დეგნანი და ჰარცელი 2020 წლის 19-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულ აქტივისტებს პასუხობენ

დეგნანი და ჰარცელი 2020 წლის 19-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულ აქტივისტებს პასუხობენ

access_time2021-05-22 16:10:04

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულ აქტივისტებს 14 მაისის წერილს პასუხობენ. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

მადლობა 14 მაისის ღია წერილისთვის. როგორც საქართველოს პარტნიორები ვმუშაობდით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დასრულებაზე. 19 აპრილის შეთანხმება იყო რთული მოლაპარაკებების შედეგი და წარმოაჩენს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეუპოვრობით მიღწეულ კონსენსუსს. ჩვენი გვაქვს იმედი და ნდობა, რომ ამ შეთანხმებით საქართველო შეძლებს გადადგას ნაბიჯი ფუნქციონალური პარლამენტის აღდგენისთვის, რომელიც იქნება იმ ფართო რეფორმების გატარების ერთგული, რომლებიც გააღრმავებს საქართველოს დემოკრატიას.

19 აპრილის შეთანხმება იყო კომპრომისი, რომლამდე მიღწევაც მოხდა გამოწვევებით სავსე მედიაციის პროცესის შედეგად. პირველი პუნქტით შეთანხმებაში გაწერილია მზაობა გადაწყდეს აღქმული პოლიტიზებული მართლმსაჯულების შემთხვევები. ამის გათვალისწინებით, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული ამ ვალდებულებების ზუსტი მოდალობების განსაზღვრა, მათ შორის ამნისტიის კანონისა, რომელიც შეთანხმების მიზნებს ითვალისწინებს და პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას, ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას და სხვა შესაბამის საერთაშორისო კონვენციებს, რომელთა წევრი საქართველოცაა.

შეთანხმებაში აღნიშნული ამნისტიის კანონი უკავშირდება მტკივნეულ ეპიზოდს საქართველოს ისტორიაში, რომელიც მტკივნეულია არამხოლოდ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მსხვერპლთათვის, არამედ იმის გამოც, თუ რა გამოწვევების წინაშე დააყენა ამ მოვლენებმა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები. ასეთ პოლარიზებული გარემოში საჭიროა ინკლუზიური პროცესი პარლამენტში, რათა მოხდეს იმ რეფორმების ხელშეწყობა, რომლებიც თავიდან აირიდებს ასეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორებას და მოიტანს უფრო დიდი გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. 

შეთანხმების დადების შემდეგ, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარალიზების გამომწვევი პოლიტიკური კრიზისის დასრულების ინტერესით, ყველა დაინტერესებულმა მხარემ მისი წარმატებით შესრულება უზრუნველყოს. ეს საშუალებას მისცემს ყველა მხარეს იმუშაოს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის განმტკიცებისა და გაძლიერებული დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების მისაღწევად.

დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.

წერილის ადრესატები არიან:

მაკო გომური
ირაკლი ფავლენიშვილი 
კობა ლეთოდიანი
გიორგი სულაშვილი 
ირაკლი ხვადაგიანი
ვახტანგ ბერიკაშვილი 
გელა ჭიღლაძე
ზაზა მღებრიშვილი 
გიორგი ბულისკერია
ლუკა პეტრიაშვილი 
თამარ ბაღაშვილი 
დავით შეყილაძე 
ბესიკ თამლიანი
ვატო გელაშვილი
დავით ხვადაგიანი
დემეტრე ნაყოფია 
დავით ქურდოვანიძე 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up