას. ვატო წერეთელმა 30 ივნისს აშშ-ის ელჩს მიმართა და მოუწოდა კადრების გასაჯაროებისკენ.

 


დაპირისპირებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში იმავე დღეს გამოეხმაურა.

 

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - განაცხადა საელჩომ.

 

ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელმა თქვა, მას ხელი დაარტყა ანრი ოხანაშვილმა.


radiotavisupleba.ge




ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება
access_time2022-08-12 23:55:40
ლიკუნა კოტეტიშვილს საქორწილო აქსესუარების დამზადების იდეა საკუთარი ქორწილის შემდეგ გაუჩნდა. დღეს კი კომპანია მომხმარებელს სხვადსხვა სახის საქორწილო მომსახურებასა და აქსესუარებს სთავაზობს.   როგორც "ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარების" დამფუძნებელი "ბიზნესპარტიორთან" ყვება, ქორწილში მის მიერ დამზადებულმა დეკორაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ აქედან წამოვიდა იდეა ეს ყველაფერი ბიზნესად ექცია.   "პირადად ჩემთვის, ეს არის სფერო,...

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას
access_time2022-08-12 23:00:51
Reuters-ის სააგენტოს ცნობით, რამდენიმე წყაროს თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უნდა გამოაცხადოს თავისი კანდიდატურის ხელახლა წამოყენების შესახებ უფრო ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ, ნოემბრის რბოლამდე კონგრესში, რათა გააქარწყლოს სპეკულაციები დემოკრატების გეგმების შესახებ 2024 წლის საარჩევნო კამპანიის წინ.   ბაიდენი, რომელიც 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ 80 წლის გახდება, სულ უფრო მეტი შეკითხვის წინაშე დგას თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ...

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“
access_time2022-08-12 20:02:05
„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“ -  ამის შესახებ ინფორმაციას  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კომერსანტი“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.  მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ,...

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე
access_time2022-08-12 17:58:05
ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს, როგორ მილსადენიდან ასევე რკინიგზიდან, აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია არაბიძე, რითაც ის ყაზახური ნავთობის, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაწყებას გამოეხმაურა. როგორც...

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2022-08-12 17:30:06
12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7880 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7916 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1508 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2829 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up