ანტირუსულ სანქციებში მოხვედრილმა როსსელხოზბანკმა ვერ შეძლო დათქმულ ვადაში $500–მილიონიანი ევროობლიგაციების დაფარვა, რომელიც 2023 წელს უნდა დაიხუროს. ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წერს RBC-Ukraine.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ბანკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო 16 აპრილს 21,25 მლნ დოლარის საპროცენტო გადასახადი ვერ დაფარა, რომელიც ევროობლიგაციების ემიტენტი კომპანია RSHB Capital S.A.–სთვის (ლუქსემბურგი) უნდა გადაერიცხა.
როსსელხოზბანკი მეორეა რუსული ბანკებიდან, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა გადახდების განხორციელებაში არსებულ პრობლემებზე. მანამდე აშშ–ის სანქციებში მოხვედრილმა სოვკომბანკმა განაცხადა, რომ საპროცენტო გადასახადები შეაჩერა.